ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ვირტუსის” სპორტული დირექტორი : “მომავალ კვირაში ლეალი შემოგვიერთდება”

სერია B – ს ბინადარი, “ვირტუს ლანჩიანო” ნიკოლა ლეალის იტალიის უმაღლესი დივიზიონის პირველი ტურის შემდეგ გაიფორმებს.ჯანლუიჯი ბუფონის ტრავმის გამო ახალგაზრდა კიპერი მარკო სტორარის დუბლიორია და “პარმასთან” შეხვედრის მიმდინარეობისას სათადარიგოთა სკამზე სწორედ ლეალი იქნება, მომავალ კვირაში კი მისი არენდით წასვლა “ლანჩიანოში” ოფიციალურად დადასტურდება : “ჯიჯი ბუფონი ტრავმირებულია, ამიტომ ლეალი გუნდის სამატჩო განაცხადში იქნება.ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნიკოლას გამოყენება სერია B – ს მეორე ტურში, “იუვე სტაბიას” წინააღმდეგ შეგვეძლება.ტურინელებთან შეთნხმებას მიღწეულია და მომავალ კვირაში, ლეალი არენდით შემოგვიერთდება” – ციტირებს “ვირტუსის” სპორტული დირექტორის, ლუკა ლეონეს სიტყვებს Football Italia.

10 thoughts on ““ვირტუსის” სპორტული დირექტორი : “მომავალ კვირაში ლეალი შემოგვიერთდება”

  1. ეეე კაი რა,სერია ა-ში გაენათხოვრებიათ სადმე,რა უნდა ბ-ში,იქიდან წამოიყვანეს და ისევ იქ აბრუნებენ? ფუუუ :mad:

    1. ეგეთი ვარიანტი კარგია მაში თუ პრიმავერადან გადმოვა და ამასობაში ლეალიც პრაქტიკას შეიძენს
      მაგრად გამიხარდება თუ გაამართლებს ეს მეკარე და ბუფონზე უკეთესი თუ არა ნაკლები არ იქნება :forza: :juvee: :juventus:

  2. რეა მაინტერესებს იციით, მესამე მეკარე არ გვინდა?
    შემთხვევით სტორარმა რო ტრავმა მიიღოს თასის თამაშზე მერე ბუფონს ხო უნდა ზამენა სხვა თამაშემში სტორარის გამოჯამრთელებამდე, თუ ზამენად მაროტა დადგება?

      1. პირველი ტურის შემდეგ გაიფორმებსო წერია თავიდან… მერე წერია არენდა რაც არ წამიკითხავს :mrgreen:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.