ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ინფორმაცია გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ

ტურინის “იუვენტუსის” ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება, ანტონიო კონტეს განკარგულებაში კი ფეხბურთელების რაოდენობა ზრდას განიცდის.სრულად გამოჯანმრთელდა და “უდინეზესთან” შეხვედრაში დაბრუნდება ჯორჯო კიელინი, რომელმაც ტრავმა ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებაში მიიღო.სავარაუდოდ ფრიულიზე გაიმართება მიმდინარე სეზონში ჯანლუიჯი ბუფონის პირველი მატჩიც.მარტინ კასერესი, რომელიც 21 ივლისის ( ტროფეო ტიმი ) ტრავმირებულია, გუნდს “ჯენოასთან” გასვლითი შეხვედრისთვის დაუბრუნდება, 16 სექტემბერს.სიმონე პეპე, ასევე ტროფეო ტიმზე მიღებული დაზიანების გამო და მაურისიო ისლა, შემადგენლობაში ოდნავ მოგვიანებით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურისთვის ( 16-17 სექტემბერი ) ან “კიევოსთან” დაპირისპირებისთვის, 23 სექტემბერს დაბრუნდებიან.აქვე გეტყვით, რომ ლუსიო 30-40 დღეს იუქმებს, სებასტიან ჯიოვინკოს ტრავმის სიმძიმე კი ჯერ ჯერობით უცნობია.

წყარო : Tuttojuve

6 thoughts on “ინფორმაცია გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ

  1. კაი ეს გაჭირვებული ჯოვინკო ორ კვირაზე მეტით არ დაიმტვრა … უდინეზე უნდა გავარღვიოთ. მანჩესტერმა რა კაი დროს იყიდა ვან პერსი. რუნი 2 თვე არ ეყოლებათ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.