ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” იმედი მაქვს პარმასთან შეხვედრაში ჩვეულ ადგილს დავუბრუნდები ”

ანტონიო კონტეს იმედი აქვს , რომ სასამართლო გააუქმებს მის 10 თვიან დისკვალიფიკაციას : ” ჩემი სურვილია სერია ა-ს პირველ ტურში ” პარმას ” წინააღმდეგ , სათადარიგოთა სკამიდან გავუძღვე გუნდს . საშინელი სიტუაციაა და ყოველთვის გახნსილი ჭრილობასავით იქნება ჩემთვის . იმედი მაქვს მოსამართლე დეტალურად განიხილავს ყველა საბუთს და დადებით ვერდიქტს გამოიტანს , რითაც იზეიმებს კიდევაც სამართლიანობა . ჩემი სინდისი სუფთაა თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი იმ პიროვნებებზე , რომლებიც ასეთ სიბინძურეს მაბრალებენ . სასამართლოში ჩემი მისვლა , იყო პატივისცემა მათ მიმართ . შევისუნთქე პროცესი , რომელზედაც ვუსმენდი ჩემს ადვოკატებს და მათ არგუმენტებს , ასევე პროკურორ პალაცის პასუხებს . კორობიო განაგრძობს ჩვენებების შეცვლას ისევე როგორც ქამელეონი იცვლის ფერს , სწორედ ამიტომ მოსამართლის იმედი მაქვს . აღიარება ? არსებობს ერთი რამ რასაც არასოდეს გავიმეორებ . სასამართლოსთან მოლაპარაკებაზე არასოდეს წავალ მითუმეტეს თუ საქმე იმის აღიარებას ეხება რაც არ გამიკეთებია . არ უნდა დაუჯერეთ იურისტებს და არ უნდა ჩაიგდოთ თავი ისეთ დღეში , როგორიც მე ჩავიგდე , მიუხედავად იმისა ხართ თუ არა სუფთა კონკრეტულ საკითხზე . იმ შემთხვევაში თუ მომცემდნენ გარანტიას , რომ მხოლოდ სამი თვე მექნებოდა დისკვლიფიკაცია აღიარების შემთხვევაში , მასსზე არც კი დავფიქრდებოდი და უარყოფით პასუხს ვიტყოდი . ვეთანხმები მოსამართლეებს , რომლებიც აცხადებდნენ , რომ 90 დღიანი დისკვალიფიკაცია უსამართლობა იყო . ნამდვილად არაფერი გამიკეთებია უკანონო და ისეთი , რომელიც უნდა მეღიარებინა ” . 

წყარო : Football-Italia

10 thoughts on “კონტე : ” იმედი მაქვს პარმასთან შეხვედრაში ჩვეულ ადგილს დავუბრუნდები ”

  1. ოგონდ ეს გამართლონ და თუ უნდა ტოპ ფორვარდის გარესე დავრჩეთ კონტე გვჭირდება იმედია რაგაც ჩვენ სასიკეთოდ გადაწყდებაა :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  2. ის ქალი ადვოკატი ეტყობა მაგრად ჩალიჩობს :mrgreen: 5 დღეში უნდა დაბრუნება კონტეს და ამას ტყუილა არ იტყოდა. მიდი ანტონიო :juventus:

  3. აუ დამეხმარეთ რა იუვეს ფანებო :/
    იუვენტუსის ფორმა წინა წლის, ვარდისფერი ვარსკვლავით
    ვერსად ვიშოვე თბილისში და რა ვქნა ?
    მირჩიეთ რამე

    1. ვარდისფერი ფორმა არსად არ იყო რამოდენიმე თვის წინ, მეც ვეძებდი. ვარდისფერი კი არა ზოლიანი ძლივს ვიშოვე და ეგეც მირკოსი იყო :mrgreen: თან ერთი წალი დარჩენილი. მარა უხარისხოა და არ ღირს თბილისში ყიდვა თუ რამე კაი სპორტული მაღაზია არ იცი. ჯობია გამოიწერო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.