ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები – 23 აგვისტო

სტეფან იოვეტიჩის ბიანკონერებში ტრანსფერს შესაძლოა ხელი ფაბიო კვალიარელამ შეუშალოს, რომელიც არ აპირებს ტურინის “იუვენტუსიდან” აბარგებას.საქმე იმაშია, რომ ჯუზეპე მაროტა იების მიერ მოთხოვნილი 30 მილიონის დაკლებას ბარტერში კვალიარელას ჩართვით ცდილობს, ფაბიოს უარყოფითი პასუხი კი თავდაყირა აყენებს სიტუაციას.La Gazzetta Dello Sport – ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობასა და ფლორენციელებს შორის ამ მომენტშიც მიმდინარეობს, მაროტა/პარატიჩის დუეტი ანდრეა დელა ვალეს დაყოლიებას მაქსიმალურად ცდილობს.

რაც შეეხება გუნდიდან წამსვლელებს, ეს სია ოთხი ფეხბურთელისგან შედგება და შევეცდები, მათ გარშემო შექმნილი სიტუაცია წარმოგიდგინოთ : რეტო ციგლერის მიმართ ინტერესს პორტუგალიური “ბენფიკა” და რომის “ლაციო” იჩენენ, ვინჩენცო იაკინტას კი გერმანული “ჰამბურგი” და ჯან ფრანკო ძოლას ბრიტანული “უოტფორდი” აკვირდებიან.ხორხე მარტინესი კარიერას სავარაუდოდ პრიმარა დივიზიონში, კერძოდ კი “მალიორკაში” ან მადრიდის “ატლეტიკოში” განაგრძობს, მიკელე პაციენცას სამომავლო გუნდად ტურინული “ტორინო” სახელდება.29 წლის ნახევარმცველის აგენტის ინტერვიუს ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით დღეს დილით შეიტყობდით.ერთიც ვთქვათ, ახალგაზრდა მანუელ ჯანდონატოზე, გასულ სეზონში “ლეჩეს” ფეხბურთელის გაფორმებას “ვიჩენცა” ცდილობს.

იტალიური გამოცემა ტუტოსპორტი ალი სისოკოს მომავალ გუნდად ან “იუვენტუსს”, ანაც “ვალენციას” ასახელებს.ესპანურმა მხარემ მარცხენა მცველის სანაცვლოდ “ლიონს” უკვე შესთავაზა 6 მილიონი ევრო, ფრანგები კი თავის მხრივ 7 მილიონს ითხოვენ.აქვე ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ტრანსფერში ბარტერის სახით ჩართული არ იქნება რეტო ციგლერი.

წყარო : Tuttojuve; Tuttosport

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

32 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
paskosipra
12 years ago

არა საჭირო მაროტა იტამშებს ფორვარდად მაგარი ატაკუიში იქნება ჯაკერინი მაროტა :lool: :lool: :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
32
0
Would love your thoughts, please comment.x