ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შემდეგი ბენდტნერია ( Live )

დიმიტარ ბერბატოვის “ფიორენტინაში” ტრანსფერი ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო, როცა საქმეში ტურინის “იუვენტუსი” ჩაერთო და ბულგარელი ფორვარდის გარშემო შექმნილი სიტუაცია სრულიად შეცვალა.31 წლის ფეხბურთელს იების სათავო ოფისში სულ რამდენიმე საათში ელოდნენ, თუმცა ჯუზეპე მაროტას მიერ შეთავაზებულმა კონტრაქტმა ბერბატოვზე გაცილებით დადებითი ზემოქმედება მოახდინა და წესით.ფლორენციელები ეშმაკების ფორვარდს წლიურ ერთ მილიონს სთავაზობდნენ, ბიანკონერების ხელფასი კი ბუნებრივია, გაცილებით მაღალია.აქვე გეტყვით, რომ ფლორენციაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩასული ბერბატოვი მოულოდნელად მიუხენში გაფრინდა, მიიღო რა “ბავარიას” საინტერესო წინადადება, თუმცა კონტრაქტი არც იქ გაუფორმებია და ახლა გერმანიაში აგენტთან ერთად “იუვეს” ზარს ელოდება.

P.S.

20:00 ბოლო წამისთვის არსებული ინფორმაციით , ტურინის ” იუვენტუსი ” და ფლორენციული ” ფიორენტინა ” მაქსიმალურად ცდილობენ მანჩესტერ იუნაიტედის დარწმუნებას , დიმიტარ ბერბატოვის ტრანსფერზე . ბულგარელის სახელს დიდი ხანია რაც იებს უკავშირებდნენ , მაგრამ დღეს საქმეში ბიანკონერიც ჩაერთო და ამ ორ კლუბს შორის სერიოზული ბრძოლა გაჩაღდა . მაგრამ , მათ რიცხვს მიემატა კიდევ ” ფულჰემი ” , რომელიც არც მეტი არც ნაკლები ფავორიტი გახდა ბერბატოვისთვის ბრძოლაში .

20:15 დიმიტარ ბერბატოვის საფეხბურთო აგენტის განცხადებით ის მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ წუთისთვის და ყველაფერი სულ მალე გახდება ცნობილი …

 

20:30 ბოლო ინფორმაციით , ბიანკონერიმ მიაღწია შეთანხმებას მანჩესტერთან სატრანსფერო თანხის ოდენობაზე . საუბარი 5 მილიონ ევროზეა , რომელსაც ბიანკონერი ეტაპობრივად გადაიხდის , თუმცა მანჩესტერს დაუყონებლივ სურს თანხის აღება . ამ ეტაპისთვის თუ ანდრეა ანიელი მისცემს თანხმობას მაროტას და პარატიჩის , ბერბატოვი ოფიციალურად გახდება იუვენტუსის თავდამსხმელი .

21:15 ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით , ბიანკონერიმ გაიფორმა დიმიტარ ბერბატოვი და დარჩენილია მხოლოდ გარკვეული საბუთების მოგვარება ოფიციალურ განცხადებამდე .

21:20 ტრანსფერის ეკონომიური დეტალები : 2.5 მილიონი ევრო სეზონში ბერბატოვს , ხოლო მანჩესტერს 2 მილიონი ეხლავე და  ერთი წლის შემდეგ კიდევ სამი მილიონი ევრო .

21:25 Sky რედაქტირებას უკეთებს პირველად ინფორმაციას ბერბატოვის ანაზღაურებასთან დაკავშირებით . 1.8 მილიონი ევრო სეზონში .

21:25 პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია ნიკალას ბენტდნერთან დაკავშირებით . დანიელი როგორც ჩანს ბერბატოვთან ერთად გააძლიერებს ბიანკონერის .

21:46 ბენდტნერისადმი ინტერესი საკმაოდ სერიოზულია . იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით არსენალის ფორვარდი ტურინში იმყოფება .

21:55 შეთანხმება არსენალთანაც და ბენდტნერთანაც არსებობს , თუმცა ბერბატოვის შემდეგ რამდენად განხორციელდება მისი ტრანსფერი არავინ იცის .

 22:36 Corriere dello Sportის ინფორმაციით, ნიკლას ბენდტნერი იმყოფება ტურინში და “იუვენტუსსა” და “ფიორენტინაში” შესაძლო ტრანსფერების დეტალებს განიხილავს. ამავე წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელმა აგენტად ყველასათვის ნაცნობი სპეციალისტი მინო რაიოლა დაიქირავა.

 

რაიმე ახალი ინფორმაციის შემთხვევაში ბერბატოვთან დაკავშირებით , ამავე სტატიაში მოგაწვდით ონლაინ რეჟიმში .

 

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

221 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dato grdzelishvili
12 years ago

ადმინ არ წაშალო საინტერესო ლინკია https://www.facebook.com/photo.php?fbid=394307133957679&set=a.216971175024610.60284.214181088636952&type=1&theater არ ვიცი იტალიური მარა მემგონი კაი რაგაც უწერია

ზურა რუხაძე

არვიცი, არვიცი, მაგრამ გულის სიღრმეში რაღაც ასე მგონია ერთ სასწაულ ტრანსფერს გაჩარხავენ ესენი, არავინ რომ არ ფიქრობს და ძალიან მაგარი რომ იქნება.

dato grdzelishvili
12 years ago

შენ პირს შაქარი…

jjj jjj
12 years ago

ბენტნერი მინდააა… აუ კრასიჩი თამაშობს უნდა ვუყუროოოოოოოოო :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago
Reply to  jjj jjj

მეც მაგ თამაშს ვუყურებ

12 years ago

არ დამზრახოთ მეგობრებო მაგრამ 10 მილიონად აწყობილი (ბენდტნერში მგონი და იმედია ხუთზე მეტს არ იხდიან) თავდასხმის არ მჯერა მსოფლიო მასშტაბებში, მითუმეტეს პერსპექტიული და 18 წლის არც ერთი არაა რომ რაიმე ფარული ნიჭი ჰქონდეთ… ნუ ღმერთმა ქნას…

და ინტრიგანული კითხვა! 30 მილიონს რომ იხდიდნენ იოიოში… სადაა ის დარჩენილი 20 მილიონი?

მოდი ვიოცნებებ… დარჩენილ 20 მილიონად იყიდონ ლორენტე… ბერბატოვი და ბენდტნერი გაცვალონ იოიოში, უფასოდ მოიყვანონ დროგბა და გამოვა უმაგრესი შეტევა. :) ლორენტე-დროგბა-იოიო :)

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

და აბა ჩვენ აქ რას ვწერთ ბერბატოვზე ?

lasha jangavadze
12 years ago

ნუ ვნახოთ ვინ რას იზამს წინასწარი პროგნოზებიდან თავს შევიკავებ და იმედიანად მივადევნებ იუვეს თამაშს თვალს… და რა მაინტერესებს ლორენტეზე მორჩა უკვე?

jjj jjj
12 years ago

დროგბა არაო :loool:

bacho kochlashvili
12 years ago

მე ერთი რამ მინდა ვტქვა ბევრს უაზრობად მოეჩვენება მაგრამ ვან პერსიზე არაფრით ნაკლებია ბერბატოვი და დაინახავთ მაგას იუვენტუსშიც ჯერ ბერბატოვი ტოტენჰემში 1 ხელ პრემიერ ლიგის ბომბარდირი გახდა მანჩესტერში 2 ჯერ გახდა პრემიერ ლიგის ბომბარდირი და სხვა დროსაც თუ ბომბარდირი ვერ ხდებოდა ბომრადირთა სიაში თითქმის სულ იყო წინა წელს 13 თამაშში 7 გოლი გაიტანა და დრო რო ქონოდა წარმოიდგინეთ კიდე ბომრაირი გახდებოდა 31 წელიც ჯერ არაფერია 3 წელი მაინც მაღალ დონზე გაქაჩავს ვან პერსი კიდე ჯერ გამოჩნდა რაცააა ნაკრებში 2010 წელს ჰოლანდია ფინალში გავიდა ეგ ცენტრფორვარდდ თამაშობდა და 1 გოლი არ გაუტანა ამ ევროპაზეც ხო ვაფშე არსენალშიც 6 წელი ელოდნენ და… Read more »

ზურა რუხაძე

დიმა ძალიან მაგარი ფორვარდია, გაცვლაზე რო წავიდეს ბაზარი მატრი და ვუჩინიჩში + ქუა-ში ერთად გავცვლიდი, მემგონი 2 წლის წინ არ იყო ზამენებზე რო გამოდიოდა მანჩესტერში და ბომბარდირი რო გახდა? თუ ცოთა დააკლდა არ მახსოვს… ნუ ერთი სიტყვით ეს და დროგბა რომ დაგვაწყვილებინა და პლიუს ბენდტნერი ზამენებზე ვაბშე დაგლიჯავდა რა.

david david
12 years ago

ახალი არაფერია ბენტნერზე? დადეთ რა :roll:

Giorgi kasrashvili
12 years ago

მიდი ნიკლას ბენდტნერი მოიყვანეეეეეეეეთთთ…
აუ დრესაც გვიანობამდე აქ უნდა ვიყო რა და იმედია ნიკლასი რომ ტურინში ეგ ჭორი არ არის…

აკაკი მეტრეველი
Reply to  Gio Darja

და ორივე გაუცვალოს იოვეტიჩში :vashaa:

lasha naxucrishvili
12 years ago

ბერბატოვთან ერთად ბენტნერიც მაროტ მიდი ააახიე არსენალს.
ვენგერი მაგარი დამპალი ვიღაცაა გამოუშვი ეგ ბიჭი იუვეში!

12 years ago

დროგბაც ბარემ :) აბა ვინც ახალგაზრდაა არ უნდა ბებერ ქალბატონში, დროგბა-ბერბატოვი კი ითამაშებენ ერთ სეზონს და მერე კი დაბერდება ვან პერსიც, ლორენტეც, ძეკოც და ეგენიც გადმოვლენ… :))

Claudio Marchisio
12 years ago
Reply to 

:mrgreen: :up:

david david
12 years ago
Reply to 

დროგბა თუ გაეძრო იუვეში მაგრად გაასწორებს მარა სად არის

12 years ago

ნიკიიი და ძიმააააა ……
კეტილი იყოს თქვენი მობრძანება ( :blin: ) :forza:

Giorgi kasrashvili
12 years ago

და კიდევ მადლობა მწერლებს, რომ ონლაინ რეჟიმში მუშაობთ და ინფორმირებულები ვართ :up: :up: :up:

Giorgi kasrashvili
12 years ago

დათკა

მადლობა რომ შრომა დამიფასდა და სტატია დადე :kiss:

იუვენტინოებო

ბერბატოვი მარტო ვერ იქნება დიდი ნუგეში, აი ბენდტნერთან ერთად მშვენიერი იქნება, აუ როგორ მინდა ნიკლასი რა :cry:

მაროტა მიდი რა დადე ეს ბიჭი და გამოაწყვე იუვეს ფორმაში :forza:

goga juve
12 years ago

:forza: :forza: :juvee: :juventus:

david david
12 years ago

რომ გითხრათ მოხიბლული ვარ ბერბატოვის მოსვლი მეთქი მოგატყუებთ უკეთესი მინდოდა მარა კრიტიკას არ დავუწყებ და თქვენც იგივეს გირჩევთ. თორე სეზონის მიმდინარეობისას შეიძლება ეს თქვენი ნათქვამი თქვენვე გაგიტყდეთ

Claudio Marchisio
12 years ago
Reply to  david david

:up:

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  david david

თორე სეზონის მიმდინარეობისას შეიძლება ეს თქვენი ნათქვამი თქვენვე გაგიტყდეთ <————— +1 ვუჩინიჩზეც ეგრე იყვნენ და ეხა ლეგენდად ყავთ

david david
12 years ago

ვიცი ძმა რომ ეგრეა მარა მაინც თავისას ამტკიცებენ. არავიზე ნაკლება არ მინდა დიდი იუვეს ხილვა მაგრამ რა ვქნა, ვან პერსიში იმაზე ნაკლება გადაიხადა მანჩესტერმა რასაც იუვე სთავაზობდა მარა იქ წავიდა

lasha naxucrishvili
12 years ago
Reply to  david david

აირჩია მანჩესტერი და ეგდოს მანდ ეგ პამპერსი

dito chanturia
12 years ago

არ მიდნა ეს ბერბატოვი ბენტნერი ჯობია რაა ასაკით თორე მეტი ეგეც არაა საოცრება

bacho kochlashvili
12 years ago

აუ ბერბატოვი ლორენტე რო დავმატოთ ძაან მაგარი იქნება

lasha naxucrishvili
12 years ago

ბენტნერიც მოიყვანე მაროტა

jjj jjj
12 years ago

ბერბატოვის ვიდეოებს ვუყურე და…. რავი რა არ მინდა რა

Claudio Marchisio
12 years ago

ბენტნერი გვჭირდება,დაამატონ ბერბას ნიკლასიც…

| Newsphere by AF themes.
221
0
Would love your thoughts, please comment.x