ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები – 27 აგვისტო

ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა კორსო გალილეო ფერარისზე მდებარე ბებერი ქალბატონის ოფისში შეიკრიბება და ბოლო ოთხ დღეში განსახორციელებელ სატრანსფერო სვლებს განიხილავს.შეხვედრას დაესწრებიან ჯუზეპე მაროტა, ფაბიო პარატიჩი და თვით ანტონიო კონტეც კი.სწორედ დღეს გადაწყდება, გაიფორმებენ თუ არა ბიანკონერები ტოპ-ფორვარდს და თუ გაიფორმებენ, რომელ მათგანს.გარდა წინახაზელისა, გასარკვევია ცენტრალური მცველის ვარიანტიც, რომელიც შესაძლოა კონტეს ტრავმირებული ლუსიოს შემცვლელად დასჭირდეს.

პარალელურად კი იტალიური პრესა რამდენიმე ფეხბურთელს “იუვენტუსიდან” უშვებს, ზოგიერთი კი პირიქით, ტურინში ჩაჰყავს.პირველ კატეგორიას ვინც მიეკუვნება, იმ მოთამაშეებს შორის ერთ-ერთი ვინჩენცო იაკინტაა, რომლის გაფორმებაც, “უდინეზეს” სურს.შეგახსენებთ, რომ ვინჩენცო ფრიულიზე შვიდი წლის მანძილზე თამაშობდა : 2000 – დან 2007 წლამდე.იმ შემთხვევაში, თუ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებამდე უდინელები სხვა ფორვარდს ვერ დაიმატებენ, ბოლო ვარიანტებად სწორედ იაკინტა და 34 წლის ტირიბოკი განიხილებიან.

რეტო ციგლერის მიმართ კი ინტერესს სიცილიური “პალერმო” იჩენს.ფედერიკო ბალძარეტის გასხვისების შემდეგ სპორტული დირექტორი, ჯორჯო პარინეტი მარცხენა მცველის ძიებაშია, ფედერიკო პელუზოსა და ჯამელ მესბასთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ კი ერთ-ერთი უკანასკნელი ვარიანტი შვეიცარიელი უკანახაზელია.გარდა იტალიური კლუბისა, რეტოს დამატება “ბენფიკასა” და “სტოკ სიტის” სურთ.

ფერნანდო ლორენტე კი მხოლოდ “ფორმალურადაა” ბილბაოს “ატლეტიკის” წევრი.ესპანელი ფორვარდი ზედიზედ მეორე შეხვედრაა განაცხადს მიღმა რჩება და გარდა ამისა, გუნდთან ერთად კი არა, განცალკევებით ვარჯიშობს.ნანდომ ხელმძღვანელობას ცხადად მიანიშნა, რომ ბასკებიდან წასვლა სურს, მწვანე შუქი აანთო ტრანსფერზე მარსელო ბიელსამაც ( მთავარი მწვრთნელი ), რომელიც აწი ლორენტეს განაცხადში შეყვანას არ აპირებს.

ანდრეა პოლის მომავალი კი, შესაძლოა უახლოეს დღეებში გაირკვეს.”სამპდორიას” ხელმძღვანელობას თავად ფეხბურთელთან აქვს შეთანხმება იმაზე, რომ წინადადების მიღების შემთხვევაში ანდრეას ექნება საშუალება, ბიანკონერებს მიაშუროს, ჯუზეპე მაროტა დღეს გადაწყვეტს, ახლა დაიმატოს იტალიელი ნახევარმცველი თუ 2013 წელს.Gazzetta Dello Sport – ის ინფორმაციით, ტურინელები ფეხბურთელს შეისყიდიან, თუმცა მომავალ სეზონს არენდის წესით გენუურ კლუბში დატოვებენ.

და ბოლოს, მესამე მეკარესთან დაკავშირებული საკითხი.La Gazzetta Dello Sport – მა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დღეს ტურინში სამედიცინო შემოწმებას ბრაზილიელი რუბინიო გაივლის, რომელიც ამჟამად უკლუბოა და თავისუფალი აგენტის სტატუსს ფლობს.30 წლის მეკარე ჯანმრთელობის ტესტის ჩაბარების შემთხვევაში ბიანკონერების წევრი გახდება, თუ ასე არ მოხდა, ფაბიო პარატიჩი უმალვე გაიფორმებს “ბრეშიას” კიპერს, 34 წლის მიკელე არკარის.

წყარო : Football Italia, Tuttojuve, Tuttosport

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

23 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giortgi
12 years ago

პელუსოს ნაირი ხო გყვავს დი ჩელიე ალი სიკოკოო მინდოდა :forza:

giortgi
12 years ago

ბოლო დეგები მაგარი იქნებაა სადა მოჯი რა ტრანსფერებს აძრობდა ბოლო სათებში იმედი მაროტა მიბაძვს და დადებს ტოპს :forza: :forza:

lasha jangavadze
12 years ago

კი მარა მცველი ნამდვილად არ გვჭირდება კიდე ერთი

Claudio Marchisio
12 years ago

იმობილე დაგვებრუნებინა ეგ ჯოდბა ყველაფერს…აქვს პოტენციალი მაგ ბიჭს, შეუძლია გახდეს უკეთესი ფორვარდი და მაგის შანსს ნამდვილად იმსახურებდა იუვეს მხრიდან…

iveri turmanidze
12 years ago

თქვ

iveri turmanidze
12 years ago

უცებ დამეჭირა :lool: :lool: :lool:

თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩემი აზრით იუვეს ძალიან წაადგებოდა დემბა ბა, 2 წელია ვუყურებ ამ ფეხბურთელს და ძალიან მომწონს ის თვისებები აქვს რაც იუვეს ჭირდება: გოლის ალღო, თავით კარგად თამაშობს,კარგი დაყენებული დარტყმა აქვს,კორპუსს კარგად დგამს და ცოტა ტვინიც აქვს :chuvak: … ჯერ შეიძლება არ არის ვარსკვლავი მაგრამ იუვეში გადხდებოდა სუპერ-ვარვსკლავი, ისევო როგორც ტრეზეგოლი… თან იაფი დაუჯდებოდა მაროტას და თან უფრო იოლად გადმოიყვანდა ჩემი აზრით

lasha naxucrishvili
12 years ago

ძაან მაგარი გოლები აქ მაგას გატანილი მაგარი ფეხბურთელია

lasha naxucrishvili
12 years ago

თუ არავის იყიდიან ეს იქნება უდიდესი შეცდომა.

Claudio Marchisio
12 years ago

რამდენი ხანია ველოდებით ვიღაცის(ფორვარდის) მოყვანას…მოდი ბარემ ბოლომდე დაველოდოთ 31მდე და თუ არავინ მოგვიყვანეს, მერე მეც შემოგიერთდებით მაროტასგან უკმაყოფილო მომხმარებელთა კლუბში და ერთად ვაკრიტიკოთ ბარემ, მაგით თუ რამეს ვშველთ :)))

Samtrediel90
12 years ago
Reply to  Gio Darja

პარმასთან? მარტო პარმასთან? სად არ გამოჩდა შენ ის თქვი :lool:

Samtrediel90
12 years ago

ერთადერთი რაც გვაკლია ფორვარდია და მაგის გარდა ყველა და ყველაფერი იყიდეს :lool: მაროტა დაგჭრი იცოდე… :lool:

d a v i d
12 years ago

თუ ფორვარდს არ ვიყიდით ე.ი კონტეს არ უნდა იმიტო რომ მის სქემაში ტაქტიკაში თავდამსხმელებს გოლები მაინც ვერ გააქვთ :chuvak:

ჩემი აზრით კვალი უნდა გაეშვათ და ის დრო რაც კვალის ქონდა დაეთმოთ გაბიადინისთვის უფრო უკეთესი იქნებოდა არამგონია ეხლა ბოლონიაში გაბიადინს 90 წუთი გარანტირებული ქონდეს და ჯობდა ჩვენტან ყოფილიყო და ასევე გაბიადინთან ერტად მოვიყვანდი კიდევ ერთ ფორვარდს ლორენტეს ან ჯეკოს :forza:

Samtrediel90
12 years ago
Reply to  d a v i d

ფორვარდები არ ვარგა და იმიტო ვერ გააქვთ,აბა მოიყვანონ მესი თუ ვერ გაიტანს :lool:

levani giligashvili
12 years ago

გადაიხადოს მაროტამ რამდენიც საჭიროა და მოიყვანოს ლორენტე რაააა

bacho kochlashvili
12 years ago

მაროტა ეხა თავის სიდებლიეს კონტეს აბრალებს უნდა გადააბრალოს თუ რას შვება, მე ჩემი აზრით ბერბატოვი უნდა ეყიდა არც არაფერი ჯდებოდა ტოპ ფორვარდია და თან ძალიან ძლიერი ერთი 3 წელი გაქაჩავდა კიდე და ლორენტე ეს ორი რო მოეყვანა ძააან სერიოზული გუნდი ვიქნებოდით კვალიარელა გასაშვებია

Claudio Marchisio
12 years ago

ფორვარდი გვჭირდება….არამგონია კონტემ უარი თქვას მაგაზე…

ყველაფერი იქით მიდის რომ მინიმუმ ლორენტეს ვიყიდით და თუ რაიმე სიურპრიზს შემოგვთავაზებენ კიდე ეგ არვიცი….

Otar Giorgobiani
12 years ago

ბოლო წამამდე ვიქონიოთ იმედი, რომ ფორვარდს დავიმატებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროსარბიელზე ნათელი მომავალი არ გვექნება

| Newsphere by AF themes.
23
0
Would love your thoughts, please comment.x