ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენდტნერი თითქმის ბიანკონეროა ( განახლდა )

ნიკლას ბენდტნერი წესით დღესვე უნდა გახდეს ტურინის “იუვენტუსის” წევრი.ჯანლუკა დი მარციოსა და Sky Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბებერმა ქალბატონმა ფლორენციის “ფიორენტინას” კონკურენცია წარმატებით დასძლია და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები მოაგვარა, რასაც უმალ მოჰყვა თავად დანიელის რეაქცია, რომელიც მილანში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა და ბიანკონერების ხელმძღვანელობასთან გამართავს შეხვედრას.ნიკლასთან ერთად შეხვედრას მისი აგენტიც დაესწრება და კონტრაქტის დეტალები მოგვარდება.

14:05 – ნიკლას ბენდტნერთან პირადი კონტრაქტის დეტალების შმდეგ ტურინის “იუვენტუსმა” ის თანხა გაამზადა, რომელსაც დანიელის სანაცვლოდ ლონდონის “არსენალი” მიიღებს.სავარაუდო ღირებულებად იტალიური პრესა ხუთ მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში 24 წლის ფორვარდი აგენტთან ერთად მილანში მდებარე ატა ჰოტელში იმყოფება.

წყარო : Tuttojuve

74 thoughts on “ბენდტნერი თითქმის ბიანკონეროა ( განახლდა )

  1. Del alex

    თქვენთან ტიმოშუკი კიდე ძირითადის კაცია?:) ეგ კაი იყო ჩაგეტვალა :lool: :lool: არა რა იმედი აქვთ ვერ ვხდები მე ან რითი არიან ჩვენზე წინ :chuvak: :chuvak:

  2. მე მჯერა ნიკლას ბენდტნერის, ძლიერი ფორვარდია, ინგლისური ფეხბურთი ნათამაშები აქვს და აქ არ გაუჭირდება… თან მე-2 სართულზეც ყომარობს და დარტყმაც კარგი აქვს…

    ვუჩინიჩი-ჯოვინკო-მატრი-ბენდტნერი

    კვალიარელა – out /// ლორენტე – In

    და დავიწყოთ სეზონი :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.