ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენდტნერი: ” ვამაყობ, რომ აქ მოვხვდი “

ნიკლას ბენდტნერი “იუვენტუსის” ფეხბურთელის სტატუსით პირველ კომენტარს აკეთებს. დანიელი ფორვარდი “ბებერი ქალბატონის” რიგებში ჩარიცხვით კმაყოფილი ჩანს…

პირველ რიგში, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი. იგრძნობა თუ რამხელა ტრადიციების მატარებელი და როგორი დიდებული გუნდია “იუვე”. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ გუნდის სტადიონს და შემდეგ თანაგუნდელებსა და ფანებს გავეცნობი. ჩემთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, იტალიის უძლიერეს გუნდში მოვხვდი, სადაც მოთხოვნებთან ერთად, კონკურენციაც ძალიან დიდია. ეს პროფესიულ წინსვლაში დამეხმარება.

ვიცი, რომ იტალიური გუნდები ტაქტიკურად ძალიან განსწავლული არიან. რას მოვუტან “იუვეს”? დიდ ენთუზიაზმს. ვაპირებ გულით ვითამაშო და კარგი შედეგი ვაჩვენო. საუბრის ნაცვლად, ყველაფერს მოედანზე გაჩვენებთ. მინდორზე მაქსიმუმს გავაკეთებ. ”

რაც შეეხება მიზნებს, მინდა ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში. შესანიშნავი იქნება, თუ “სკუდეტოს” მოგებას ისევ შევძლებთ, აქ სწორედ იმისთვის ვარ, რომ რაღაც საოცარის თანამონაწილე გავხდე, როგორიც არის კიდეც “იუვე”. ”

“ჩემპიონთა ლიგაში” რთული მატჩები გველის. კოპენჰაგენში თამაში ჩემთვის სასიამოვნო იქნება, იქ ბევრი მეგობარი მყავს. ყველა შეხვედრის მიმართ დიდი მოლოდინი მაქვს. იმედია, შემდეგი ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

რას ვეტყვი ფანებს? აქ მოსვლით ბედნიერი ვარ, ვამაყობ, რომ “იუვენტუსის” მაისური მეცმევა. ვეცდები შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო და ბევრი გოლი გავიტანო.”

60 thoughts on “ბენდტნერი: ” ვამაყობ, რომ აქ მოვხვდი “

  1. ბენტნერი ჩემი აზრით ის ფეხბურთელია რომელიც იუვეს სუარესზე უფრო გამოადგება. ლორენტე მაგარია და ფალკაო მარა ამ ეტაპზე ეს კაი კაცი ვიკმაროთ დანარჩენებიც მოვა

    1. ბარემ კი არ გამოგვადგება, მაგრამ როცა უკვე ნაყიდია და გაფორმებულია სხვა რა გზაა იმედი საუკეთესოსი უნდა გვქონდეს და გვჯეროდეს, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდება ტოპ თავდამსხმელად. ღმერთმა ქნას. ყველას ეგ გვინდა.

  2. პრინციპინო რო არ მჯეროდეს კი არა ძაან კარგად ვიცი რასაც ვამბობ და ძმურად უაზრო კომენტარები არ გვინდა , მე არ მითქვამს ტოპ ფორვარდია მეთქი ან რამე ეგეთი საოცრება თქო მაგრამ საკმარისად მაღალი კლასი აქ იმდენი მაინც რო ამ წუთას თავისუფლად გამოგვადგეს იმათგან განსხვვავებით ვინც ეხა იუვენტუსშია სულ წინ , თქვენ სუარესი ტორესი ან რამე ეგეთი თუ არ მოიყვანეს ვსიო არაფერია , მატრის ანალოგია არა? ჰმ ერთს გეტყვი ამან არსენალში ბაიერნში ითამაშა ნაკრებში ითამაშა ევროპაზე პორტუგალიას 2 გოლიც გაუტანა და ცოტა წინ გასულიყვნენ კიდე შეილება ევროპის ბომბარდირიც გამხდარიყო გამორიცხული არაა ნამდვილად და მატრი დალპა კალიარში და იმდროინდელი იუვენტუსის მდგომარეობა და მაროტას სიკვერცხე რო არა ეხაც იქ დალპებოდა ნაკრებში თამაშზე ხო არაფერს ვამბობ პროსტა, ბენტნერი რო იტალიის დონის ნაკრებში იყოს რომელიც დანიას ნამდვილად ჯობია ეხა ძირითადში იქნებოდა

  3. ბიჭებო გაიგეთ დიმამ რა თქვა????მომავალ წელს პრაღაში იქნება სუპერთასის თამაშიოდ ა პაველ ნედვედი იქნებაო ოფიციალური წარმომადგენელიოო

  4. ბიჭები მაროტა მონაკოშია,კონტრაქტით ხელში და თამაშის დამთავრების შემდეგ ფალკაოს იფორმებსო ეგრევეოოო :givi: :givi: :givi:

  5. აუ მართლა დღეს იუვეს კავანი ან ფალკაო რომ ყავდეს იმენნა სახლს გავყიდი და ლიგის მოგებას დავწერდი ტოო, :) :)მაგარი ფუტბალისტია. ჩელსიმ იბლატაოს ეხა თავის გულშემატკივრებთან ერთად, 2 დღის გუნდი რომ დაგიწყებს ლაპარაკს ტოო

  6. კავანიზე იოცნებეთ და ფალკაომ მოუგო ამასობაში მარტო ჩელს :lool: :lool: ჩემი ონება იუვეს ფორმაში ვიხილო ფალკაო რა მაგარია ვგიჯდები :love: :love: :love:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.