ბოლო სამი დღე და უამრავი ჭორი – 29 აგვისტო
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ტურინის “იუვენტუსისა” და ფლორენციის “ფიორენტინას” ხელმძღვანელებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც გადაწყდა, რომ სტეფან იოვეტიჩი ბიანკონერების წევრი არა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, არამედ 2013 წელს გახდება.საქმე იმაშია, რომ იები ახალ სეზონში მონტენეგროელ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებენ და მისი გასხვისება არ სურთ, მომავალ წელს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის შესახებ შეთანხმება კი თავად იოვეტიჩთანაც არსებობს.ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჯუზეპე მაროტა სხვა ვარიანტებს განიხილავს და ანტონიო კონტეს გუნდში ფორვარდის დამატებას ყველანაირად ცდილობს.ფერნანდო ლორენტეს დამატება 36 მილიონზე ნაკლებად შეუძლებელია, ოსკარ კარდოსოს სანაცვლოდ კი პორტუგალიელები 15 მილიონს ითხოვენ, მაროტა თავისმხრივ 8 მილიონს იხდის.გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერი 10-11 მილიონად გაფორმდება.
ბრიტანული პრესის მტკიცებით კი, ლონდონის “არსენალის” ფორვარდის, ნიკლას ბენდტნერის მსურველთა რიგს ტურინის “იუვენტუსიც” შეუერთდა.დანიელ ფეხბურთელს მეთოფეებში დარჩენა არ სურს და სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებში რომელიმე გუნდში გადაბარგების იმედადაა, ბებერი ქალბატონი კი 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 5 მილიონს იხდის.
რუბენს ფერნანდო მოედიმი – საჯაროდ ცნობილი როგორც რუბინიო, უახლოეს საათებში ოფიციალურად უნდა გახდეს ბიანკონერების წევრი.ბრაზილიელი მეკარის სამედიცინო შემოწმებამ დადებითი შედეგი აჩვენა და სულ მალე, კლუბი 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს დაადასტურებს.აქვე გეტყვით, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე რუბინიომ მედტესტების შემდეგ იტალიურ პრესასთან რამდენიმე სიტყვიანი ინტერვიუც მისცა : “შეუძლებელია, “იუვეს” უარი უთხრა.”
სრულიად შესაძლებელია, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში “იუვენტუსის” წევრი მობიდო დიაკიტეც გახდეს.ფრანგ მცველს, რომელიც ამჟამად “ლაციოს” ფეხბურთელია, დედაქალაქელებთან კონტრაქტი 2013 წელს უმთავრდება, გახანგრძლივებას არ აპირებს და მზადაა მიღებული შემოთავაზებები განიხილოს.25 წლის უკანახაზელი ლაციალეში 2006 წლიდან გამოდის, 89 შეხვედრაში მან ორი გოლის გატანა მოახერხა.
ტუტოსპორტი კი რეტო ციგლერის მომავალ კლუბად სიცილიურ “პალერმოს” ასახელებს.მაურისიო ძამპარინი შვეიცარიელი მცველის დამატებას მაქსიმალურად ცდილობს და გასაკვირი არ იქნება, ტურინელები მის გასხვისებას ადვილად თუ დასთანხმდებიან.შეგახსენებთ, რომ “სამპდორიას” ყოფილი მოთამაშის მიმართ ინტერესს სხვა გუნდებიც იჩენენ.
რიჩმონდ ბოაკიე მომავალ სეზონს “სასოულოში”, არენდის წესით გაატარებს.ბიანკონერებმა ფეხბურთელის ყოფილ კლუბთან შეთანხმებას დღეს მიაღწიეს და უახლოეს საათებში, ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.
რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით კი, ბებერი ქალბატონის ლეგენდარულმა კაპიტანმა, ალესანდრო დელ პიერომ შვეიცარულ “სიონს” თანხმობა განუცხადა და იტალიელის წარდგენა ახალ კლუბში ხვალ იგეგმება.ასე რომ, ალე მომავალ სეზონს ახლო მეგობართან, რინო გატუზოსთან ერთად ჩაატარებს.
წყარო : Tuttojuve; Tuttosport
Portugaliis mesamem rogor unda ajobos italiisas..! Sadaa prestiji…
გავარდებოდა აბა რას იზავდა ეს რომ გყავს გუნდში
:D:D
არმეროო სახით ეცემაა

:D:D kiდევ კარგი ჩვენთან არაა ეგ :D
უდინეზეც გავარდა
ბოლოს როდის იყო 2 გუნდი ლიგაზე იტალიიდან არ მახსოვს, საერთოდ იყო ეგეთი შემთხვევა ? 
მოვიდეს კარდოზო, იქნებ იდეალურად ერგება გუნდს. პროსტა 2-3 მილიონის გამო არ დაკარგოს
ოღონდ ბორიალა არ დავინახო კიდე ერთხელ იუვეს მაიკით
იო კიდე ეგრე ძაან თუ უნდოდათ აგვისტოშივე უნდა ეჩალიჩათ.
არა რაა კარდოზო არ გამოგვადგებააა
მაგას მატრი მირჩევნია!
ეხლა ვნახე კარდოსოს ვიდეოები და კაი მეგოლეა თავით და ფეხით საკაიფოტ იგროკობს და სტანდარტულბსაც საკაიფოდ ურტყავს მარა რამდენად გაგჩვს იტალიაში სხვა საკითხიაა თან 8ლიმონზე მიტი არ გირს არა ცუდი ვარიანტი

ბეპე კარდოზო მოიყვანე რა ძმობას გაფიცებ
ისევ ყველას კარდოზო ჯობია <3 მარა გიჯია მაროტა რა 15 ითოვენ და ამან 8 მილიონიო რა უნდა ელაპარაკო ეხლა ამას :@.... ....