ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერლუსკონის თასი : ალეგრის პრესსკონფერენცია

დღეს , თბილისის დროით 22:45 – ზე , გაიმართება ტრადიციული გათამაშება ” ბერლუსკონის თასი ” , სადაც ერთამენთს ტურინის ” იუვენტუსი ” და ” მილანი ” დაუპირისპირდებიან . მასიმილიანო ალეგრიმ ამ მატჩისათვის მიძღვნილ პრესს-კონფერენციაზე , როსონერის სატრანსფერო ისტორიებზე  და ალესანდრო მატრის მნიშვნელობაზე ისაუბრა  : ” ჩვენს მიერ განხორციელებული სატრანსფერო სვლები , სწორი იყო გამომდინარე იმ კრიზისისა , რომელიც არსებობს . ვფიქრობ , შენაძენებიც პროდუქტიული იყო გალიანის მხრიდან “ . თუმცა , ეს ყველაფერი არაა , გუნდი იუვეს მსგავსად ფორვარდს ეძებს . ალეგრის ფავორიტი კი მატრია : ” გასულ სეზონში მან გადამწყვეტი როლი ითამაშა სკუდეტოს მოპოვებაში . დიდი ფეხბურთელია და სავარაუდოდ იუვენტუსი არ შეელევა მას . ბორიელო ? უმჯობესი იქნება თუ სათანადო დონეზე დავაფასებთ . კონტე ? ფაქტია , რომ ძალზედ უცნაური სიტუაციაა . ფავორიტები ? იუვენტუსი ორი მიზეზის გამო : პირველი ის , რომ მოქმედი ჩემპიონები არიან , ხოლო მეორე სატრანსფერო ბაზარი ! მაროტამ დიდი სამუშაო გასწია და გუნდი ბრწყინვალედ დააკომპლექტა . მილანი ? პირველი სამი პოზიციისთვის ვიბრძოლებთ . დღეისათვის როგორც პრეზიდენტმა ბერლუსკონიმ განაცხადა , ჩვენ არ შეგვიძლია გავიფორმოთ ჩემპიონები . გეგმა , რომელიც გაგვაჩნია გაწელილი რამდენიმე წელზეა . თუმცა , უკვე დღესაც ვფიქრობ , რომ ცუდი გუნდი არ გაგვაჩნია ” .

წყარო : Tuttosport

13 thoughts on “ბერლუსკონის თასი : ალეგრის პრესსკონფერენცია

  1. ვისაც მაროტას მიერ ჩატარებული სამუშაო ფუჭად მიგაჩნიათ ამ სპეციალისტებს მაინც ენდეთ ცოტა მაინც, როგორებიც ალეგრი, გვიდოლინი, დე ლაურენტისი და სხვები არიან )) იბრძოლე ალეგრი პირველი სამეულისთვის, იბრძოლე..

  2. დავადუღებთ დღეს ამათ,იმედია პოგბა მაზი და ლეალი ძირითადიდან დაიწყებეეეენ,ჩემი მგლები,ამომავალი სუპერსთარები :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.