მარკიზიო : “მნიშვნელოვანი სამი ქულა”
კაპიტნის სამკლაური კლაუდიო მარკიზიოსთვის უცხო არ არის, მაგრამ სეზონის გახსნით მატჩში გუნდის მოედანზე გაყვანას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება : “ყოველთვის ამაყი ვარ, როცა კაპიტნის სამკლაურს ვირგებ.გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ძალიან გვსურდა ამის გაკეთება.სამი ქულა დავაგროვეთ, თუმცა ვიცით, რომ პროგრესი გვჭირდება.არ ვფიქრობ, რომ პირველსა და მეორე ტაიმს შორის დიდი განსხვავება იყო, მომენტები დასაწყისშიც შევქმენით, უბრალოდ დასკვნით ნახევარში გამოყენების პროცენტი გაცილებით მაღალი იყო.ასამოა ? – არ მიკვირს, რომ გუნდს ასე უცბად მოერგო.კვადვო საოცრად კარგადაა მომზადებული ფიზიკურად და ტექნიკურად, იგი “იუვეს” მაისურის ტარებას იმსახურებს.მსაჯები კარებთან ? – როცა მოედანზე გავდიოდით, მსაჯებს ხუმრობით ვკითხე, რამდენი წლის ხართ-მეთქი, უნდა ავღნიშნო, რომ ახალმა იდეამ შედეგი გამოიღო, მათ ხომ ანდრეა პირლოს გოლი შეამჩნიეს.კონტე ? – უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, თუმცა კარერას აქვს გამოცდილება და კლასი იმისა, ანტონიო დროებით ჩაანაცვლოს. “
გუშინ მკლაუდიომ ერთიორი ისეთი რაღაც გააკეთა ზიდანი გამახსენდა ეგრევე.. სამწუხაროა რო მხოლოდ შიგადაშიგ ამტკიცებს პრინცი რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია..
სტაბილურობას რომ მიაღწიოს მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი იქნება
მაგარი კაციაა :) ნაღდი იუვენტინოა
ათიანიც შენთვის მემეტება, კაპიტნობაც, პენალტის შესრულებაც, გოლების გატანაც, ბომბარდირობაც..
ეს თავიდან არ მევასებოდა მაგრამ რაც კონტე მოვიდა მოუმატა ძაან … ბუფონი,ჯორჯო,პირლო,ვიდალი,ასამოა,მარკიზიო, ჰაჰა მირკო . ამათი იმედი მაქ დანარჩენი 50/50
რა არ გევასებოდა კაი რა. პრიმავერადან უკვე ძაან მაგარი იყო. ფერარას იუვეშიც ძაან მომწონდა და ეხლა ხო საერთოდ
ამ ბიჭზე კომენტარის გაკეტება ზედმეტია. მომავალი კაპიტანი და გუნდის უდიდესი ფიგურა, მომავალი კი არა უკვე ეგრეა