ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი : ” სრულყოფილებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ ”

ბიანკონერის ორი უშუალო კონკურენტი მომავალ სეზონში სერია ა-ში , ბოლო ორი კვირის განმავლობაში , დამარცხებულნი არიან ბებერი ქალბატონის მიერ . ანდრეა ბარძალი კმაყოფილია მიღწეული შედეგით , თუმცა იტალიელ მცველს განსაკუთრებულად მისი გუნდის თამაშმა ასიამოვნა : ” მუხლჩაუხრელად ვშრომობდით და ახალ ფეხბურთელებთან ერთად , ადაპტაცია მალევე გავიარეთ , რამაც შესანიშნავი შედეგი აჩვენა . ამ საღამოს ვაჩვენეთ ყველაფერი , რაც ვართ . სუპერ თასის ფინალში , ბოლომდე საკუთარი პოტენციალის გამოვლენა ისე  ვერ მოვახერხეთ , როგორც მილანთან დაპირისპირებაში . პრობლემა არც იმას შეუქმნია , რომ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა ” . 

” გასულ სეზონში ფავორიტები ნამდვილად არ ვყოფილვართ , თუმცა გვწამდა საკუთარი თავის  და შედეგად სკუდეტოს მფლობელებიც დამსახურებულად გავხდით . იგივე სულისკვეთებით უნდა ვიმოძრაოთ დღესაც , უნდა მივისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ , რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ გავჩერდებით ერთ ადგილას ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

22 thoughts on “ბარძალი : ” სრულყოფილებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ ”

  1. ლორენტემ რაღაც აურია მგონიი, ჯეკო მოვა ალბათ იუვეში ან იოიო და სულ ბოლო ვარიანტი პაცინია ჩემი აზრით :boli:

  2. მინდა რო ეს სატრანსფერო ფანჯარა დაიხუროს !!!! დავიღალე ამათი ყურებით. არ არსებობს ყველა ფეხბურთელმა უარი თქვას იუვეში გადმოსვლაზე ფულის გადახდაა საჭირო.

  3. მატრი დავიტოვოთ და კვალიარელა პაცინის ბარტერი გავაკეთოთ და ვსიო… დავიღალე რა ამ ჟმოტი მაროტას ყურებით!!!

    30მლ ვერ გადაუხდია ერთ გემრიელ ცენტრ ფორვარდში რა…
    თუ არა და ჯოვინკო-ვუჩინიჩის იმედზეც კარგად ვიქნებით!!!
    ცენტრი გვყავს საოცრად მაგარი და ეგაა დიდი პლიუსი

  4. მაგი ცუდად ხო არ არის. აბა რა გამოდის დავრჩით თავდასხმელის გარეშე მასე არაფერი არ გამოგვივა ლიგაზე ერთი ძლიერი თავდასხმელი გვინდა

    1. საუკეთესო იყო პოგბა ვიდალი დი ჩელიე მარონე მატრი ჯაკე დარჩენებმაც კარგად ითამაშეს მარა ამატ გამოვარჩევ :forza: :forza: :forza:

  5. ეს რაგაც არაა ისეთ ფორმაში როგორც იყო. პოგბა მომეწონა ძალიან. რაც შეეხება ჯოვინკოს მისი თამაშით საერთოდ არ ვარ კმაყოფილი. იმედია ბურთის გაჩერებას დაამუგამებს :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.