ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხტშტაინერი OUT / მაიკონი IN ?

მიუხედავად იმისა , თუ რა განაცხადა კარლო ანჩელოტიმ სტეფან ლიხტშტაინერის ტრანსფერთან დაკავშირებით , საფრანგეთში ჯიუტად ამტკიცებენ , რომ პარიზელები ყველა ღონეს იხმარენ რათა შვეიცარიელი გაიფორმონ . მეორეს მხრივ , მაროტასთვის  და კომპანიიისთვის  შეიხის მიერ შემოთავაზებული ფული ცუდი ვარინტი არ იქნება , მითუმეტეს როცა კლუბი აქტიურად ცდილობს მაღალი დონის ფორვარდის შეძენას . უაზრობაა იმაზე ფიქრი , რომ ჯუზეპემ იგი დაბალ თანხაში გაასხვისოს , რადგან თავად იუვეს 10 მილიონი ევრო დაუჯდა სტეფანი გასულ სეზონში . მინიმუმ 15 მილიონი ევრო , ეს ის ციფრია რომლიდანაც დაიწყებს ვაჭრობას ორივე მხარე . ერთი შეხედვით ლიხტშტაინერის წასვლას გუნდი უმტკივნეულოდ გადაიტანს , რადგან ამ პოზიციაზე კონტეს განკარგულებაში მარტინ კასერესი , სიმონე პადოინი და ახლად შეძენილი მაურისიო ისლა არიან . თუმცა ბიანკონერის გენერალური დირექტორი საინტერესო ნაბიჯის გადადგმას გეგმავს . ის ინტერიდან მაიკონის გაფორმებას შეეცდება , რომელსაც მომავალ სეზონში კონტრაქტი უმთავრდება ნერიაძურისთან . ყველაფერთან ერთად ბრაზილიელის რეალში ტრანსფერი უსასრულოდ გაიწელა და როგორც ჩანს ვერ იხილავს დღის სინათლეს . შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ტრანსფერი რეალური ხდება 8 მილიონი ევროს ფარგლებში . თუმცა , თავდაპირველად ნაბიჯი პარიზული კლუბის შეიხმა უნდა გადადგას …

წყარო : tuttojuve

22 thoughts on “ლიხტშტაინერი OUT / მაიკონი IN ?

  1. მაიკონის ამბავი უკვე წასულია,საშუალო ფეხბურთელია! ლიხტას გაყიდვა სისულელე იქნება :blin:
    მე ლუსიოშიც დარწმუნებული არ ვარ :blin:

  2. მარტო ამის გამო არ უნდა გვინდოდეს http://www.youtube.com/watch?v=hsCbXu5it6Y :mrgreen: მართლა დაბერდა მაგრამ ბრწყინვალე კარიერა ქონდა და თავის ფლანგზე შეუდარებელი იყო,იმედია ლიხტშტაინერი ოდესმე გახდება იმ დონის რა დონისაც ეგ იყოო :))

  3. რათ მინდა მაიკონი ოქროს წლები გაუვიდა ჰყავდეს ინტერს, ლიხტშტაინერი ძალიან გიჟი მცველია რა სეზონი ჰქონდა..მაიკონს აშკარად რეგრესი აქვს

  4. რას უკლებს,თუ უკლებს კონტე მოამატებინებს… ბარძალი ბონუჩი პეპე და ეგეთები აქცია მგლებად და ამას რა პოტენციალი არ აქვს თუ კლასი თუ რა? 31 წელი არაფერია,მითუმეტეს ამისთვის,კაფუ 32-ის იყო მილანში რო გადავიდა მარააა…
    არა მე სტეფანას გაშვებას კი არ ვემხრობი,მინდა რო დარჩეს,მარა თუ გაუშვეს მეთქი მაგ შემთხვევაში მაიკონი იდეალური იქნება

  5. სისულელეა ლიხშტაინერმა ისეთი სეზონი ჩაატარა ეხლა თუ გაყიდეს სულელები უნდა იყვნენ და მაიკონი კიდე ნელ-ნელა უკლებს :blin:

  6. აუ ჩემი ლიხშტაინერი უძლიერეს ძალად ჩამოყალიბდა შვეიცარიის ნაკრების ლიდერია ერთ ერთი უსწრაფესია უძლიერესი დარტყმა აქ დაცვაში თითქმის უსეცდომოა ესენი ხო არ უბერავენ ეეე თან 15 მილიონიო რა გაუჭირდათ ასეთი 80 მილიონი ტავდასხმელზე გამოიყოოო სადააა ის ფული მაიკონი არა ჭიჭვეიშვილი იმედია ჭორია :loool: :loool:

  7. thepompeusi

    მაიკონი ბოლო ოთხი სეზონია რეგრეს განიცდის და პლიუს ასაკიც . ლიხტი გაცილებით საიმედოა და ეს რეალურია პრინციპში )
    მაიკონი ჯერ კიდევ შოკშია გარეტ ბეილთან შეხვედრის მერე

      1. ორიც საკმარისია რო ფეხბურთელის რეგრესზე ილაპარაკო…
        ეგ კაი მარტო მაურინიოს ხელში იყო და ეხლა ვეღარ ქაჩავს :blin:

  8. მოიცათ რა დროს მცველებია,ჯერ ფორვარდი დაიმატეთ, 11 დღე დარჩა ტო, რა უცებ გაიპარა ზაფხული
    ისე სტეფანი თუ წავა ამის მოსვლა იქნებააა ზეეეიდეალურესი,უმკვლელესი მცველია,სტეფანს კაიარა 10 სტეფანის ნაერს დაღეჭავს ეს. ოღონდ არ დაიწყოთ ეხლა ინტერში თამაშობდაო,ისაო და ესაო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.