მაროტა : “ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელება არც ისე ადვილია”
“პარმასთან” მატჩის დაწყებამდე ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ Sky Sport Italia – ს მცირე ინტერვიუ მისცა : “ის გუნდი ვართ, რომელმაც ყოველთვის იცის სკუდეტოს ფასი და მუდამ ტიტულისთვის იბრძვის.”იუვე” ვალდებულია მატჩის სადავეები თავიდანვე ხელთ იგდოს და მოედნის თითოეულ წერტილზე დაამყაროს კონტროლი, ჩვენს წინააღმდეგ ნებისმიერი მოწინააღმდეგე ათმაგად მოტივირებულია.სატრანსფერი ბაზარი ? – ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელება იტალიური კლუბებისთვის არცთუ ადვილია, ბევრი მაღალი დონის მოთამაშე არაა ხელმისაწვდომი.მარკო ბორიელო ? – ის ამჟამად “რომას” ფეხბურთელია და მასთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ.რაც შეეხება ზდენეკ ზემანისა და ვალტერ მაცარის კომენტარებს, მირჩევნია მათ იგნორირება გავუკეთო.კონტე პირდაპირი ადამიანია და ამ შემთხვევაში იგი უდანაშაულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიციალური პრესს-კონფერენცია არ გაიმართებოდა.ლეონარდო ბონუჩისა და სიმონე პეპეს დისკვალიკაცია რომ მიეღოთ, გუნდს 25 მილიონი დაეკარგებოდა, ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე სერიოზულად უნდა იფიქროს.”
პროსტა ნახეთ წინასწარ გვამზადებს და ბოლოს მართლა ბორიელოს მოიყვანს , თუ თავი არ გქონდა ბიჭო იეს არ უნდა დაგეწყო მაგარ ფორვარდს უეჭველი ვიყიდითო
ბრატ შეიძლება გონება დაგიძახო ?
ვერ მიხვდი ძმობილო
ამ ზაფხულში გამოყოფილი 80 მილიონიდან სადღაც 30 მილიონამდე დარჩა. (აღარაფერს ვამბობ იმ თანხაზე რაც ფეხბურთელების გაყიდვით შემოვიდა კლუბში) დავიჯერო ამ თანხით წესიერი თავდამსხმელის ყიდვა არ შეიძლება? ვის აბოლებ მაროტა, ფული გაქვს და წესიერად დახარჯვა არ შეგიძლია. კრეტინი ხარ, აბა რა ხარ?

ერთი არ აგცდეს მაროტა რასაც მე გაგინებ. თუ ვერავის ვერ ყიდულობდა არ ამოეღო მაშინ საერთოდ ხმა. მოჯი დაგვიბრუნდი, გადაგვარჩინე რა.

ლუსიოზე მართალია??? -მთელი სეზონი გაუცდებაო…
არაფრის მაქნისი ჩვარი

ეს უეჭველი სიურპრიზს გვიმზადებს,ბორიელოს სახით
წავიდა გინებები
არადა მე მაინც მაგრად მევასება