კარერა : ” გენიალური გუნდი გვყავს ”
ორი მატჩი , ორი გამარჯვება და ორი მოპოვებული თასი – ეს გახლავთ მასიმო კარერას მონაგარი . ვერაფერს ვიტყვით , მშვენიერი დებიუტია სამწვრთნელო პოსტზე . მან გამარჯვების მოპოვება მოახლოებული სეზონის , ნომერ პირველ მტერზე , მისსავე მოედანზე მოახერხა : ” ბრწყინვალე გამარჯვება მოვიპოვეთ , რასაც ისიც სძენს მნიშვნელობას , თუ რაოდენ დიდი სამუშაო გავწიეთ გუშინ აუტანელ სიცხეში . ფეხბურთელებმა იმის რეალიზება მოახდინეს მოედანზე , რასაც სამწვრთნელო სესიის დროს ვტესტავდით . ჩვენ ვართ გუნდი , რომელიც მუშაობას ურთიერთშეთანხმებულად და ეს კარგად ჩანს მინდორზე . გამორჩეული ფიგურები ? მარონე და პოგბა , მიუხედავად იმისა , რომ ახალგაზრდები არიან და პროგრესირება უნდა გააგრძელონ . კმაყოფილი ვარ ასევე ორი თავდამსხმელთა დუეტის გამოცდით ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
ალბათ მირკო-სებაზეა საუბარი
რა მაგარი ახალგაზრდობა მოდის იუვეში
