კონტე : ” იმედი მაქვს პარმასთან შეხვედრაში ჩვეულ ადგილს დავუბრუნდები ”
ანტონიო კონტეს იმედი აქვს , რომ სასამართლო გააუქმებს მის 10 თვიან დისკვალიფიკაციას : ” ჩემი სურვილია სერია ა-ს პირველ ტურში ” პარმას ” წინააღმდეგ , სათადარიგოთა სკამიდან გავუძღვე გუნდს . საშინელი სიტუაციაა და ყოველთვის გახნსილი ჭრილობასავით იქნება ჩემთვის . იმედი მაქვს მოსამართლე დეტალურად განიხილავს ყველა საბუთს და დადებით ვერდიქტს გამოიტანს , რითაც იზეიმებს კიდევაც სამართლიანობა . ჩემი სინდისი სუფთაა თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი იმ პიროვნებებზე , რომლებიც ასეთ სიბინძურეს მაბრალებენ . სასამართლოში ჩემი მისვლა , იყო პატივისცემა მათ მიმართ . შევისუნთქე პროცესი , რომელზედაც ვუსმენდი ჩემს ადვოკატებს და მათ არგუმენტებს , ასევე პროკურორ პალაცის პასუხებს . კორობიო განაგრძობს ჩვენებების შეცვლას ისევე როგორც ქამელეონი იცვლის ფერს , სწორედ ამიტომ მოსამართლის იმედი მაქვს . აღიარება ? არსებობს ერთი რამ რასაც არასოდეს გავიმეორებ . სასამართლოსთან მოლაპარაკებაზე არასოდეს წავალ მითუმეტეს თუ საქმე იმის აღიარებას ეხება რაც არ გამიკეთებია . არ უნდა დაუჯერეთ იურისტებს და არ უნდა ჩაიგდოთ თავი ისეთ დღეში , როგორიც მე ჩავიგდე , მიუხედავად იმისა ხართ თუ არა სუფთა კონკრეტულ საკითხზე . იმ შემთხვევაში თუ მომცემდნენ გარანტიას , რომ მხოლოდ სამი თვე მექნებოდა დისკვლიფიკაცია აღიარების შემთხვევაში , მასსზე არც კი დავფიქრდებოდი და უარყოფით პასუხს ვიტყოდი . ვეთანხმები მოსამართლეებს , რომლებიც აცხადებდნენ , რომ 90 დღიანი დისკვალიფიკაცია უსამართლობა იყო . ნამდვილად არაფერი გამიკეთებია უკანონო და ისეთი , რომელიც უნდა მეღიარებინა ” .
წყარო : Football-Italia
მე ვნახე ვარდისფერი ფორმა დელ პიეროსი იუვენტუსის ლილოში
ოგონდ ეს გამართლონ და თუ უნდა ტოპ ფორვარდის გარესე დავრჩეთ კონტე გვჭირდება იმედია რაგაც ჩვენ სასიკეთოდ გადაწყდებაა

შენ მაინც მოგიხსნან ეს დისკვალიპიკაია…
BrainWasheR
სად შოულობთ თბილისში მირკოს მაიკას მეც მინდა (
სადგურზე ვიყიდე, მარტო ერთ ადგილზე იყო
მეც სადგურზე ვიყიდე, გადასარევი ვერაა მაგრამ წავა ნორმალური ხარისხია.
ის ქალი ადვოკატი ეტყობა მაგრად ჩალიჩობს
5 დღეში უნდა დაბრუნება კონტეს და ამას ტყუილა არ იტყოდა. მიდი ანტონიო 
გამოიწერე ამაზონიდან ან სხვა საიტიდან , სხვა რა გირჩიოთ აბა
აუ დამეხმარეთ რა იუვეს ფანებო :/
იუვენტუსის ფორმა წინა წლის, ვარდისფერი ვარსკვლავით
ვერსად ვიშოვე თბილისში და რა ვქნა ?
მირჩიეთ რამე
ვარდისფერი ფორმა არსად არ იყო რამოდენიმე თვის წინ, მეც ვეძებდი. ვარდისფერი კი არა ზოლიანი ძლივს ვიშოვე და ეგეც მირკოსი იყო
თან ერთი წალი დარჩენილი. მარა უხარისხოა და არ ღირს თბილისში ყიდვა თუ რამე კაი სპორტული მაღაზია არ იცი. ჯობია გამოიწერო