ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუსიო : “რთულ მომენტში ბრძოლას ვამჯობინებ”

ბრაზილიელმა მცველმა, ლუსიომ La Stampa – ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა და მოახლოვებულ სერია A – ს გათამაშებაზე ისაუბრა : “მაქსიმალურად ვცდილობ, დაგროვებული გამოცდილება ახალგაზრდა ფეხბურთელებს გავუნაწილო, ჩემპიონთა ლიგაზე ეს ძალიან გამოგვადგება.კარგად მახსოვს, რჩევებს დებიუტისას ოლივერ კანი მაძლევდა, “ბავარიის” ნამდვილი ლიდერი და კაპიტანი.ახლა თითქმის იგივე მევალება, თანაგუნდელებს კონცენტრაცია ავუმაღლო და მატჩისთვის ფსიქოლოგიურად მოვამზადო – ეს ახალი გამოცდილებაა.”ინტერი” ? – ახლა ჩემთვის ეს გუნდი უბრალოდ მთავარი მოწინააღმდეგეა, ვფიქრობ იგივეს იტყვის ნერიაძურის თითოეული ფეხბურთელი ბებერ ქალბატონზე.გასაგებია, დიდი კონკურენცია, მაგრამ აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან გავათვიცნობიერე, რომ ამ გუნდებს შორის საოცარი ატმოსფერო სუფევს.”

“პროფესიონალი ვარ და ახლა “იუვენტუსის” მაისურს ვატარებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიანკონერო ვარ.კარიერა იტალიაში არ დამიწყია, თუმცა “ინტერში” შესანიშნავი წლები გავატარე, მაგრამ ერთ დღეს სირთულეებს გადავაწყდი და მივხვდი, ძალიან მიჭირდა.არ მსურდა, გუნდისთვის დამატებითი პრობლემები შემექმნა, მსგავსი რამ ნამდვილად არ მახასიათებს.ახალი გამოწვევა მჭირდებოდა, “იუვენტუსის” სახით კი საოცარი ვარიანტი გამომიჩნდა.”

“განსხვავება იტალიასა და გერმანიას შორის ? – ორგანიზაცია, მენტალიტეტი…ბუნდესლიგის თითოეულ მატჩზე განსაკურებულად მოტივირებული უნდა გახვიდე მოედანზე, აქ ხომ გულშემატკივრების უდიდესი რაოდენობა თავად ტრიბუნებზეა თავმოყრილი.იტალიაში ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა, ახლა “იუვენტუს სტედიუმზე” თამაშს ველი მოუთმენლად, მინდა განუმეორებელი ატმოსფერო შევიგრძნო.”

“კონტე ? – გუნდმა იცის, რაზე სჭირდება მუშაობა და ეს მწვრთნელის დამსახურებაა.ანტონიო განსაკუთრებულად გვამზადებს თითოეული შეხვედრისთვის, საფუძვლიანად გვავარჯიშებს.ის, რომ ანტონიო სათადარიგოთა სკამზე არ იმყოფება – დიდი დანაკლისია, თუმცა გუნდი ამაზე არ საუბრობს, არავინ იცის, რა მოხდება მომავალში.”

“ფეხბურთი – ეს უბრალოდ ჩემი ცხოვრებაა.რთულ მომენტში დანებებას კი არა, ბრძოლას ვამჯობინებ” – დაასრულა სელესაოს ყოფილმა კაპიტანმა.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
levani.g
11 years ago

ეხ ლუსკა ჩამოწერილი ხარ უკვე, ბრუნო ალვეში ან კოლო ტურე რო მოეყვანათ კაი იყო. დაცვაში შეცდომები იყო ბოლო თამაშებში. :forza:

bacho kochlashvili
11 years ago

რაღაც ასაკი ეტყობა რამოდენიმე მომენტში რაც იუვენტუსშია მაგარი არა დამაჯერებლი იყო

dito chanturia
11 years ago

მარტალია მაგრა არ მევასები მაგრამ სჰენ დღეს იუვეს ფეხბურთელი ხარ რაც იმას ნიშნავს რომ უნდა გიბალეიშიკო შენც და სანამ ჩვენთან იქნები ისევე უნდა მიყვარდე როგორც ყველა იუვენტინო ასე რომ მიდი აბა იმედია არ დააღალატებ გუნდს :forza: :forza:

delpieronedved
11 years ago

აბ შენ იცი ლუსი :lool: :modee: :davliot: :dance: :chuk: :idea:

Juventino17
11 years ago

შენ იცი მაზის ასწავლე ბევრი რამ :mrgreen:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x