ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გზა რომელიც ტურინისკენ მიდის …

მარკო ბორიელოს გარშემო სიტუაცია ბურუსით არის მოცული . იტალიელი ფორვარდი დღეისათვის ” რომას ” ფეხბურთელია , ზემანმა თავიდანვე გარიყა იგი გუნდისგან . სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რაღაც სამი დღე რჩება და მის მიმართ ინტერესს სხვადასხვა კლუბები აქტიურად გამოხატავენ . პირველ რიგში ეს მილანის ” ინტერია ” , რომელიც ვიცე მილიტოს ეძებს . შემდგომ პოზიციებზე ” იუვენტუსი ” , ” მილანი ” , ” სამპდორია ” და ” ტოტენჰემი ” განთავსდნენ . მარკოს ღირებულება დღეისათვის შეადგენს 4 მილიონ ევროს . ჟურნალისტების მტკიცებით კი სავარაუდოდ ბორიელო ტურინში დაბრუნდება და კვლავინდებურად კონტეს განკარგულებაში განაგრძობს ასპარეზობას . შეგახსენებთ , რომ ჯუზეპე მაროტამ ბორიელო გასულ სეზონში და კერძოდ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იჯარის წესით აიყვანა , თუმცა ივნისსში არ ისარგებლა კონტრაქტში არსებული პუნქტით და არ გამოისყიდა იგი . დღეისათვის სიტუაცია ისე შეიცვალა , რომ ბორიელო ყველაზე რეალურ კანდიდატად სახელდება გუნდის წინა ხაზის გასაძლიერებლად .

წყარო : tuttojuve

46 thoughts on “გზა რომელიც ტურინისკენ მიდის …

  1. ბორიელო თუ იუვე დააბრუნა იუვემ მაროტაზე ვინც მერე კარგს იტყვის ფეხბურთის უცოდინარი ყოფილა. ნუ ახლა ჩლუნგია მაროტა და ასე იქნება მთელი ცხოვრება… ბორიელო არა შეშა :lool:

  2. Qasrinio

    მაგარ სისულელეს მეუბნები . ეგ რა შუაშია შენ რა იცი . დედამიწაზე ბევრი რამე შეიძლება იცოდე მაგრამ ეგ რამეს წყვიტავს ? მე გაძალებ აქ შემოსვლას ? იტალიური საიტებიდან ვთარგმნი და ვცდილობ იყოს მაღალ დონეზე და არა რაღაც პაცნურ ენაზე დაწერილი . მე არაფერს არ ვაკოპირებ მე ვაქვეყნებ იმას რაც ავტორიტეტულ საიტებზე იტალიაში . შენ კიდე აქ მეუბნები ფორუმი გახსენიო ) ფორუმი თუ გინდა ფორუმ.გე-ზე შემოდი იუვენტუსის თემაში , ჩათი კიდე სანამ ცოცხალი ვარ და ეს საიტი ჩემი იქნება არ იქნება ჩვენთან . რა ჩათი , ვთვლი რომ ერთ ერთი ყველაზე პოპულარუი საიტი გვაქვს გინდა სტატიების დონით და გინდა ოპერატიულოBით . შენ თუ ამაზე სწრაფად სადმე ნახულობ გაგიმარჯოს ღმერთმა და თუ რამე დაგაინტერესებს ამის შემდგომ ფეისბუქზე მომწერე და იქ გავაგგრძელოთ . და ჭკუა დარიგებები როცა დამჭირდება მერე დაგეკითხები

  3. დათკა

    მე პირადად არაფერი არ მაკლდება და არც მემატება მაგ სტატიებით,იგივეს ვკითხულობ ყოველ დღე, ტყვილა წვალობთ მწერლები…

    გააკეთეთ ჩატი და ფორუმი, სადაც თემას დავდებთ, ავირჩევთ მომხმარებლები და ვიმსჯელებთ, აქ რა გგონია ინფოს წასაკიტხად შემოვდივარ? და ჩემით ვერმოვიძევ ნიუსს? შემოვდივარ იმისთვის რომ იუვენტინოების გვერდით ვიყო და ვიმსჯელო თქვენთან ერთად.

    ჭორი გაზეთებში და სხვა საიტებზე მეზარება და აქაც მაგას დებთ ტო?

    რაც შეეხება იგობთქო ეს მგონი კითხვის ნიშნით დავწერე, იგონებთ თუ რა იდიოტიზმიარისთქო… ან რომ წერთ ბორიელოთი გაძლიერდებაო…

    საიტის მწერალი თუ გაზეთის რისთვისაა??? იმისთვის რომ სტატიის შინაარს გაეცნოს და მერე ტავი ტერმინოლოგიითა და წინადადებით ააწყოს ნიუსი, აქ კი ერთი და იგივეეე…

    ,,ბორიელო რომელიც გასულ სეზონშიც გამოდიოდა იუვეში” დამისახელე ერთი ამ საიტის მომხმარებელი მაინც, რომელმაც არ იცის ეს.მაგრამ იცი ეგ რატომ ეწერაამ სტატიაში? იმიტომ რომ დაკოპირებულია და არა სხვა წინადადებით აწყობილი! ასევე ჯეკოზეკიდევ ,,რომლის ტრანსფერიც მანჩინიმ დაბლოკა აგუეროს გამო” გავიგეთ, მე-8 ჯერ წავიკითხეთ უკვე…

    კი ნუ გეწყინება დავით დაუკვირდი შენიშვნებს რომელსაცსაიტის სასიკეთოდ გეუბნები და არა იმის გამო რომ მე რამე პირადული მამოძრავებდეს ან რამე ნაწყენი ვიყო…

    დაუფიქრდიტ აბა დამიხვდებით აჩიომ ია…

  4. Principino

    ვინ ითხოვს მესი-რონალდო-აგუერო-რუნის?

    1.სანამ აგუერო ტრამვას მიირებდა და მანჩინი დაბლოკავდა ვერ იყიდა?მაგრამ ვაჭრობაში დრო გაექცა და აგერ დაკარგა

    2.ლორენტეზე ადვილია ყველაფერი. იანვარში 15ს არგადაუხდის არავინ, რადგან ფეხბურთელთან გააფორმებს კონტრაქტს და უფასოდ ჩაიგდებს, ასე რომ მაროტა 18+3მლსრომ სტავაზობს 25 მისცეს და წამოიყვანს მაგრამ ჟმოტია მე ამის :mad:

    3.იოვეტიჩი ცენტრფორვარდი არაა, ბორიელოს ბოაკიე გვყავდეს ჯობია, კვალიარელას რომ იტოვებენ მაგას გაბიადინი არ ჯობდა ან იმობილე? მაინც და მაინც 25-26 წლის უნდა გახდნენ რომ სასტავი ანდონ?

    კაროჩე რა ერთი 35-40მლ ვერ გაიმეტეს რა და იტალიის ცემპიონი თუ გავხდებით დიდისიხარული იქნება და ეგ ისევ დაცვა-ნახევარდაცვის დამსახურება იქნება და ჯახირ წვალებით აღებული სკუდეტო!

  5. რასაც წერენ პრესაში ის ედება აქაც. ვერ მივხვდი რის თქმა გინდა. ანუ სანამ უეჭველი ვინმე არ გადმოვა და არ დაიწერება “ოფიციალურად” მანამდე არაფერი დაიდოს საიტზე ? :mrgreen:

  6. ტიპი სამსახურიდან მოვდივარ სახე გახეული რასაც ჰქვია ვჯდები და მაინც მინდა ხოლმე ბოლო ნიუსები გაგაცნოთ ხოლმე და თუ აზრი არა აქვს პროსტა ჩემს ნერვებზე მაინც რატომ თამაშობ ? ჩემში შენ ის დაინახე რომ მე აქ პატარა ბავშვივით ვზივარ და ვიგონებ რამეს ? აი მაგრად მეწყინა რა მართლა და არ ველოდი აი შენგან ნაღდად არ ველოდი აი ამ სისულელეს . გაიხარე :up:

  7. დათკა

    რა აზრი აქვს იმათმა გადაიყვანეს აგუერო იუვეში თუ თქვენ დადებთ აქ ჭორს???

    გადადის, მიუახლოვდა, დაშორდა, გადაიფიქრა… ეგ იდება მეტი რა? :blin:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.