ბოლო სამი დღე და უამრავი ჭორი – 29 აგვისტო
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ტურინის “იუვენტუსისა” და ფლორენციის “ფიორენტინას” ხელმძღვანელებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც გადაწყდა, რომ სტეფან იოვეტიჩი ბიანკონერების წევრი არა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, არამედ 2013 წელს გახდება.საქმე იმაშია, რომ იები ახალ სეზონში მონტენეგროელ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებენ და მისი გასხვისება არ სურთ, მომავალ წელს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის შესახებ შეთანხმება კი თავად იოვეტიჩთანაც არსებობს.ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჯუზეპე მაროტა სხვა ვარიანტებს განიხილავს და ანტონიო კონტეს გუნდში ფორვარდის დამატებას ყველანაირად ცდილობს.ფერნანდო ლორენტეს დამატება 36 მილიონზე ნაკლებად შეუძლებელია, ოსკარ კარდოსოს სანაცვლოდ კი პორტუგალიელები 15 მილიონს ითხოვენ, მაროტა თავისმხრივ 8 მილიონს იხდის.გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერი 10-11 მილიონად გაფორმდება.
ბრიტანული პრესის მტკიცებით კი, ლონდონის “არსენალის” ფორვარდის, ნიკლას ბენდტნერის მსურველთა რიგს ტურინის “იუვენტუსიც” შეუერთდა.დანიელ ფეხბურთელს მეთოფეებში დარჩენა არ სურს და სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებში რომელიმე გუნდში გადაბარგების იმედადაა, ბებერი ქალბატონი კი 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 5 მილიონს იხდის.
რუბენს ფერნანდო მოედიმი – საჯაროდ ცნობილი როგორც რუბინიო, უახლოეს საათებში ოფიციალურად უნდა გახდეს ბიანკონერების წევრი.ბრაზილიელი მეკარის სამედიცინო შემოწმებამ დადებითი შედეგი აჩვენა და სულ მალე, კლუბი 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს დაადასტურებს.აქვე გეტყვით, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე რუბინიომ მედტესტების შემდეგ იტალიურ პრესასთან რამდენიმე სიტყვიანი ინტერვიუც მისცა : “შეუძლებელია, “იუვეს” უარი უთხრა.”
სრულიად შესაძლებელია, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში “იუვენტუსის” წევრი მობიდო დიაკიტეც გახდეს.ფრანგ მცველს, რომელიც ამჟამად “ლაციოს” ფეხბურთელია, დედაქალაქელებთან კონტრაქტი 2013 წელს უმთავრდება, გახანგრძლივებას არ აპირებს და მზადაა მიღებული შემოთავაზებები განიხილოს.25 წლის უკანახაზელი ლაციალეში 2006 წლიდან გამოდის, 89 შეხვედრაში მან ორი გოლის გატანა მოახერხა.
ტუტოსპორტი კი რეტო ციგლერის მომავალ კლუბად სიცილიურ “პალერმოს” ასახელებს.მაურისიო ძამპარინი შვეიცარიელი მცველის დამატებას მაქსიმალურად ცდილობს და გასაკვირი არ იქნება, ტურინელები მის გასხვისებას ადვილად თუ დასთანხმდებიან.შეგახსენებთ, რომ “სამპდორიას” ყოფილი მოთამაშის მიმართ ინტერესს სხვა გუნდებიც იჩენენ.
რიჩმონდ ბოაკიე მომავალ სეზონს “სასოულოში”, არენდის წესით გაატარებს.ბიანკონერებმა ფეხბურთელის ყოფილ კლუბთან შეთანხმებას დღეს მიაღწიეს და უახლოეს საათებში, ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.
რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით კი, ბებერი ქალბატონის ლეგენდარულმა კაპიტანმა, ალესანდრო დელ პიერომ შვეიცარულ “სიონს” თანხმობა განუცხადა და იტალიელის წარდგენა ახალ კლუბში ხვალ იგეგმება.ასე რომ, ალე მომავალ სეზონს ახლო მეგობართან, რინო გატუზოსთან ერთად ჩაატარებს.
წყარო : Tuttojuve; Tuttosport
30 აგვისტოს ღამეს მთავრდება სატრანსფერო ფანჯარა თუ 31 ღამეს?
31-08-2012 00:00 წუთზე
31 ღამეს მაგრამ იტალიის დროით ღამეს იასნა :) მთელს მსოფლიოში არა რა ტქმა უნდა :)
ისე როგორ არ გაბრაზდები მაროტაზე კაცი რა, რომას დონის გუნდი არ იტოვებს ბორიელოს და ჩვენ ვაპირებთ მისით გაძლიერებას?
კაი რა

gio_juventino
ჯერ მხოლოდ პირველი საათი ხდება იტალიაში და მჯერა ჯერ კიდევ კორსო გალილეო ფერარისზეა..
ან მოგვარებული იქნება ხვალინდელი შეხვედრები და მშვიდად ელოდება გათენებას..
აუ რას აპირებ მაროტა გვითხარი რაა..ბოლო დღე წარმომიდგენია რო აიყრება ოფიციალურეებიი :D
დროგბას ან იო იოს ისე გააოფიციალურებენ ვერც მივხვდებით
აუ ბლინ წარმომიდგენია ეხა ჩვენ აქ კვკდებიტ ავატენებთ ახალ ინფოს ველოდებით და მაროტა წაპლაკული რბლი ლოგინში მე 9 სიზმარშია
სიგარეტის პრობლ არ მაქვს, მაგრამ მაროტას რომ ვერ ვუგზავნი ფულს ტრანსფერებისტვის ეგ მიკლავს გულს

კარდოსო კაი ფხბურთელია, სხვა გზა თუ არაა მოიყვანონ!
ძაან ბევრ გუნდზე მაგარი სასტავი გვყავს
მართალია თავდასხმა აჩმახებს მაგრამ ნახევარდაცვა და დაცვა მაგარი გვყავს.
ძაან მინდა იუვე ლიგაზე ჩელსის ან ბაიერნს შეხვდეს ვერც ბაიერნი და ვერც ჩელსი იუვეს ვერ მოუგებს მაგრად მჯერა. ლიგას მოვიგებთ და რაღაც ეგეთ ლაპარაკს ნაღდად არ დავიწყებ.
ძილი კი კაია მარა უსიგარეტობაა სამაგიეროდ უფრო ცუდი =)) წავედი მაღაზიაში . ხვალამდე

მაგრად მეძინება პადოინს ვფიცავარ უბრალოდ მეზარება მეორე სართულზე ასვლა..
აუფ შენც ისეთი პრობლემა გქონია რააა :D მაგიდაზე ფეხები სკამი გაშალე და წაუძინე
რა ძილი ტრანსფერის სტატიას ველოდებით =))))))))))))))))
gio_juventino
კაი ბლინ დაწყნარდი..
არ გეძინებათ თქვე ხალხო ? დაგვათენდა თავზე..
მეძინება არ კვატი
7 ამდე აქ ვარ
ინტერი თუ ბევრს არ მიაღწევს წელს ნახავთ, სერიოზული გუნდი შეკრიბა ნერიაძურიმ )) მაიკონი თუ წავიდა ძანეტი დადგება არაა პრობლემა..
ჰანდანოვიჩი, მაიკონი, რანოკია, სილვესტრე, პერეირა, გუარინი, კამბიასო, ძანეტი, სნეიდერი, კასანო, მილიტო
სკამზეც ჰყავს ხალხი : კოუტინიო, პალასიო..
ეგ იქამდე სანამ ჩვენ არ შეგვხვდებიან
Darja
დამაწყდა ნერვები აღარ შემიძლია ბლინ :@.... ....
ჟირუ მაინც გვეყიდა ბლინ ან დამიაო :D ხოლო ფერდინანდის და ბონუჩის შედარებას რაც შეეხება და ბარძალის ამ მომენტისთვის მართლა დაასკდეს იუვეს დაცვას მანჩესტერი :) იმობილე მაინც დააბრუნონ ბლინ
დარჯა დელპო გაუშვეს ასაკის გამო და მაგათმა თუ დროგბა მოიყვანეს ყურებით უნდა ჩამოკიდო კონტედან დაწყებული ანიელით დამთავრებული ყველა )
ბუფონი-ბარძალი-კიელინი-ლიხშტაინერი-ვიდალი-მარკიზიო-პირლო-ვუჩინიჩი-ჯოვინკო
ვისზე ნაკლებივართ ტო??? მიდი იუვეეეეეეეე
მილანის სიტუაციას თქვენთვიდონ ხედავთ , ნაპოლიდან ლავეცი წავიდა და ჩემი აზრით ნაპოლი ნახევარი დარჩა რომას შანსები თქვენთითონ შეაფასეთ და ინტერს კდიე დაუბერდა ეს მილიტო ,ასე რომ არამგონია წელს ჩვენზე მეტი შანსი ქონდეს სერია ა ში, და ლიგაზე ხელი რატო ჩაიქნიეთ მაინც ვერ გავიგე, გავარტყი ბარსასაც რეალსაც და ყველას
forza JUVEEe
gio_juventino
უშუალოდ დაცვას თუ ადარებ რატო ძმაო, ფერნანდინდი – ვიდიჩი რაც არ უნდა იყოს კლასნი უკანახაზია )) ჩვენ ჯორჯო არ გვყავს ნაკლები, მაგრამ ბონუჩის და ბარძალის ნაღდად არ უთამაშიათ იმხელა ფეხბურთი რომ ფერდის გვერდით დააყენო..ლეო იმედია ითამაშებს, ბარძალი ეხლაა ფორმის პიკში..ამ მომენტისთვის ყველას დაცვის დედაც, პლანეტის საუკეთესო უკანახაზი გვყავს გასულ სეზონში..ნახევარდაცვა ნაღდად უკეთესი გვყავს, მაგრამ აი წინახაზი უმაზაფაქესი ჩამოაყალიბა ძია ფერგიმ..
დროგბა მართლა მაგრად წაგვადგება, რაც არ უნდა იყოს თავიდან ბოლომდე კლასია ეგ ფეხბურთელი..
რა ლიგა ხალხნო, მტავარია სკუდეტო მოვიგოთ, შარშან არ გამოვდიოდით ლიგაზე და ეგ დიდ უპირატესობას გვაძლევდა და შევძელით მოგება, წელს კიყველა 2მაგად მოინდომებს რომ ჯერ დაუმარცხებელი გუნდი დაამარცხონ გასვლაზე და ტურინში, მერე კი ინტერი-მილანი-რომა-ნაპოლი უსაქმოდ არ იქნებიან, მითუმეტეს რომ ევროტურნირზე მარტო მილანია…
დაუფიქრდით და ბიჭებს სკუდეტოს მოგებაში ვუქომაგოთ, ლიგაზე კი მაქსიმუმ 8გუნდში მოხვედრა მე პირადად ძალიან გამეხარდება, ასევე წინ და წინ მინდა წავიდეთ იტალიის თასზე…
მოკლედ ბიჭებო არ დავთმოთ სკუდეტო და ლიგის მე-4 ფინალი ვიტამაშოთ ასევე იტალიის თასის მინიმუმ ნახევარფინალი…
ესაა ჩემი მოთხოვნა…
დარჯა ეგრე ძმაო არც სკუდეტო უნდა გვქონდეს ფეხბურთელებს თუ შევადარებთ თუნდაც შარშანდელი მილანის და ჩვენსას მაგრამ მოვიგეთ ) მთავარია ის მუხტი შევინარჩუნოთ რასაც კონტე აძლევდა ჩვენს მგლებს და სადამდეც გვეყოფა ძალა მივაწვეთ )

gio_juventino
ვინ მოგცემს შაარავის მაგის იმედზეა მილანი, დიდი პერსპექტივის მქონე ბიჭია ძალიან ))
მე პირადად კარდოსოც მომწონს და ბენდნტნერიც, ნიკლასს გოლის გატანის ალღო აქვს ევროპაზეც დაამტკიცა, თან 24 წლისაა ))
მოკლედ ვინმე გვჭირდება ვინმე, რომ მოწინააღმდეგემ დაინახოს, იუვემ ფორვარდი დაიმატა და წინახაზი გააძლიერა..
არადა დარწმუნებული ვარ ბილბაო ლორენტეს გამოუშვებდა 21 მილიონადაც, ფეხბურთელს ჰქონდა დიდი სურვილი, მაგრამ ისე წააგო ორივე თამაში საწყის ტურებში რომ მოუჭირა პრეზიდენტს, 36 მილიონი არა ტოროლა..
ელ შაარავიც თუ გაყიდეს და საღოლ მაგათ :D ალეგრი თუ გახდება მერე თავდამსხმელი არ ვიცი 11 ფეხბურთელი აღარ დარჩათ :D
დამიაო რომ ვიყიდოთთთ აუ რა გაასწორეებს ! ან დროგბა
აი მშვენიერი ინფოოოც დაიდოოო
1.დელპიეროზე გამეხარდა ძალიან, სიონი ეკონომიურად მოძლიერებულია და ალექსას დამატებით ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეძლებენ…
2.დიაკიტე 25 წლისაა და თან მებრძოლია, მივესალმები მის დამატებას…
3.თუ ლორენტე არა, მაშინ კარდოზო მშვენიერი ვარიანტია, მართალია 15მლ ძვირია 29 წლის ფორვარდში, მაგრამ ეხლა ფულის დაჟოჟკვა დაღუპვის ტოლფასია, მაგრამ მე-2 ვარიანტი რატომ არ განიხილება? ბენფიკას ხომ უნდა რეტო ციგლერი? ხოდა ციგლერი+თანხა რა მშვენიერი ,,ოფერი” იქნება…
4.ასევე ნიკლას ბენდტნერი მშვენიერია, ახალგაზრდაა,პრემიერ ლიგაში ძალისმიერი ფეხბურთი აქვს ნათამაშები და იტალიაში არ უნდა გაუჭირდეს წესით…
მოკლედ ლორენტეს ჯობია კარდოსო-ბენდტნერი მოვიყვანოთ!
ძალიან მაგარი იქნება:
ვუჩინიჩი-ჯოვინკო-კარდოსო-ბენდტნერი-მატრი
ლიგაზე მეტად მე პირადად სკუდეტოს შენარჩუნებაზე ვფიქრობ ძმაო )) რამდენიმე წლიანი განშორების შემდეგ ლიგის პირდაპირ მოგება ( თუნდაც 1/2 – ფინალამდე გასვლა ) ადვილი არ არის, არ გვყავს ისეთი ფეხბურთელი რომელიც მართლა ტოპ დონისაა და ერთი დარტყმით გადაწყვეტს მატჩის ბედს..დღეს რეალი, ბარსა, იუნაიტედი, ჩელსი და ბავარია ჩვენზე შეთამაშებული და მოძლიერებული გუნდები არიან, როგორც ფინანსურად, ისე საფეხბურთო თვალსაზრისით..არავის არ გვეშინია, მაგრამ რეალურად ეგაა..მთავარია ევროპაში კარგად დაბრუნება, დამაჯერებელი თამაში და მაქსიმუმისთვის ბრძოლა, პირდაპირ ფინალს ნუ მოვთხოვთ ბიჭებს, მილიარდებს ხარჯავს სიტი და ჩელსი მაგრამ ხო ნახეთ, პირველად წელს მოიგო..
კაი რა დარჯა ეგ ტოპ ფორვარდი გვინდა ზუსტად ! და შახტარები თუ გადის მე 4 ედ ფინალში და აპოელი იუვენტუსი ნახევარ ფინალში ვეღარ უნდა გავიდეს ტო? კიარა აი ეს დროგბა დადონ და იო იო და მერე ლიგასაც მოვიგებთ სასტავით შეხედე ტო მანჩესტერს არც ჩვენი დონის დაცვა და არც ნახევარ დაცვა ყავს არც მეკარე მაგათმა რა უნდა გვიქნან? ბაიერნი ბარსა რეალი კი დგანან ერტი თავიტ მაღლა მაგრა ტავდასხმა!!!!!!!!!!!! და უკვე ვთანაბრდებიტ!
აუ აცმილანზე რა ხდება =)))) სასტავი პანიკაშია )))))))) რაღაც სტატია იყო ბოიანი უყიდიათ და მორჩა მილანის ტრანსფერებიო :D იუვეს იმედი აქვს მთელ იტალიას ლიგაზე :D
მაგათზე დასაცინად ცვენ ნაღდად არ გვაქ საქმე ! ელ შაარავი მაინც მოგვყიდონ მაგატმა ბლინ
au blin nayar nuyara fexburTelebSi amdenis xarjvas Tavis droze eyidaT blin vinme, daiviwyet liga!
ოჰ საინტერესო ბოლო დღეები გველის აშკარად )) ოფიციალური ოფიციალურზე იქნება..მოკლედ ჩემი აზრით, ციგლერი პალერმოში წავა, პაციენცა ტორინოში ან ბოლონიაში, ბოაკიე არენდით სასოულოში, ლეალი არენდით ვირტუსში..
ჯეკო და ლორენტა შეუძლებელია, მგონი ის შემთხვევაა როცა მაროტა ბევრს ვერაფერს შეძლებს..36 მილიონი ნაღდად არ ღირს ლორენტე და მითუმეტეს ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტი ამოწურვამდე 1 წელი დარჩა..ჯეკოს ნუ ბლოკი ადევს, მანჩინი არ ჰყიდის ) მაინც მგონია რომ ოსკარ კარდოსო გადმოვა ჩვენთან, ბორიელოს ასჯერ მირჩევნია და ყველაფერს დავთანხმდები, ოღონდ მარკო არ მანახოს მაროტამ..
შეიძლება დიაკიტეც დავიმატოთ და პელუზოს ტრანსფერის მჯერა, მაგრად მაინტერესებს ფედერიკო კარგი მარცხენა ფლანგელია..
ჰო კიდევ, იმედია იოვეტიჩზე სიმართლეა )) მომავალ წელს მაინც შევივსებით კარგად..