ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტეს საგა დასასრულს მიუახლოვდა

“Mercenarios kanpora” – ასეთი სახის ბანერები გამოაკრეს ბილბაოს ატლეტიკის გულშემატკივრებმა კლუბის სამწვრთნელო ბაზაზე , რომელიც ნიშნავს ” დაქირავებულებს ” . არ არის ალბათ ძნელი მივხდეთ თუ ვისი მისამართით არის ეს სიტყვები გაგზავნილი . ხავი მარტინესი და ფერნანდო ლორენტე – ორი ბასკი ფეხბურთელი , რომელიც ტოვებს ამჟამინდელ ნავთსაყუდელს . პირველი მათგანი კარიერას მიუნჰენის ბაიერნში , ხოლო მეორე დიდი ალბათობით ტურინულ გრანდში განაგრძობს . მაროტა 16 მილიონიანი წინადადებით აპირებს მიმართოს ატლეტიკს და მზადაა ეს ციფრი 18 -ამდე გაზარდოს . პარალელურად კონტროლის ქვეშაა ედინ ჯეკოს ტრანსფერიც , ოღონდ ეს იმ შემთხვევაში გახდება რეალური თუ მანჩინი იოვეტიჩს ჩაიგდებს ხელში . თუმცა , თუ გავითვალისწინებთ იმ დაძაბულ სიტუაციას რაც ბოსნიელსა და იტალიელს შორის არსებობს , მაშინ სავარაუდოდ სიტის ხელმძღვანელობა ყველა შემოსულ წინადადებას განიხილავს ჯეკოს თაობაზე .

ყარო : tuttojuve

1 thought on “ლორენტეს საგა დასასრულს მიუახლოვდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.