ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შემდეგი ბენდტნერია ( Live )

დიმიტარ ბერბატოვის “ფიორენტინაში” ტრანსფერი ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო, როცა საქმეში ტურინის “იუვენტუსი” ჩაერთო და ბულგარელი ფორვარდის გარშემო შექმნილი სიტუაცია სრულიად შეცვალა.31 წლის ფეხბურთელს იების სათავო ოფისში სულ რამდენიმე საათში ელოდნენ, თუმცა ჯუზეპე მაროტას მიერ შეთავაზებულმა კონტრაქტმა ბერბატოვზე გაცილებით დადებითი ზემოქმედება მოახდინა და წესით.ფლორენციელები ეშმაკების ფორვარდს წლიურ ერთ მილიონს სთავაზობდნენ, ბიანკონერების ხელფასი კი ბუნებრივია, გაცილებით მაღალია.აქვე გეტყვით, რომ ფლორენციაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩასული ბერბატოვი მოულოდნელად მიუხენში გაფრინდა, მიიღო რა “ბავარიას” საინტერესო წინადადება, თუმცა კონტრაქტი არც იქ გაუფორმებია და ახლა გერმანიაში აგენტთან ერთად “იუვეს” ზარს ელოდება.

P.S.

20:00 ბოლო წამისთვის არსებული ინფორმაციით , ტურინის ” იუვენტუსი ” და ფლორენციული ” ფიორენტინა ” მაქსიმალურად ცდილობენ მანჩესტერ იუნაიტედის დარწმუნებას , დიმიტარ ბერბატოვის ტრანსფერზე . ბულგარელის სახელს დიდი ხანია რაც იებს უკავშირებდნენ , მაგრამ დღეს საქმეში ბიანკონერიც ჩაერთო და ამ ორ კლუბს შორის სერიოზული ბრძოლა გაჩაღდა . მაგრამ , მათ რიცხვს მიემატა კიდევ ” ფულჰემი ” , რომელიც არც მეტი არც ნაკლები ფავორიტი გახდა ბერბატოვისთვის ბრძოლაში .

20:15 დიმიტარ ბერბატოვის საფეხბურთო აგენტის განცხადებით ის მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ წუთისთვის და ყველაფერი სულ მალე გახდება ცნობილი …

 

20:30 ბოლო ინფორმაციით , ბიანკონერიმ მიაღწია შეთანხმებას მანჩესტერთან სატრანსფერო თანხის ოდენობაზე . საუბარი 5 მილიონ ევროზეა , რომელსაც ბიანკონერი ეტაპობრივად გადაიხდის , თუმცა მანჩესტერს დაუყონებლივ სურს თანხის აღება . ამ ეტაპისთვის თუ ანდრეა ანიელი მისცემს თანხმობას მაროტას და პარატიჩის , ბერბატოვი ოფიციალურად გახდება იუვენტუსის თავდამსხმელი .

21:15 ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით , ბიანკონერიმ გაიფორმა დიმიტარ ბერბატოვი და დარჩენილია მხოლოდ გარკვეული საბუთების მოგვარება ოფიციალურ განცხადებამდე .

21:20 ტრანსფერის ეკონომიური დეტალები : 2.5 მილიონი ევრო სეზონში ბერბატოვს , ხოლო მანჩესტერს 2 მილიონი ეხლავე და  ერთი წლის შემდეგ კიდევ სამი მილიონი ევრო .

21:25 Sky რედაქტირებას უკეთებს პირველად ინფორმაციას ბერბატოვის ანაზღაურებასთან დაკავშირებით . 1.8 მილიონი ევრო სეზონში .

21:25 პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია ნიკალას ბენტდნერთან დაკავშირებით . დანიელი როგორც ჩანს ბერბატოვთან ერთად გააძლიერებს ბიანკონერის .

21:46 ბენდტნერისადმი ინტერესი საკმაოდ სერიოზულია . იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით არსენალის ფორვარდი ტურინში იმყოფება .

21:55 შეთანხმება არსენალთანაც და ბენდტნერთანაც არსებობს , თუმცა ბერბატოვის შემდეგ რამდენად განხორციელდება მისი ტრანსფერი არავინ იცის .

 22:36 Corriere dello Sportის ინფორმაციით, ნიკლას ბენდტნერი იმყოფება ტურინში და “იუვენტუსსა” და “ფიორენტინაში” შესაძლო ტრანსფერების დეტალებს განიხილავს. ამავე წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელმა აგენტად ყველასათვის ნაცნობი სპეციალისტი მინო რაიოლა დაიქირავა.

 

რაიმე ახალი ინფორმაციის შემთხვევაში ბერბატოვთან დაკავშირებით , ამავე სტატიაში მოგაწვდით ონლაინ რეჟიმში .

 

წყარო : Football Italia

221 thoughts on “შემდეგი ბენდტნერია ( Live )

  1. ვაააააააააააა ბერბატოვი რა კაია ტო ეხა ბენტნერიც თუ მივაყოლეთ კვალიარელააა გასაშვები და მატრი ვუჩინიჩი ჯოვინკო ბენტნერი ბერბატოვი მშვენიერა :chuvak:

  2. ბენტნერი არ მინდა ნელია ძალია : (( აი ბერბატოვი კაი ფორვარდია, ჭკვიანი ფეხბურთელია ძალიან

  3. დათკა

    შეთანხმება ბენდტნერთანაც და არსენალთანაც არსებობს, მაგრამ ბერბატოვის გაფორმების შემდეგ არ იციან დაიმატებენ თუ არა ნიკლასსო ))

    ჩემი აზრით უნდა დაიმატონ აუცილებლად და ეგრეც მოხდება, სხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ

  4. მიდი სანამ ოფიციალურად არ წავიკიტხავვ ვერ მოვისვენებ ლიგაზე მილანი და იუვეე იტალიიდან უნდა ვასახელოთ იტალია ორივეს წარმატებებიიი !

  5. Sul sito della “Gazzetta dello Sport”, viene ricostruita la vicenda Bendtner. La Juventus aveva trovato l’accordo sia con l’Arsenal che col giocatore, ma in serata, dopo aver trovato l’accordo con Berbatov, ha fatto sapere che non se ne farà più nulla.

    აი აზრი ვერ გავიგე რა წერია

    1. ადგილზე “Gazzetta dello Sport”, reconstructs ამბავი Bendtner. იუვენტუსი მიაღწია შეთანხმებას, არსენალში არის, რომ ფეხბურთელი, მაგრამ საღამოს, მას შემდეგ, რაც მიღწეული შეთანხმებით ბერბატოვი, არ იცოდა, რომ იგი არაფერი

      ასე გადათარგმნა გუგლმა :D თუ გამოგადგებათ…

      1. ჩემი აზრით შეთანხმება მიღწეული იყო არსენალთან მაგრამ ბერბატოვი რადგან გავიფორმეთ ბენტნერზე აღარ ვფიქრობთ… ნუ არ ივიც რა:D

  6. ბენტნერი, ვუჩინიჩი, ჯოვინკო, მატრი, ლორენტე ან იოვეტიჩი. ეს თავდასმხმა იქნება იდეალური. კუალიარელას ალბათ წასვლა მოუწევს

  7. აუუუ ან მართლა სერიოზულად დაიბლოკა ლორენტე ანდა ეხლავე ვდგები და მაროტას სახელზე სანთელს ვანთებს… ბერბატოვი+ბენტნერი+ლორენტე ვააუ))) FORZA MAROTTA FORZA JUVENTUS!!!! :forza: :forza: :forza:

  8. კიკი ბენტნერიც ჩვენია მგონი… ლორენტე თუ მოვიდა კიდე 1 წელი მაროტას სურათი მექნება დესკტოპზე!

  9. აუუ ვკითხულობ ამ უაზრო კომენტარებს და ნერვები მეშლება რა!!! ბერბატოვი ღირს 5 მილიონი იყიდიან ამას და დაამატებს მაროტა ლორენტეს უეჭველიიიიიი ახლა თუარა ზამთარში მაინც… ნუ იშლით ნერვებს და მდორედ მიადევნეთ თვალი მოვლენებს…

  10. დათკა

    ბერბატოვთან ერთად ბენდტნერიც ავირჩიეთ მანდვე წერია ტუტოიუვეში ჩაამატე კაცურად, გავრბივარ ეხლა და მოვალ..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.