დაბადების დღეს გილოცავთ, გიო!
დღეს, 2012 წლის 30 აგვისტოს, ტურინის “იუვენტუსის” ქართული ფან-კლუბის, ForzaJuve.Ge – ს ადმინისტრაციის ღირსეულის წარმომადგენლის, გიო დარჯანიას დაბადების დღეა! ახალგაზრდა “იუვენტინო” 17 წლის გახდა. ამ გაცეცხლებული სატრანსფერო ბატალიების დროს, დიდი იმედი მაქვს, ტურინის “იუვენტუსის” ხელმღვანელობა ჩვენს მეგობარს შესაბამის საჩუქარს გაუკეთებს. მე კი, თქვენის ნებართვით, მთელი ფან-კლუბის სახელით მივულოცავ მას ამ შესანიშნავ დღეს და ვუსურვებ ღვთის წყალობას, ჯანმრთელობას, წარმატებებს, ბედნიერებას და ყოველივე საუკეთესოს მის ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად. მინდა დავამატო ისიც, რომ გიო მოახლოებულ სასწავლო წელს აბიტურიენტი ხდება. ყველას კარგად მოეხსენება, რა მნიშნველოვანი პერიოდია ეს მოსწავლის ცხოვრებაში. გიო, დარწმუნებული ვარ, შენ “აბიტურიენტის გზას” ღირსეულად გაივლი და ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც შენ და შენს ოჯახს გაუხარდება. გისურვებ, რომ “იუვენტუსმა” ეს პერიოდი და მთლიანად შენი ცხოვრება დიდი გამარჯვებებით გაგიხალისოს და უფრო მეტი სტიმული მოგცეს. მრავალს დაესწარი, ბიანკონერო!
გილოცავ :twisted: