ისლა : “დებიუტით კმაყოფილი ვარ”
“იუვენტუსსა” და “პარმას” შორის დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა დაპირებისამებრ, მაურისიო ისლა მოედანს სეზონის სტარტზე დაუბრუნდა.ჩილელმა ნახევარმცველმა სადებიუტო შეხვედრა პრიმავერას შემადგენლობაში “პრო ვერჩელის” წინააღმდეგ ჩაატარა.რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ჩატარებული 90 წუთი : საკუთარ თავში დარწმუნებული, სწრაფი, ტექნიკური ისლა ვიხილეთ.მატჩს ბიანკონერების სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ : “პირველი შეხვედრით კმაყოფილი ვარ.ყველაფერი კარგად წავიდა, 90 წუთი ვითამაშე, მიუხედავათ ძლიერი სიცხისა.ახლა ვიცი, რაზე ვიმუშაო, ფორმა უნდა აღვიდგინო.”