“იუვენტუსი” პოლის იფორმებს, რუბინიომ სამედიცინო შემოწმება გაიარა…
სტეფან იოვეტიჩთან და ფერნანდო ლორენტესთან მოლაპარაკებების პარალელურად ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას არც ნახევარდაცვის გაძლიერება ავიწყდება და Gazzetta Dello Sport – ის ინფორმაციით, ბიანკონერები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ანდრეა პოლისთან გააფორმებენ კონტრაქტს.22 წლის ფეხბურთელი, რომელმაც გასული სეზონი არენდის წესით მილანის “ინტერში” გაატარა, ამჟამად “სამპდორიაში” გამოდის და მის ხელში ჩაგდებასთან ყველაზე ახლოს სწორედ ტურინული გრანდია.მართალია, ნერიაძურის მისი გამოსყიდვა სურდა, თუმცა საქმეში მაროტა/პარატიჩის დუეტი ჩაერია და სიტუაციაც ბებერი ქალბატონის სასარგებლოდ შეიცვალა.წესით, პარასკევამდე ტრანსფერი ოფიციალურად უნდა გაფორმდეს, მომავალ სეზონს კი პოლი, “სამპდორიას” რიგებში, არენდით გაატარებს.
მესამე მეკარის პრობლემა ფაქტიურად მოგვარებულია.იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ტურინში იმყოფებოდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა ბრაზილიელმა რუბინიომ, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსს ფლობს და აქამდე “ჯენოას”, “პალერმოსა” და “ტორინოს” ღირსებას იცავდა.30 წლის მეკარემ ტურინის რამდენიმე კლინიკაში მედტესტი ჩააბარა და იმ შემთხვევაში, თუ რუბინიოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბიანკონერები მის ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებენ.ალტერნატიულ ვარიანტად 34 წლის მიკელე არკარი განიხილება, რომელიც “ბრეშიას” წევრია.
გუშინ ალესანდრო დელ პიეროს აგენტები შვეიცარული “სიონის” წარმომადგენლებს შეხვდნენ.”სიონის” პრეზიდენტმა, კრისტიან კონსტანტინმა იტალიელი ლეგენდის გუნდში დამატების დიდი სურვილი გამოთქვა და არაა გამორიცხული, მომავალ სეზონში ბიანკონერების ყოფილი კაპიტანი “მამაც გულთან”, ანუ ჯენარო გატუზოსთან ერთად ვიხილოთ.
რიჩმონდ ბოაკიეს არენდით აყვანას კი ბერგამოს “ატალანტა” ცდილობს.ახალგაზრდა ფორვარდს სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება და სავარაუდოდ, იგი გუნდს სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებში დატოვებს.ტუტოსპორტის ინფორმაციით, ტურინელები ბერგამოელებს განელის იჯარაზე შეუთანხმდებიან და პლიუს ამას, ფედერიკო პელუზოს ტრანსფერზეც გაისაუბრებენ.
წყარო : Tuttojuve, Tuttosport
არა რაა 31 აგვისტრომდე არაფერი იქნებააა… კაკრას მაგ დღეს სახლში ვარ, დავჯდები და ლაივ რეჟიმში დავაკვირდები სიტუაციას რა მოხდება, მანამდე ასეთი ტვინის ბურღვა იქნება დამიჯერეთ : ))
მე არ მინდა ეს პოლი… ინტერში ნათამაშები არავინ მინდა : )) მითუმეტეს მე ამაში დიდი ტალანტი ვერ დავინახე, ერთი ჩვეულებრივი ნახევარმცველია
ინტერიდან თუ ვინმეს დამატება მინდა ეს კოუტინიო იქნება ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვამბობდი რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელი დადგება.
დელპიერო კარგი იქნება სიონში, ფინანსურად მოძლიერდა ეს გუნდი და დელპოს დამატებით საჩემპიონო შანსებიც გაეზრდება, თან სიონის მოგებებსაც დავწერ მერე დელპოს ხათრითა და იმედით
ეს მაროტა გამაგიჟებს რა, 18+3 რა უბედურებაა, დავიჯერო 21 მლ ეგრევე რომ გადაუხადოს არ აქვს ამის საშვალება იუვეს? კარტოფილი ხოარაა რომ ევაჭრება. მისცეს 21 და დაამთავროს ბაზარი ვააახ!!!
დელპიეროს რაუნდა შვეიცარიაში
რუბინიო რა კაცია, მოვა ეხლა მესამე მეკარედ და ექნება : 0 Caps, 0 Goals
რაღაც დავწერე და მოლოდინშიაო და რა ხდება ?
წავიდეს ბოაკიე ჯობია და პოლიც კაი ბიჭია. ყველა ფოზიციაზე მოდის ვიღაც ფორვარდის გარდა რა
ფალკაო როგორ მინდა 