ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სათადარიგო ვარიანტად ოსკარ კარდოსო განიხილება

როგორც ჩანს, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას ედინ ჯეკოს გაფორმების იმედი პრაქტიკულად დაკარგული აქვს, შესაბამისად წინა ხაზის გაძლიერების მთავარ კანდიდატებად ფერნანდო ლორენტე და სტევან იოვეტიჩი რჩებიან. ამ უკანასკნელის “ფიორენტინაში” დარჩენაც თითქმის გადაწყვეტილია. Corriere dello Sport – ის მტკიცებით, შექმნილი სიტუაციის გამო ტურინული კლუბი სათადარიგო ვარიანტად პარაგვაელ ოსკარ კარდოსოს განიხილავს, რომელიც ამჟამად ლისაბონის “ბენფიკაში” ასპარეზობს. 29 წლის თავდამსხმელის სიმაღლე 193 სანტიმეტრია, იგი კარგად თამაშობს მეორე სართულზე და არის ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი. თუ გავითვალისწინებთ ჯუზეპე მაროტას მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც “იუვენტუსი” ტარანი ტიპის ფორვარდს ეძებს, “ბენფიკას” მე-7 ნომრის სათადარიგო ვარიანტად განხილვა სავსებით ლოგიკურია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ კარდოსოს სავარაუდო ფასი 18 მილიონი ევროა.

წყარო: TuttoJuve

53 thoughts on “სათადარიგო ვარიანტად ოსკარ კარდოსო განიხილება

  1. კარგი ფორვარდია.. ტიპიური ტარანი.. კაი გამომყენებელია რას ერჩით ტოო.. თუ ვერავინ გაიფორმეს და რაღაც ბორიელოს განხილვას სათადარიგო ვარიანტად ეგ ჯობია..

  2. მარიამობას გილოცავთ მეგობრებო, დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ თქვენ და თქვეს საყვარელო ოჯახს :kiss: :kiss:

  3. არ ვამბობ რო სიტისავით უნდა გავიგიჟოთ თავი და სულ დონეები და ცნობილები ვიყიდოთ უბრალოდ სადაც საჭიროა ზოგჯერ ერთ ორ პოზიციაზე დონეა საჭირო და ფულის გაღება თუნდაც ეხა ფორავარიდ გვინდა მარტო და ეგაა

    1. მითუმეტეს 1 პოზიციაზე მაინც სადაც საჭიროა უნდა იხდიდეს ხალხი ფულს რომელთაც 13 ფირმის ავტომობილების კომპანია ეკუთვნით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.