ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენდტნერი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

Sky Sport Italia – თან საუბარში ბეპე მაროტამ დაადასტურა, რომ ნიკლას ბენდტნერი ხვალ ოფიციალურად უნდა გახდეს “იუვენტუსის” ფეხბურთელი. ტურინელთა სპორტულმა დირექტორმა სხვა თემებთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება: ” ბენდტნერი უკვე იტალიაშია და ხვალ სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის. სანამ ყველაფერი ოფიციალურად არ გაფორმდება, მანამდე არ ვიტყვი, რომ იგი ჩვენი საკუთრებაა, ყველაფერი ხვალ გახდება ცნობილი… აქვე გავნმეორდები და ვიტყვი, რომ ჩვენ მხოლოდ იმის შემდეგ დავიწყეთ “მანჩესტერსა” და ბერბატოვთან მოლაპარაკებები, რაც შევიტყვეთ, რომ ფეხბურთელმა “ფიორენტინას” წინადადება უარყო. შესაძლოა თავად ბერბატოვს დაავიწყდა ამის ფლორენციელებისთვის შეტყობინება. მას ნამდვილად არ მოუხდენია სხვებზე კარგი შთაბეჭდილება, ბულგარელის მხრიდან გამოჩენილი საქციელი არაპროფესიონალური იყო, ჩვენ ჩვენი მხრივ “ფიორესთან”ყველაფერი შეთანხმებული გვქონდა. ვართ თუ არა კენჭისყრით კმაყოფილნი? ყველანი ბედნიერები ვართ იმით, რომ დავბრუნდით ჩემპიონთა ლიგაზე ანუ იმ სიმაღლეზე, რომელიც კლუბის პრესტიჟს შეესაბამება.” – განაცხადა მაროტამ.

წყარო: Football-Italia

18 thoughts on “ბენდტნერი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

  1. არაა ურიგო ფეხბურთელი და მატრის ცალსახად მირჩევნია-ახლა დროგბა გვინდა-ტარანის ტიპის ფორვარდი, ეეეჰ კიდევ ერთი ტოპ-მცველი რომ დავითრიოთ კი გაასწორებდა!!
    მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee:

  2. აუუუ მომბეზრდა რა:@ მთელი ზაფხული 1 დღე არ გამიმაზია აქ ვიყავი, იმის იმედით ვხსნიდი სტატიებს რომ ,,TOP” forvardi gadmovidoda mara es SemCa ra…

  3. მე არასდროს არ მიყვარს ფეხბურთელის გაფარჩაკება, სანამ საქმეში არ ვნახავ, მარა ამის იმედი ნაღდად არ მაქვს, მართლა დანიელი ბორიელოა.. სადაა დაპირებული სუპერ ფორვარდი?? ჩემი შეხედულების ბენდტნერთან შედარებით მატრი პელეა :) იმედია ვცდები და გაამართლებს..

  4. აუუუ რავი რა ძაან ვორჭოფობ… ან ძაან მაგრა გაიხსნება და იმენა გამოგვადგება ანდა მაგრა ჩაისვრის ჯერჯერობით 60%ს მეორე ვარიანტს ვაძლევ იმედია სეზონის მიმდინარეობისას გამიქარწყლდება ვარაუდები… რა ვქნათ მოგვიწევს forza niklas:D:D:D FORZA JUVEEEEEEEE :juvee: :juvee: :juvee:

  5. მართლა ცუდად მოიქცა ბერბატოვი ყველას დასაცინი რო გახდა.
    დიდად არც მინდოდა დიდია წლოვანებით. კაროჩე დავაი დასვიდანია რო იტყვიან რა :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.