ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “პარმა” ( სავარაუდო შემადგენლობები )

იტალიის ჩემპიონატის გახსნითი ტურის რიგით მეორე შეხვედრა თბილისის დროით 22:45 სთ – ზე დაიწყება და ერთმანეთს “იუვენტუსისა” და “პარმას” ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.2011/12 სეზონის გამარჯვებულები კალჩოს პირველ ოფიციალურ შეხვედრას მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გარეშე ჩაატარებენ, რომელსაც ათთვიანი დისკვალიფიკაცია აქვს და მის ადგილს თანაშემწე, მასიმო კარერა დაიკავებს.კარერა იყო ბიანკონერების დამრიგებლის როლის შემსრულებელი პეკინში, სადაც შავ-თეთრებმა ახალი სეზონის პირველი ტიტული იგდეს ხელთ და სუპერ თასისთვის ბრძოლაში “ნაპოლი” დაამარცხეს, ანგარიშით 4-2.დღევანდელ დაპირისპირებას რაც შეეხება, ბებერი ქალბატონის მთავარი დანაკლისი გუნდის კაპიტანი ჯიჯი ბუფონი და ბრაზილიელი ლუსიო არიან, სამაგიეროდ გუნდს დაუბრუნდა ჯორჯო კიელინი.კარს მარკო სტორარი დაიცავს, დაცვის ხაზი ანდრეა ბარძალით, ლეონარდო ბონუჩით და სავარაუდოდ ლუკა მარონეთი დაკომპლექტდება, რამეთუ კიელინიმ სულ ახლახან მოიშუშა ტრავმა და გარისკვა – ნამდვილად არ ღირს.ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე შტეფან ლიხტშტაინერი იასპარეზებს, ცენტრში კი საუკეთესო სამეული – კლაუდიო მარკიზიოს ( დღევანდელ მატჩში კაპიტნის ), არტურო ვიდალის და ანდრეა პირლოს სახით, მარცხნივ კი ახალწვეული, კვადვო ასამოა ითამაშებს.რაც შეეხება წინახაზს, უეჭველად გადაწყვეტილი აქ მირკო ვუჩინიჩის მინდორზე გამოჩენაა, ბოლო ინფორმაციით კი მონტენეგროელს მეწყვილეობა სებასტიან ჯიოვინკომ უნდა გაუწიოს, რომელსაც ალესანდრო მატრი უწევს კონკურენციას.დანაკლისს კი, ბუფონთან და ლუსიოსთან ერთად, სიმონე პეპე, მაურისიო ისლა და მარტინ კასერესი წარმოადგენენ.სამივე მათგანი დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა, მეტიც, ჩილელი ისლა დღეს პრიმავერას შემადგენლობაში ჩაატარებს ტესტ შეხვედრას.

სავარაუდო შემადგენლობები :

“იუვენტუსი” ( 3-5-2 ) – სტორარი; ბარძალი, ბონუჩი, მარონე; ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა; ვუჩინიჩი, ჯიოვინკო

სათადარიგოთა სკამზე : ლეალი, ბრანესკუ, კიელინი, მაზი, პოგბა, პადოინი, ბოაკიე, ჯიაკერინი, მატრი, კვალიარელა

მთავარი მწვრთნელი : ანტონიო კონტე ( მასიმო კარერა )

დისკვალიფიცირებული : არავინ

დანაკლისი : ბუფონი, ლუსიო, კასერესი, ისლა, პეპე

“პარმა” ( 3-5-2 ) – მირანტე; ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი; როზი, მორონე, ვალდესი, პაროლო, გობი; ბიაბიანი, პაბონი

სათადარიგოთა სკამზე : პავარინი, ბაისა, ბენალუანი, ფიდელეფი, აკუა, მოდესტო, მუსაჩი, ნინისი, ბელფოდილი, პელე

მთავარი მწვრთნელი : რობერტო დონადონი

დისკვალიფიცირებული : გალოპა

დანაკლისი : სანსონე, პალადინო, ამაური, სანტაკროჩე

მთავარი მსაჯი : ანდრეა რომეო ( ვერონა )

ყარ : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
პიერო 10
12 years ago

იო იო დუბლი გააკეთა და კიდევ რო იტყვით ჯოვინკო ლილიპუტი ჯობიაო :lool:

12 years ago

და აი დადგა ნანატრი დღეც :forza: :forza: :forza:
კაი წინათგრძნობა მაქვს, უნდა მოვიგოოთ :kenwvla:

lasha naxucrishvili
12 years ago

3-0 მგონია მეც :juvee:

datogafo
12 years ago

აუცილებლად მოვიგებთ გოლს კი ჯიოვინკო გაიტანს.პირველი სასტარტო გამარჯვება ძაან მნიშვნელოვანია და ეს იუვეს Fეხბურთელებმა კარგად იციან.3-0 :forza: :forza: :juventus: :italy: :italy: :italy:

dato grdzelishvili
12 years ago

აუუ უკვე წამებს ვიტვლი რააა ((((( დროზე დაიწყოოს:

giortgi
12 years ago

ერთი სული მაქვს როდის დაიწყებაა კაი სასტავიაა ცოტა ლუკა მასშინებს დაცვასი მარა იმედია მაგრად დადგება ასამოვა ამკაცის იმედი მაქ ასევე სებას გოლს მოუთმენლად ველი ფორცააა იუვეეე :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

მოვიგებთ :forza:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x