ოფიციალურად : ალბერტო მაზი “იუვენტუსის” ფეხბურთელია
ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დღეს დილით დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალბერტო მაზი ბებერი ქალბატონის სრულ უფლებიანი წევრი გახდა.”პრო ვერჩელის” ყოფილ მცველს მხოლოდ თვენახევარი დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ დიდი პერსპექტივის მქონე უკანახაზელია და გასაკვირი არ იყო, ტურინელებმა მისი ტრანსფერის სრულად შესყიდვა რომ გადაწყვიტეს.გარდა ამისა, პრიმავერას ერთ-ერთი ლიდერი, ელიო დე სილვესტრო არენდის წესით კარიერას “პრო ვერჩელიში” განაგრძობს.რაც შეეხება 20 წლის მაზის, იგი ან ბიანკონერებში დარჩება, ან იჯარით რომელიმე მოკრძალებულ კლუბს შეუერთდება.
ძან კაი რო ჩვენი საკუთრება გახდა გაუშვენ არენდით რომელიმე გუნდში გამოცდილებას მიგებს

იმედია დატოვებენ და კვალიფიკაციას იუვეში აიმაღლებს და არა სადმე დაბალ გუნდშიბონუჩი, კიელინი, ლუსიო, ბარცალი ამათ გვერდით უფრო ჩამოყალიბდება ვიდრე სხვა გუნდში თუ მართლა მომავლისტვის სჭირდებათ
თავდასხმაზეა ფიქრი საჭირო რადგან ძალიან ცოტა დრო რჩება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იმედია ღირსეულს მოიყვანენ
მე პირადად ამ ეტაპზე ჯეკო და იოვეტიჩი მინდა ან დამიაო ერთი სიტყვით ველოდები იმ X თავდამსხმელს რომელსაც აგერ უკვე 3 თვეა ცდილობენ რომ მოიყვანონ.