პოგბა : “გადაწყვეტილებას წამითაც არ ვინანებ”
ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ L’equipe – თან საუბარში მანჩესტერ “იუნაიტედიდან” წასვლის მიზეზი ახსნა და ისიც დასძინა, რომ გადაწყვეტილებას არ ნანობს : “მიღებულ გადაწყვეტილებას ერთი წამითაც არ ვნანობ, მანჩესტერში ბევრი ვისწავლე და მეამაყება, რომ ბრიტანული გრანდის ნაწილი ვიყავი, სერ ალექს ფერგიუსონს უდიდეს პატივს ვცემ.მადლობას ვუხდი, რომ შეცვლებზე მენდობოდა, მიუხედავათ იმისა, რომ ზედმეტად ახალგაზრდა ვარ.ხშირად მეუბნებოდა, შენი დრო ახლოვდებაო, მაგრამ სამწუხაროდ, მოლოდინის რეჟიმში დავიღალე.ის ნამდვილი ბოსია, მე კი უბრალოდ მსურდა ფეხბურთის თამაში, მეტი კი ვეღარ მოვითმინე.ახლა ვალდებული ვარ, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ძირითადი შემადგენლობისთვის ვიბრძო.ვარჯიშებისთვის მზად ვარ, საოცარ დატვირთვას ინგლისში თამაშისას შევეჩვიე.”
პოლ პოგბას აქვს საშუალება, ისეთი ფეხბურთელების გვერდით ითამაშოს, როგორებიც არიან ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო, არტურო ვიდალი და კვადვო ასამოა : “იუვეს სანაცვლოდ უარით გავისტუმრე ჩელსი და არსენალი.რატომ მაინცდამაინც ბებერი ქალბატონი ? – ჩემთვის არავის მოუცია გარანტია, რომ ძირითადის ფეხბურთელი ვიქნებოდი, უბრალოდ აქ თავს დაფასებულად ვგრძნობ, სამართლიანად მექცევიან.ანტონიო კონტეს ვესაუბრე და მითხრა, რომ ბევრი თამაშის ჩატარება მოგვიწევს, პირლოს და ვიდალის შეცვლა დამევალება.იტალიაში ფეხბურთი მეტად ტაქტიკური და ფიზიკურია, ვიდრე ინგლისში.ეს ყველაფერი დიდ მოტივაციას მმატებს.”
სერ ალექს ფერგიუსონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, პოგბას მანჩესტერული გრანდის მიმართ პატივისცემა არ ჰქონდაო : “სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, რატომ თქვა ეს.შეიძლება იმიტომ, რომ მან 19 წლის ბიჭი ვერ დაიტოვა გუნდში.იყო საკითხები, რომლებზეც მანჩესტერელებს ვერ შევუთანხმდი.ცუდს იუნაიტედზე არასდროს ვიტყვი, ეს ის გუნდია, რომელმაც ფეხბურთელად აღმზარდა, პატივს ვცემ მათ.”
მაგარი აკცია ფერგიუსონს ეგეთი შეცდომა ჯერ არ დაუშვია
ეს ძაან მაგარი გახდება აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა ეს ლეგენდა გახდება იმენა მგელია
დიდი მადლობა პოგბას მან ზუსტად ის გუნდი აირჩია რომელიც ყველაზე მაგარია მსოფლიოში. ეს ხომ ჯუვეა თავის შავ თეთრი მაისურით.
Darja says: ფერგიუსონ, ვერ გევიგე ?
+1
ეს ბიჭი ბევრ რამეს დაამტკიცებს და ფერგიუსონს მარტო სანანებელი კი არა, გაგიჟდება სიმწრისგან.
პოგბა: სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, რატომ თქვა ეს.შეიძლება იმიტომ, რომ მან 19 წლის ბიჭი ვერ დაიტოვა გუნდში. — იმიტომ რომ იუვე ჩაერთო საქმეში. უბრალოდ ცუდია, რომ დელ პიეროს ვერ მოესწრო, თორემ მაგისგან უფრო ბევრ რამეს ისწავლიდა, ვიდრე რუნიდან და სქოულზიდან ისწავლა.
პოგბააა სრულიათ თუ წაროაჩენ შენ ტალანტს ძან მაგარი იქმებაა ჯერ ძან ახალგაზდა მარა თანაშებში რაც ვნახე ძან ელეგანტურად ეკდება ბურთს უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელივითა მოედანზე პოლ ჩვენი მომავალი ხარ მარონესთან ერთად

ეს იმენა ფეხბურთის ლებრონი გახდება PP6

ფერგიუსონ, ვერ გევიგე ?
მაგარი კაცი ძაან
სულით იუვენტინოა, და რაც მთავარია კარგი პიროვნება ჩანს, ფორცა პოგბა 
მაგარი ხარ პოლ… იუვეში ყველა ფრანგი დაფასებულია და ვარსკვლავად ყავიბდება ხოლმე იმედია ზიზუს და დეშამის გზას გაყვები ტრეზეგესას ასევე და გახდები ჩვენი ლეგენდა… მარონე და შენ ხართ ჩვენი მომავალი
