ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ლაციო” მოლაპარაკებებს უარყოფს

რომის “ლაციოს” ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტურინის “იუვენტუსი” დედაქალაქელებთან მოდიბო დიაკიტეს თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადება “ბიანკოჩელესტის” სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ გააკეთა: ” არ ვიცი, ვინ ავრცელებს ასეთი სახის ინფორმაციას. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ფეხბურთელს  კლუბთან კონტრაქტი 2013 წლის ივნისამდე აკავშირებს. დიაკიტეს თაობაზე მოლაპარაკებები არასდროს გაგვიმართავს და ასევე მჯერა, რომ “იუვენტუსს” დაცვა დაკომპლექტებული ჰყავს და მისი შეძენა არ სჭირდება. მართალია, მას კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგრძლივებია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ  დიაკიტეს გავყიდით. ფეხბურთელი რომში ბედნიერია.” – განაცხადა იგლი ტარემ.

წყარო: Football-Italia

6 thoughts on ““ლაციო” მოლაპარაკებებს უარყოფს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.