“იუვენტუსი” 2 – 0 “პარმა” ( ფეხბურთელების შეფასებები )
გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს.
სტორარი 6,5 – მთელი შეხვედრის განმავლობაში კონცენტრირებულია მატჩზე.იგერიებს ყველა დარტყმას, თამაშგარე მდგომარეობიდანაც კი, როცა ოთხი მეტრიდან გობი ცდილობდა წესების დარღვევით კარის აღებას.მეორე ტაიმში გოლის გატანის შანსს არ უტოვებს ბიაბიანის.გამოცდილ კიპერში ერთადერთი წუნი ის იყო, რომ ბურთის დაფიქსირება უჭირდა, მაგრამ ამასაც აქვს მიზეზი, წვიმდა.
ბონუჩი 6,5 – მატჩის დებიუტში რამდენიმე ბურთი უაზროდ დაკარგა, მაგრამ საბოლოოდ დამაჯერებლად გამოიყურება.შეხვედრის მიწურულს, შესანიშნავი ვარდნით მეტოქის სახიფათო შეტევა ჩაჭრა.
მარონე 6 – ითამაშა ცენტრალური მცველის პოზიციაზე, იქ, სადაც ათი წლის ასაკში ასპარეზობდა.იყო განსაკუთრებით მშვიდი მაშინაც, როცა “პარმა” დიდი ძალებით უტევდა.
ბარძალი 6 – აკრობატი.რამდენიმე ეპიზოდში ლამაზი მოძრაობით მოწინააღმდეგეს აართვა ბურთი.
ლიხტშტაინერი 6,5 – ერთი წლის წინ “პარმას” “იუვენტუსის” მაისურით პირველი გოლი გაუტანა, იგივე მოხდა გუშინაც.”პსჟ” შვეიცარიელის მიმართ იჩენდა ინტერესს, თუმცა შტეფანმა ფრანგებს დაანახა რომ ის აქ არის, ტურინში.
პადოინი ( 78 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.
ვიდალი 6 – პირველ ტაიმში პენალტის ნიშნულიდან ვერ გაიტანა, პირდაპირ მოარტყა მირანტეს.მეორე ტაიმში დამაჯერებლად იდგა დაცვაში, ვარდნებითა და ფიზიკური ორთაბრძოლებით.
პირლო 6,5 – შეიცვალა ვარცხნილობა, იმიჯი, თუმცა ჯარიმებს მაინც შესანიშნავად ასრულებს.სტანდარტი ძალიან საინტერესოდ შეასრულა, ზუსტად ისე, როგორც წვიმიან ამინდში უნდა დაარტყა.სალი მუნტარის ეპიზოდისგან განსხვავებით კარის ხაზთან იმყოფებოდა მსაჯი, რომელმაც გოლი სრულიად სამართლიანად ჩათვალა.
მარკიზიო 6,5 – დაიწყო ნელ ტემპში, თუმცა შემდეგ განახორციელა დრიბლინგებიც.ეხმარებოდა პირლოს მოედნის ცენტრში.
ასამოა 7 – ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელი, უსაქმურად დატოვა როზი და ძაკარდო.აკეთებს საგოლე გადაცემას ლიხტშტაინერზე, რომელსაც მხოლოდ ცარიელ კარში გატანაღა დარჩენოდა.
ვუჩინიჩი 6,5 – ბევრი ირბინა, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ.გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ.
მატრი ( 79 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.
ჯიოვინკო 5 – რამდენიმე დარტყმა, თუმცა არაზუსტად.ცდილობს მოატყუოს მეტოქე, თუმცა არ გამოსდის.ბრძოლა უნდა ისწავლოს, მოედანს კი ტრავმის გამო ტოვებს.
დე ჩელიე ( 87 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.
კარერა – 6,5.
წყარო : La Stampa
აუუ ერთი რაც არ მომწონს ისაა რომ შეცველბს აგვიანებენ მითუმეტეს ვიგებთ შანსი არააქ მეტოქეს და შემოიყვანე პოგბა დაასვენე პირლო და მიეცი სხვებს გამოჩენის შანსი
აუ ნახეთ რა მოგვივა.ისევ კაპიკებად მოგვიწევს მისი მოშორება(ჯოვინკოზე ვამბობ)რა ჯანდაბა ემართება იუვეში.პარმაში სასწაულებს აკეთებდა მასტი.შორიდან უბრაგუნებდა,ატყუებდა,პასს აკეთებდა.ტურინში კი..:x
მაროტ ლორენტე მოიყვანე რა

ბარსელონამდე ბევრი გვაკლია ძაან …
ბევრი რამ გაკლიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მოგება არ შეგიძლიათ.
გილოცავთ ბიჭები მოგებას. მჯერა რო ჩემპიონთა ლიგაზე მაგრად გამოვა იუვე და ბარსასთან მოხდება ჯგუფში. იმიტო კი არა რო ბარსამ მოუგოს, არამედ იმიტომ რომ ვიცი იუვეს აქვს იმის ძალა რომ ეს “კლუბი” დაამარცხოს. ყელში ამოვიდა უკვე ბარსას და რეალი პარპაში. თუ ვინმე შეძლებს და მიწაზე დაუშვებს მაგათ ეს მხოლოდ იტალიურ კლუბებს შეუძლიათ და ეს იტალიური კლუბები მილანი და იუვეა. წარმატებები.
ნაღდი ხარ ძმა.შენისთანა კომპეტენტური არაიუვენიტო იშვიათია.მეც ალერგია მაქვს ბარსელონაზე,რეალზე და საერთოდ ესპანელებზე(ლორენტეც არ მინდა იუვეში)

სწორად მსჯელობ როცა ამბობ რომ ესპანურ კლუბებს იტალიელებთან უჭირთ.იმიტომ ვაგინებ მაგ ესპანელებს რომ ძაან მაგარი მაყუთი აქვთ და ყველას იყიდიან თუ ფული იქნება გადამწყვეტი
ჯიოვინკო მათჩის იმედგაცრუება