ბუფონი ახალი კონტრაქტისა და ჩემპიონთა ლიგის შესახებ საუბრობს
მოგეხსენებათ, ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანს, ჯანლუიჯი ბუფონს, კლუბთან არსებული ამჟამინდელი ხელშეკრულების ვადა 2013 წლის ივნისში ეწურება, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე მშვიდადაა და მოვლენების დაჩქარებას არ ცდილობს, რადგან ჯიჯი ითვალისწინებს ხელმძღვანელობის დღევანდელ მდგომარეობას, რომელსაც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე საქმეები თავზე საყრელად აქვს. “ბიანკონერის” პირველი ნომერი ჩემპიონთა ლიგის თემასაც ეხება: “კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე არ ვნერვიულობ. კლუბის პრეზიდენტთან ყოველთვის გულახდილი და პირდაპირი ურთიერთობა მქონდა. ამიტომ, ხელმძღვანელობას განვუცხადე, რომ აჯობებს, ამ ეტაპზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იყონ გადართულნი, შემდეგ კი, როცა შესაბამისი დრო მოვა, ახალი კონტრაქტის თაობაზე მივაღწევთ შეთანხმებას. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, გასახდელში ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ ევროპულ ელიტაში დაბრუნება გვინდა. ვიცით, რომ არის ორი ან სამი გუნდი, რომელიც ჩვენზე ძლიერია, თუმცა საკუთარი სიძლიერის ჩვენება ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია.” – აცხადებს ბუფონი.
წყარო: Football-Italia
ლორენტე თუ არა მაშინ პალერმოელი მიკოლი არანაკლები იქნება თავდასხმაში.ესპანელი რაღად გვინდა გუნდში
შეიძება ბევრს გაუკვირდეს და მიკოლი ბევრს მირჩევნია კიდე

ტავდასხმაში ცხრა ნომერზე მგელია, აი ძალიან ძალიან მაგარი შემსრულებელია : )))
მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა და თავდასხმა ძაან კარგი გვყავს.ჯგუფიდან ვერ გავალთ კი არა მინიმუმ 1/4 ფინალშიც გავა იუვე ეჭვი არავის შეეპაროს.

აქ რა იმედებით გადიხართ მინიმუმ ფინალში ?
ჯერ ჯგუფიდან თუ გავიდა დიდი მიგწევა იქნება ასეთი თავდასხმით.
ჯიჯი

მაქსიმუმ ლიგაზე იტალიური გუნდების მაქსიმუმი არის 1/4 ფინალი ნუ იუვენტუსისთვის ყოველშემთხვევაში
ძაან მინდა რო ლიგაზე ჩელსის შევხვდეთ ან ბაიერნს

ორივეს გადავხსნით შუაზე
ბარსა რეალი ბაიერნი იუვე ჩელსი :) ეს 5 გაიყოფს ლიგას ალბათ (იუვე იმ შემთხვევაში ფორვარდი თუ იყიდა :)
მოდით წინასწარ არ გვინდა ეგეთი საუბარი
ეგრე აჯობებს
ფინალი მინიმუმ ლექსიკონიდან ამოიღეთ, ფინალის წაგებას ყველაფერი მირჩევნია, მაგაზე რთული გადასატანი არაფერია :) დღესდღეობით ჩვენს გუნდები რომლებიც ჩვენზე მაღლა დგანან არიან, ბარსელონა, მანჩესტერი, ბაიერნი
რეალს შეიძლება ჩვენზე მაგარი კოლექტივი ყავდეს და 1 თავითაც მაღლა იდგეს მაგრამ მაინც რეალია და ტურინული მუშტი კარგად ეხსომება, რაც შეეხება ჩელსის მათ კონკურენტებად საერთოდ არ მივიჩნებ და თუ ისევე არ გაუმართლებთ როგორც ლიგაზე ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში ბურთს თავზე დავახევთ. ასევე კონკურენტია მანჩესტერ სიტი, მაგრამ ამის გადალახვაც შეგვიძლია, ლიჟბი ჯგუფიდან გავიდეთ და ვიღაც კუტაკვერცხებთან ქულები არ დავკარგოთ და მერე შორს წავალთ 
აი ეხლა რო დავფიქრდეთ ამ ეტაპზე მე განვიხილავ მხოლოდ 3 გუნდს რომელმაც შეიძლება რო მოგვიგოს… რეალს,ბარსას და ჩელსის… დანარჩენებს სათვალავშიც არ ვაგდებ….
ნუ რეალი კი არაა ჯერ ფორმაში მარა ყველაზე მთავარ ფავორიტად მაინც ეგ მიმაჩნია… ბარსას იმიტო რო მაინც ბარსაა ჯერ კიდევ,თუმცა ტიტოს ბარსა რას იზამს არ ვიცი,შეიძლება გალაქტიკოსავით დაემართოს… ჩელსი კიდე იმიტო რო ძაან გაძლიერდა,თან კაი ფეხბურთსაც უბერავენ…
ოღონდ აი ეს… ფორვარდი გვინდა რა
იბრა გვინდა

ეუფ რა გუნდი ვიქნებიით… ისე აჭიკჭიკდა რაიცი რა ხდება,ნამიოკებს გვირტყამს,ეხლა შანსი არაა მარა ზამთარში რო ვიყიდოთ იფ იფ… რა უნდა საფრანგეთში,არ დაევასა ეტყობა…
ოღონდ არ დაიწყოთ ეხლა რო მიგვატოვა და ისაო და ესაო
მანჩესტერ იუნაიტედი )) სერიოზული კოლექტივია, პერსი, რუნი, კაგავა, იანგი, ვალენსია :))
ჰელსინგბორგიც
ოღონდ ლიგაზე ვერ გადის
კი შემადგენლობით კი მარა ჯერ ვერ არიან,დაცვა და ნახევარდაცვა შოკში ყავს… ნუ ამ წუთას არ მიმაჩნია მანიუ ლიგის ფავორიტად,მერე ვნახოთ… არა ფავორიტი კია მარა მთავარ ფავორიტად არა,ისეთივედ როგორიც ბარსა რეალია… და იუვე
აბა რა ჯიჯიიიიი,ლიგა უნდა დაიდოს…

ფინალი მინიმუმ
სუპერმენ, შენი იმედი გვაქვს