ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები – 22 აგვისტო

მანამ, სანამ ფერნანდო ლორენტეს მომავალი გაირკვევა, ჯუზეპე მაროტა სტეფან იოვეტიჩის კანდიდატურას უბრუნდება და იებთან მოლაპარაკებების წამოწყებას კიდევ ერთხელ გეგმავს.სპორტმედიასეტის ინფორმაციით, ანტონიო კონტე ჩერნოგორიელი ფეხბურთელის მოსვლას დიდად მიესალმება და ტურინელები, ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 30 მილიონიან წინადადებას ამზადებენ, ტრანსფერში შესაძლოა ჩაერთოს ფაბიო კვალიარელაც, რომლის “იუვენტუსიდან” აბარგებაზე ბოლო დროს იტალიური პრესა საკმაოდ აქტიურად წერს.იოვეტიჩის კვალდაკვალ სამიზნეა ფერნანდო ლორენტე, ედინ ჯეკოს ტრანსფერს კი სერხიო აგუეროს ერთთვიანი ტრავმა ფაქტიურად შეუძლებელს ხდის.

განვაგრძოთ კვლავ ფერნანდო ლორენტეს თემა და ბილბაოს “ატლეტიკის” ყოველდღიური ვარჯიშებიც მიმოვიხილოთ.საქმე იმაშია, რომ ნანდო და ბასკების კიდევ ერთი ფეხბურთელი, ხავი მარტინესი განცალკევებით ვარჯიშებს აგრძელებენ და იმ დღის მოლოდინში არიან, როცა მათი ტრანსფერები ოფიციალურად დადასტურდება.ლორენტესადმი ინტერესს ბებერ ქალბატონთან ერთად რამდენიმე ბრიტანული კლუბი იჩენს, მარტინესით კი მიუნხენის “ბავარიაა” მოხიბლული.”ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელი, მარსელო ბიელსა კი მათ სამატჩო განაცხადებს მიღმა ტოვებს მანამ, სანამ შექმნილ სიტუაციას ბოლომდე არ მოეფინება ნათელი.დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბასკური კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ლორენტეს ძმამ და პირადმა აგენტმა, ხესუს ლორენტემ გამართა, რომელმაც ესპანურ მხარეს სხვადასხვა შემოთავაზებების განხილვა და მოთამაშის გაშვება მოსთხოვა.ფაქტია, მაროტა/პარატიჩის დუეტი ფურია როხას ფორვარდისთვის იბრძვის, სად სურს კარიერის გაგრძელება პირადად ნანდოს, ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობის გულის მოგებას კი მანოლო გაბიადინი “ბოლონიაში” ჩატარებული კარგი სეზონით ეცდება.იტალიის ეროვნული ნაკრების დებიუტანტი უკვე ორშაბათიდან სტეფანო პიოლის განკარგულებაშია და რუსობლუსთან ერთად ვარჯიშობს, მისი მთავარი მიზანი კი არც მეტი არც ნაკლები, მარკო დი ვაიოს ჩანაცვლებაა.ამ დავალების შესასრულებლად მას კიდევ ერთი ბიანკონერო დაეხმარება, კრისტიან პასკუატო, ეს უკანასკნელი ბოლონიაში “იუვენტუსსა” და “უდინეზეს” შორის გაფორმებული თანამფლობელობით აღმოჩნდა.გავრცელებული ინფორმაციით, ბერგამოს “ატალანტამ” გაბიადინის უფლებათა პაკეტის 50 % – ის სანაცვლოდ 4,5 მილიონი ევრო მიიღო.

ნიკოლა ლეალის მომავალი კი ჯერაც გაურკვეველია.იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაროტა ახალგაზრდა კიპერის გაშვებას არენდის წესით გეგმავდა, მაგრამ “კროტონესთან” მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, “ვირტუს ლანჩანოსგან” მიღებული წინადადება კი თავად ტურინულმა მხარემ დაბლოკა.საქმე იმაშია, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც იგი “პარმასთან” შეხვედრას გამოტოვებს, მარკო სტორარის უპირველესი შემცვლელი კი სწორედ ახალგაზრდა ნიკოლაა.

ტუტოსპორტის მტკიცებით კი, მარცხენა ფლანგის გაძლიერების კიდევ ერთი კანდიდატურა ალი სისოკოა.”ლიონის” ფეხბურთელის საფრანგეთიდან აბარგება ფაქტიურად გარდაუვალია, მის მიმართ ინტერესს კი არაერთი ევროპული გუნდი იჩენს, მათ შორისაა ბებერი ქალბატონიც.არ არის გამორიცხული, ფრანგულ მხარეს ჯუზეპე მაროტამ რეტო ციგლერი დაუთმოს და პლიუს, სისოკოს სანაცვლოდ გარკვეული თანხაც დაუმატოს.

წყარო : Tuttojuve; Tuttosport

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

26 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
seba
12 years ago

კრეატიული ფორვარდები გვყავს. (ჯოვინკო, ვუჩინიჩი) ახლა გვინდა ცეტრ ფორვარდი. სამწუხაროდ ამდენი შეგნება არ აქვს მაროტას, რო ამას მიხვდეს.

wongraven
12 years ago

იოვეტიჩი იმენა 9 ნომერი თავდამსხმელი არაა მარა მართლა მაგრად მოუხდება ამ იუვეს, გოლს თუ ვერ გაიტანს კაცს მოატყუებს პასს გააკეთებს და ასე შემდეგ, მთავარია ტრამვები არ აიკიდოს ..

nika maminashvili
12 years ago

30-ს იოში იხდის და ლორენტეში 20 ვერ გაიმეტა

goglikaa
12 years ago

მთელი წინა სეზონი მარცხენა მცველი და ფორვარდი იყო პრობლემა და მაგათ გარდა ყველა ამპლუის ფეხბურთელი იყიდეს

Juventino17
12 years ago

ლორენტეს კლასი აქვს სხვა რო არაფერი, იოვეტიჩიც ტრავმატულია

gaga
12 years ago

არ ვიცი ბიჭებო ტქვენი აზრი,მე კი მგონია რომ იუვეს ახლა არც რონალდუ უნდა და არც მესი.ცჰემი ოცნებაა იუვეში რუნი იყოს.ვიცი რომ ეგ არ მოხდება,უბრალოდ ჩემი აზრი დავწერე.რუნი ყველაზე მაგარი ვარიანტია,აგუეროს მირჩევნია.

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  gaga

წინა წელს ლუჩიანო რო ყოფლიოყო იქნებოდა რეალური

seba
12 years ago

juventino 1897 მაროტას შეპირებული და მერე მოყვანილი ფეხბურთელი გინახავს ბრატ სადმე? :chuvak: :chuvak: :chuvak:

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  seba

ნერვოზს აგვკიდებს ეგ ასე მგონია

bacho kochlashvili
12 years ago

ბრატცი ომარ ელ კადური რო გადმოყავდა იუვენტუსს ბრეშადან არ გადმოიყვანააა? მილანის საიტზე წერია მილანი ყიდუოლობსო

seba
12 years ago

რათ გვინდა იოვეტიჩი. ზუსტად ვენ პერსის მსგავსად არის ტრავმებისკენ მიდრეკილი. ჩაატარებს 5 თამაშს და მერე დარჩენილი სეზონი მკურნალობას უნდა მოანდომოს. ან მაგის ცენტრ ფორვარდობა არ გაიშვა არსად. კარიერაში 50 გოლიც არ ექნება გატანილი. კარგი რა მაროტა. ვის გვპირდებოდი სეზონის ბოლოს და ვინ მოგყავს ბიჯო? წადი რა თავი დაგვანებე!!!

giortgi
12 years ago

ძნელად სავარაუდოა როფიურენტინა დათანხმდეს იუვეს შეთავაზებას თორე მე პირადათ ყველაზე მაგრად იო იო მინდა ყველაფერი აქ ამ ფეხბურთელს და რაც მთავარია სერია-ში ლიგაზე გამოცდილება აქ და ფორვადათაც ითამაშებს :forza: :forza:

irakla1001 horbenadze
12 years ago

როგორ არაა გენაცვალელთ იო იო ცენტრ ფორვარდად თამაშობდა პირველ წრეში სანამ ამაური გადავიდოდა, და კარგადაც გამოსდიოდა თუ ჩვენ გვნდა ითამაშებს ცენტრ ფორვარდად, თან ძანნ მაგარი ვინემეა , ნუ არ მინდა სებასთან შედარება გავაკეთო.. და კიდე მიკვირს რატომ არ ცდილობენ ჩიჩარიტოს შეძენას

delpieronedved
12 years ago

25 თამდე 2 დღე დარჩა ფუ მაროტა რა ხარ? ვინ ხარ? საიდან მოხვედი? :lool: :mad: შენი :cry: :cry: :cry: მაროტა კიარა ვიდეო კარტა არ გადამწვოდა და ერთი მაროტას …. :mad: :mad: :cry: :cry: :cry:

12 years ago

ჯოვინკოს ჯობია იოვეტიჩი… ჯოვინკო ვერ გაამართლებს იუვეში… დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა !!! …

delpieronedved
12 years ago
Reply to 

ვერ ჯობია ბრატ :kiss:

delpieronedved
12 years ago

კომპზე ვიდეო კარტა დაგამეწვა :cry: :cry: :cry: :cry: :cry:

nika maminashvili
12 years ago
Reply to  delpieronedved

მეც გადამეწვა გუსჰინ შევცვალე

jjj jjj
12 years ago

მე არ მინდა იოიო, იმიტო რომ ჯერ ერთი არაა ცენტრფორვარდი და მერე მეორეც მაგის პოზიციაზე გვყავს სება…. მე ლიჩნად სება მირჩევნია….

12 years ago

გუშინ იოზე საშინელი ჭორიაო ვიღაცამ დაწერა ))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Samtrediel90
12 years ago

იოვეტიჩია ხიხო? :givi: ჩვენები რაღა ყოფილან აბა :givi:

paskosipra
12 years ago

დაიმატებენ ბორიელოს ტიპის ფეხბურტელს ოგონდ არენდიტ :lool: :chuvak:

lasha jangavadze
12 years ago

რაღაც მეეჭვება ვინმე დაიმატოს მაროტამ :chuvak: მაგრამ თუ მოხდა სასწაული მაშინ ოოოო :lool:

ოქრო ჩხიკვაძე

30 მილიონად იოვეტიჩს მთელი ფიორე უნდა გამოყვეს, რა მოსწონთ ამ ხიხო ფეხბურთელში?

jibojuve
12 years ago

აუ მომკალით და არ მევასება ს იოვეტიჩი და რა ვქნა? ეს მგონია არ გაამართლებს
მაინცადამაინც არც ფიორენტინაში წყვეტს ვარსკვლავებს და იუვეში არამგონია გაამართლოს
ლორენთე მართლა მირჩევნია

| Newsphere by AF themes.
26
0
Would love your thoughts, please comment.x