ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : მანოლო გაბიადინი “იუვენტუსის” ფეხბურთელია, ჯეიმს ტროიზი “ატალანტაში” გადავიდა

ტურინის “იუვენტუსმა” ბერგამოს “ატალანტასთან” 1991 წელს დაბადებული ფორვარდის, მანოლო გაბიადინის ტრანსფერის დეტალები მოაგვარა.ბიანკონერებმა ნერიაძურისთან 20 წლის იტალიელის თანამფლობელობა გააფორმა, ამავდროულად კი გაბიადინი არენდის წესით “ბოლონიაში” გაამწესა, იჯარა უფასოა.ამავდროულად, ბერგამულ კლუბს შეუერთდა ავსტრალიელი ნახევარმცველი ჯეიმს ტროიზი, რომელმაც გასული სეზონი თურქულ “კაისერსპორში” გაატარა, იგიც, მანოლოს მსგავსად თანამფლობელობაში იქნა აყვანილი.ოფიციალურ ინფორმაციას ტრანსფერების შესახებ ტურინის “იუვენტუსის” ვებ-გვერდი ავრცელებს : “მანოლო გაბიადინის უფლებათა პაკეტის სრულად გამოსყიდვა “იუვენტუსს” 11 მილიონი ევრო დაუჯდება, თანხა სამი წლის განმავლობაში იქნება გადახდილი.ამ მომენტისთვის ბებერმა ქალბატონმა 5,5 მილიონ ევროდ გაბიადინის უფლებათა პაკეტის ნახევარი შეიძინა, ეს თანხაც სამი წლის მანძილზე სრულად დაიფარება.აქვე ოფიციალურად დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაბიადინი მომავალ წელს არენდის წესით “ბოლონიაში” გაატარებს, იჯარა 2013 წლის 30 ივნისს დასრულდება.რაც შეეხება ჯეიმს ტროიზის, მისი საბოლოო გამოსყიდვა ოთხი მილიონი ევრო ჯდება და ეს თანხა სამ წელიწადში იქნება გადახდილი.”იუვენტუსმა” და “ატალანტამ” ავსტრალიელი ნახევარმცველის უფლებათა პაკეტი ორად გაიყვეს, მეორე ნახევარი ბიანკონერებს 5 მილიონი ევრო დაუჯდებათ და მას სამი წლის მანძილზე დაფარავენ.სატრანსფერო ოპერაციები 2012/13 წლის ბიუჯეტს დაახლოებით 1,8 მილიონი ევროთი შეავსებს.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giortgi
12 years ago

ეს ბიჭი მეც მაგრად მომწონს და კაი მომავალი აქ მიდი მანოლო ბოლონიაში უნდა დამტკიცო რო მომავალ სეზონიდა იუვეში გიხილოთ :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Samtrediel90
12 years ago

კაია ამ პერსპექტიულ ახალგაზრდებს რო კრიფავენ ყველა კუთხიდან,მალე ხო ის კანონი შემოდის რაღაც ფეირ პლეიო შემოსავალი რაც გექნება იმაზე მეტს ვერ დახარჯავ ტრანსფერებშიო და კაია რო შეიზღუდება ტრანსფერებში ყველა ჩვენ გვეყოლება უკვე წამოჩიტული ბიჭები,ყველა თუ არა ნახევარი მაინც ხო გამოგვადგება :forza: :forza: :forza:

kv@shi
12 years ago

ძალიანაც კარგი, ეხლა ერთი ჯეკოზე ან ლორენტეზე გადმოსვლა დაწერეთ და ეგაა რააა :forza: :juvee:

7uP
7uP
12 years ago

გაბიადინი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ვუყურებდი მის თამაშებს. ყოველთვის გოლის გატანის უდიდესი სურვილით თამაშობს, სულ იბრძვის. ძალიან კარგი თვისებები აქ :love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x