კარერა : ” კონტე ? გადაწყვეტილებებს პირადი შეხედულებით ვიღებდი ”
მატჩისშემდგომ პრესსკონფერენციაზე , მასიმო კარერამ განაცხადა , რომ მას არ ესაჭიროება ანტონიო კონტეს მითითებები გუნდის გასაძღოლად . კონტეს 10 თვიანი დისკვალიფიკაციის გამო , გუნდს სათადარიგოთა სკამიდან საჭირო რჩევა დარიგბებით სწორედ მასიმო კარერა ეხმარება , რომლის პერიოდშიც გუნდმა უკვე მოასწრო სამი მატჩის ჩატარება და სამივე გამარჯვებით დაასრულა : ” კონტე გახლავთ ქარიზმატული და საკმაოდ ეცმოიური ადამიანი და ვცდილობ ფეხბურთელებს იგივე ენერგია შევძინო . მასთან ერთად ერთი წელი ვიმუშავე , ასე რომ ვიცი რას ფიქრობს და რის შეცვლას შეეცდებოდა მოედანზე მოცემულ სიტუაციაში . კონტაქტი ? ტელეფონი გუნდის ავტობუსში დავტოვე , ასე რომ მასთან არანაირი სახის კონტაქტი არ მქონია . მატჩის დროს , უშუალოდ ჩემი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებდი . მომავალი ? ჯერ ჯერობით მწვრთნელის დროებითი შემცვლელი ვარ და მსიამოვნებს აქ ყოფნა , ხოლო მომავალზე შემდგომ ვიფიქრებ . ცოტათი ნაწყენი ვიყავი მირკოზე , რადგან როდესაც მან ბურთი დაკარგა მეტოქე სახიფათო კონტრ იერიშზე წამოვიდა , თუმცა საბედნიეროდ შევძელით სიტუაციის გაკონტროლება . პენალტი ? ვიდალი თავს მომზადებულად თვლიდა და სწორედ ამიტომ აიღო პენალტის შესრულება საკუთარ თავზე . კვადვო ასამოა , კი ერთ ერთი ყველაზე წარმატებული სატრანსფერო სვლაა მიმდინარე სეზონში ” .
წყარო : football-italia
კონტესთან უშუალო კონტაქტი აქვს… ფინალში ნაპოლისთან კონტეს ძმა ყავდა წაყვანილი რომელსაც მისცა რჩევები შესვენებისას და პარატიჩს გადასცა…
კონტეს გარიშევ ვერ თამაშობს, თუ რას ელოდა კონტესგან
ვან პერსის არ გადმოსვლის პირდაპირი მიზეზი კონტეს დისკვალიფიკაციაა..აგენტმაც თქვა ))
ჟმოტი რა შუაშია
სულელია მაროტა და ვანპერსის 10 მილიონად რო არ მიცედნენ არ იცოდა? 
10 მილიონს რო შეთავაზებ არსენალს გინდა ის ფეხბურთელი?
არ მოვა არავინ და იძახე შენ უნდოდატ და ვერ იყიდესო, მთაავრია არავინ არ მოვა და ვერ იყიდეს თუ არ იყიდეს საერთოდ არ მაინტერესებს
კონტე დისკვალიპიკაციაზე თუ გაუშვეს პერსი არ გადმოვა ტურინშიო, აგენტმა თქვა პერსის თუ არ ვცდები. იყო კიდეც არ სტატია.
1juve
რო ეძებნათ შენი აზრით ვერ ნახავდნენ?
ამ კითხვაზე რა უნდა გიპასუხოს ადამიანმა კაცურად ცოტა დაფიქრდი სანამ დაწერ რაა..მართლა შენდამი კომენტარის დაწერის სურვილი ხო არ უნდა გაუქრო კაცს, რა კითხვაა მითხარი, რო ეძებნათ ვერ იპოვიდნენ, ჯეკოზე და ლორენტეზე მოლაპარაკებებს რო მართავს, ვან პერსიზე რო ჩალიჩობდა, იოვეტიჩზე, ეგ მოძებნა არაა? უბრალოდ ჟმოტია ეგ ბიუჯეტის მაკონტროლებლები და რა ვქნათ
კლუბის ბომბარდირებს სერია ა ს ბომბარდირების ცხრილიც რო დაუმატოთ არ იქნება ცუდი
რო ეძებნათ შენი აზრით ვერ ნახავდნენ?
Henry14
დაინახე?
თამაშის დრო ყველა ფეხბურთელს მაინც ექნება. თასზეც გვაქ სათამაშო და ლიგაზეც. ძნელია ამდენ ფრონტზე ბრძოლა, ტრამვების მხრივ მაგრად გაგვიმართლა წინა სეზონში, ძაან ცოტა დანაკარგი იყო ხოლმე და თან უცებ ბრუნდებოდნენ, ეგეც იმიტომ რომ იმხელა დატვირთვა არ ქონდათ როგორიც მაგალითად წელს ექნებათ. მაქსიმალურად უნდა მოუფრთხილდნენ ფეხბურთელებს.
აბა ჰე,საღამომდე
Darja
იმიტორო იუვენტუსი არ იყო ტოპ გუნდი
მოიგოს იუვემ ლიგა და ლორენტე იქნება ტოპ ფორვარდი თუ მატრი მერე ვნახოთ
1juve
ყოველ წელს რა, მე პირადად დევიდ ტრეზეგეს შემდეგ იუვენტუსში ტოპ დონის ცენტრალური ფორვარდი არ მინახავს : ამაური, იაკინტა, ბორიელო..შედარებით ყველას მატრი ჯობია და ტოვებს კიდეც კონტე )) მინდა იმიტომ რომ გვჭირდება, თორე რატომ არ მინდა ახალი ფეხბურთელი დაცვის ცენტრში, ან ნახევარდაცვაში, ან მარჯვენა ფლანგზე ? ჯიოვინკო, ვუჩინიჩი, მატრი – არცერთი არაა ჯერ ფორმის პიკში, იმედი მაქვს მეტად გაიხსებიან..მაგრამ ჩემი აზრით ერთი დაემატებათ ამათ
და ასამოას თუ ერთიერთზე თამაში აქვს დასახვეწი, ტიპი საყრდენი იყო უდინეზეში არ ახარებდა ხალხს..გუშინ მარჯვენა ფლანგიდან მოუსპო შეტევის იდეა პარმას და შენ კიდე იძახი დე ჩელიე მეტად კლასნიაო..
rac ar qonda ras mouspobda, mcveloba sxva saqme mitumetes flangze siswrafeshi wamosuli fexburtelis gachereba arც ისე მარტივია თუ გამოცდილება და ნიჭი არ გაქ
მატრი რჩება კიდევაც გუნდში და ლიგაზეც ითამაშებს, გოლებსაც გაიტანს იმედია. ასამოას აქვს ერთი ერთზე თამაში დასახვეწი ? გუშინ რასაც ვუყურე მშვენივრად ართმევდა თავს ერთი ერთზეც და ორი ორზეც
სწრაფია, ტექნიკური, მაგარი პასი აქვს, კარგად ურტყავს კარში და მოედნის მეტი ხედვა აქვს ვიდრე დეჩელიეს. ყველა კომპონენტში ჯობია ჩემი აზრით პაოლოს.