ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ავტორთა ბლოგი : სატრანსფერო აურზაური …

მიმდინარე  სატრანსფერო ფანჯრის დროს უამრავ ჭორსა თუ სიმართლეს წააწყდები,  გადის დღეები,  კვირები და ისევ იგივე, ისევ მოლაპარაკებები და ისევ შეუთახმებლობა, სატრანსფერო თანხაზე თუ პირადად ფეხბურთელის ხელფასზე…
უამრავი ჭორისა თუ  მცდელობისა  დღეისათვის ტურინის იუვენტუსში უამრავი ცვლილება მოხდა,  რომელზედაც  მინდა  გავამახვილო თქვენი  ყურადღება…


ყველაზე  დიდი  ცვლილება რაც მიმდინარე  წელს  მოხდა  არის  ის, რომ  19 წლის  შემდეგ გუნდი  დატოვა  გუნდის  ცოცხალმა ლეგენდამ  ალესანდრო დელპიერომ,  რომელიც  ჯერ-ჯერობით  არ  აპირებს  კარიერის  დასრულებას  და  უცხოური  გუნდებიდან  ელოდება შემოთავაზებას,  აქვე გეტყვით  იმასაც,  რომ მან იტალიური კლუბების შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.  დღესდღეობით  კი  მსურველთა  კლუბებიდან  პირველ ადგიზე  შვეიცარული კლუბი სიონია,  მას ასევე შემოთავაზებები აქვს ჩინეთიდან და ამერიკიდან…
ფიორენტინეში განათხოვრების შემდეგ რიკარდო კარვალიო  ამაური კვლავ პარმაში დაბრუნდა, კონტაქტი დაუმთავრდა ალექს მანინგერსა და ფაბიო გროსოს. არენდები დაუმთავრდათ ხორხე მარტინესსა და ვიჩენცო იაკვინტას, რომლებიც სერია-ბ ში გავარდნილ ჩეზენას რიგებში გამოდიოდნენ, პესკარაში განათხოვრებული იმობილე ჯენოას შეურთდა, რომლებმაც მისი სატრანსფერო პაკეტის ნახევარი შეიძინეს, ლეჩეში ასევე არენდით მოასპარეზე პასკუატო, რომლის პაკეტის ნახევარი უდინეზემ შეიძინა, ბოლონიაში იქნა განათხოვრებული. არენდები დაუმთავრდათ და გუნდში დაბრუნდნენ სამპდორიადან შეძენილი რეტო ციგლერი და ნაპოლიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოსული მიკელე პაციენცა, რომლებიც შესაბამისად, ბეფიკასა და უდინეზეში იყვნენ განათხოვრებული. ბრაზილიელი ფელიპე მელო კი კვლავ გალათასარაიში დაბრუნდა, თურქულმა კლუბმა იუვეს 2მლ გადაუხადა და მომდევნო წელს ამ თანხას 7მლ დაემატება. სერია-ა ში დაბრუნებული სამპდორიას რიგებში გადავიდა მარსელო ესტიგარიბია, რომელიც ფრანგული კლუბ ლემანიდან იყო ნანათხოვარი. დედაქალაქურ კლუბ რომაში დაბრუნდა  მარკო ბორიელო,  რომელიც გუნდს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა.
თუმც აქ არ მთავრდება იუვეს ირგვლივ მიმდინარე ცვლილებებზე  საუბარი, რამეთუ ჯუზეპე მაროტამ  მართლაც რომ  შესანიშნავი სვლა გააკეტა ფრიულთა კლუბის, უდიდენზეს  მიმართ, შარშანდელი ტრიუმფალური სეზონის შემომქმედი  ანტონიო დინატალესთან ერთად კვადვო ასამოა და მაურისიო ისლა გახლდათ, სწორედ რომ ეს  ორი ფეხბურთელი დაიმატა მაროტამ რომელთა  ტრანსფერი 16მლ+19მლ დაჯდა, თანხის მე-2 ნაწილს კი უდინეზე მომდევნო სეზონში მიიღებს.
გუნდში მოვიდნენ ასევე ახალგაზრდა კიპერი მარკო ლეალი, რომელიც გასულ სეზონში ბრეშას რიგებში გამოდიოდა.  თავისუფალი აგენტის სტატუსით გუნდში შეუერთდა ბრაზილიელი მცველი ლუსიო. ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა მანჩერსტერ იუნაიტედი ფრანგმა ახალგაზრდა ტალანტმა პოლ პოგბამ, რომლის დაყოლიებაც ვერაფრის დიდებით  ვერ შეძლო  ალექს ფერგიუსონმა და მისი სურვილისამებრ, ახალგაზრდა იმედის მომცემმა ფრანგმა ტურინის  იუვენტუსთან გააფორმა კონტრაქტი.  ტურინის იუვენტუსში დაბრუნდა  ცნობილი ფიგურა  სებასტიან ჯოვინკო,  რომელმაც  ორი სეზონი პარმას რიგებში  გაატარა, შესანიშნავი სეზონის  შემდეგ  კი  ანტონიო კონტეს  მოთხოვნით  იგი  მშობლიურ  კლუბ  იუვენტუსში გადმობარგდა,  მაროტას  ტრანსფერი  11მლ  დაუჯდა,  რადგანაც  პარმა  მისი  სატრანსფერო უფლებათა  პაკეტის  50%-ს  ფლობდა.  გუნდი  ასევე  შეივსო სასუელოს  ბომბარდირი  ბოაკიეთი, რომლის  განათხოვრებაც  დონის  ამაღლების  მიზნით იგეგმება.  ასევე იუვეს რიგებში  გადავიდა ახალგაზრდა  იტალიელი  გაბიადინი,  ის გასულ სეზონში ატალანტას რიგებში გამოდიოდა, როგორც ბოაკიე  ისიც, პრაქტიკის მისაღებად არენდით ბოლონიში  გადავიდა.  პრო ვერჩილედან აყვანილი 20 წლის  მაზის  კი სულ რამოდენიმე  ტესტ-მატჩი  დასჭირდა  იმისათვის, რომ კონტე მოხიბლილუყო  და  გუნდში  დარჩენილიყო,  ახალგაზრდა იტალიელი გუნდის სრულფასოვანი წევრია.

ტურინის  იუვენტუსის შემადგენლობა  ამ მომენტისტვის ასე გამოიყურება:

მეკარეები:  ბუფონი, სტორარი, ლეალი

მცველები:  ლიხშტაინერი, კასერესი, ბონუჩი, ბარძალი, კიელინი, ლუსიო, მაზი, დეჩელიე

ნახევარმცველები:  პეპე,  ჯაკერინი, პადოინი, ისლა, ასამოა, პირლო, ვიდალი, მარონე, მარკიზიო

თავდამსხმელები:  კვალიარელა, მატრი, ვუჩინიჩი, ჯოვინკო

გუნდთან ერთად ვარჯიშობენ ასევე რეტო ციგლერი, მიკელე პაციენცა და  ვიჩენცო იაკვინტა თუმც მათი გუნდში დარჩენის შანსები ფაქტიურად 0-ის ტოლია…

რაც შეეხება მომსვლელთა სიას:

სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავა მაროტა/პატარიჩი ტოპ/ცენტრ ფორვარდის ძიებაში იყვნენ,  განიხილებოდა უამრავი ვარიანტი და ამ პოზიციაზე მომსვლელთა სია ასე გამოიყურებოდა  –  სუარესი, კავანი, ვანპერსი, იგუაინი, ბალოტელი, ჯეკო, იოვეტიჩი, ლორენტე…

1. ლუის  სუარესი – თავდაპირველად თითქოსდა გუნდში არეულობისა და ნისლიან ალბიონზე შექმნილი პრობლემების გამო სუარესი გუნდიდან მიდიოდა და ფაქტიურად იუვეს ფეხბურთელად ნათლავდნენ,თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, მან კლუბთან არსებული კონტრაქტი გაახანგძლივა და შესაბამისად იუვეს ხელი მოეცარა…

2. ედისონ კავანი – კონტეს უდიდესი სურვილისა, ეს ტრანსფერი თავიდანვე განწირული იყო, რამეთუ კლუბის პრეზიდენტმა მას 70მლ დაადო ფასი, ეს ტანხა კი არარეალურთან ერთად იუვეს ბიუჯეტში არ მოიძებნებოდა და მაროტა/პატარიჩის დუეტმაც კავანის ტრანსფერი გვერდზე გადადეს…

3. რობინ ვან პერსი – პრესაში იწერებოდა, რომ ის არაფრის დიდებით არ გადავიდოდა ინგლისურ კლუბში, ასევე უარით გაისტუმრა რეალი-ბარსას შემოტავაზებები, რამეთუ მას გუნდში პირველობა სურდა და არ უნდოდა მესი-რონალდოს ჩრდილ ქვეშ ყოფნა, თუმც ეს ყველაფერი მოგონილი და შეთხზილი ინფო აღმოჩნდა, რადგანაც ის გადავიდა იქ, სადაც არ ელოდნენ მის ტრანსფერს, მან მანჩესტერულ კლუბ იუნაიტედტან გააფორმა კონტრაქტი, სადაც მოთხოვნილი ხელფასი 12მლს სახიტ დაუკმაყოფილეს…

4. იგუაინი – დიდი სურვილის მიუხედავად, მის ტრანსფერი ჟოზე მაურინიომ დაბლოკა და არგენტინელიც მადრიდულ კლუბში დარჩა.

5. მარიო ბალოტელი – მის ტრანსფერთან დაკავშირებით არც ისე ბევრია სათქმელი, რამეთუ მის ტრანსფერთან დაკავშირებით გაჩენილი ცნობა ჭორადვე შეირაცხა და მასზე საუბარიც თან და თან შეწყდა…

6. ედინ ჯეკო – ბოსნიელი ფორვარდი დიდი ზარზეიმით შეურთდა მანჩესტერულკლუბ სიტის, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ის მეტ წილად სათადარიგოტა სკამზე ხვდებოდა,რადგან მანჩინი აგუერო-ბალოტელის ტანდემს მეტად ენდობოდა, შეცვლებზე შემოსვლიტ უკმაყოფილო ჯეკომ კი გუნდის დატოვება გადაწყვიტა, ძალიან ახლოსაც იყო ის ტურინულ გრანდთან, მაგრამ სერხიო აგუეროს ტრამვამ ყველაფერი ტავდაყირა დააყენა და რობერტო მანჩინის ინიციატივიტ მის ტრანსფერს ტაბუ დაედო…

7. სტეფან იოვეტიჩი – ჩერნოგოვიელი შემტევის დამატება კონტეს მოთხოვნით  განიხილებოდა, მაგრამ აქ სიტუაცია თავდაპირველად თანხის გამო გართულდა, რამეთუ 30მლ ტურინელებს ეძვირებოდათ, მაროტა თანახმა იყო კვალიარელა + გარკვეული თანხა გადაეხადა, მაგრამ ფაბიომ არ ისურვა ფლორენციულ კლუბში გადასვლა, ასევე დღემდე დიდ როლს თამაშობს მწვრთნელი, ვიჩენცო მონტელა, რომელსაც არ სურს მისი გასხვისება, მაგრამ კლუბის მფლობელი 30მლ-იანიან შემოთავაზებაზე  დაფიქრებას არ გამორიცხავს…

8.  ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ბოლო ვარიანტად რჩება ფერნარდო ლორენტე, იგი მე-2 ტურია ბასკური კლუბის რიგებში არ ჩნდება,  ბიალსეს ის არც განაცხადში  შეყავს  და  არც  გუნდთან ერთად ავარჯიშებს. ამ ტრანსფერთან დაკავშირებით მაროტა ერთ დიდ კოზირს ფლობს, ესპანელ ფორვარდს გუნდთან არსებული კონტაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ კი მას ეხლავე არ შეელევია, იანვარში უკვე მისი სატრანსფერო ღირებულება დაიწევს, რადგანაც მისი მსურველი კლუბები ნახევარ სეზონსაც დაიცდიან და შემდგომ უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფეხბურთელის მოთაფლვას ხელფასითა და კლუბის პროექტით შეეცდება. ბასკური კლუბი ფეხბურთელში ბოლო ინფორმაციით 36მლს ითხოვს, რაც მართლაც რომ არარეალური შეფასებაა, მაროტას ბოლო შეთავაზება კი 18მლს + 3მლ (ბონუსების სახით) იყო… მას იმედი აქვს რომ თავად ფეხბურთელი მოახდენს გუნდზე ზეწოლას და ამ თანხაში შეძლებს მის დამატებას.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3-4 დღე რჩება, მაროტას სიაში კი 2 ახალი კანდიდატი (სათადარიგო) გაჩნდა, ბენფიკას ფორვარდი ოსკარ კარდოსო და იუვეში უკვე მოასპარეზე ამჟამად რომას ფეხბურთელი ბარკო ბორიელო…

ტურინის იუვენტუსის ფანები მოუთმენლად ელიან 31 აგვისტოს დადგომას, რამეთუ ყველას სურს, რომ გუნდმა საბოლოო სახე მიიღოს, რომელიც მოგებული  სკუდეტოს  დაცვას  ეცდება  და ჩემპიონთა ლიგაზე  ღირსეულად  დაბრუნებას…

წარმატებები მაროტა/პატარიჩის დუეტს, მათ სულ ცოტა დრო რჩებათ დაპირებული ტოპ-ფორვარდის გასაფორმებლად და გუნდის სრულიად დასაკომპლექტებლად!

 

ავტორი : გიორგი ქასრაშვილი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino3969
12 years ago

ლორენტე ლორენტე და არავინ ლორენტეს გარდა

Giorgi kasrashvili
12 years ago

სტატიაში გამომრჩა ინფო ელია-კრასიჩზე :blin:
მაგრამ ესენი იმდენად მოწყვეტილი იყვნენ გუნდს, რომ არც კი გამახსენდა მათი გუნდში ყოფნა :blin: :lool: :lool:

ასე რომ სორი იუვენტინოებო :c:

მაქს
12 years ago

ბრემენის ”ვერდერის” ჰოლანდიელმა ვინგერმა ელჯერო ელიამ ტურინის “იუვენტუსიდან” წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

“მას შემდეგ, რაც სკუდეტო მოვიგეთ, თითოეულმა მოთამაშემ 200 ათასი ევროს ოდენობის პრემია და ახალი “ფერარი” მიიღო. მე კი მსგავსი არაფერი მიმიღია. ბრემენის “ვერდერში” გადასვლის ძირითადი მიზეზი სწორედ ეს იყო.

ამასთან, ანტონიო კონტე არასდროს მელაპარაკებოდა. ხუმრობა ხომ არ არის, მთელი წლის მანძილზე მას ჩემი მისამართით ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. სრულ იგნორირებას მიწევდა. მთელი ჩემი კარიერის მანძილზე მსგავსი არაფერი გამომიცდია”, – განაცხადა ელიამ…………………………………………..აი აბიჟნიკი გადავიდა და რა ამბავშია..პუი მესირხვილება ელია რო გვყავდა

Claudio Marchisio
12 years ago

იმედიანად ვარ განწყობილი!!! ღმერთმა ქნას ისეთი ფეხბურთელები მოიყვანონ შეტევაში, რომლებიც გუნდს აუცლებლად გამოადგებათ!!!

dato grdzelishvili
12 years ago

რატო მგონია არ ვიცი მარა რატომგაც ლორენტეს იმედი მაქ

dato grdzelishvili
12 years ago

კაი სტატიაა ))) :chuvak: :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x