ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენდტნერი: ” ვამაყობ, რომ აქ მოვხვდი “

ნიკლას ბენდტნერი “იუვენტუსის” ფეხბურთელის სტატუსით პირველ კომენტარს აკეთებს. დანიელი ფორვარდი “ბებერი ქალბატონის” რიგებში ჩარიცხვით კმაყოფილი ჩანს…

პირველ რიგში, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი. იგრძნობა თუ რამხელა ტრადიციების მატარებელი და როგორი დიდებული გუნდია “იუვე”. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ გუნდის სტადიონს და შემდეგ თანაგუნდელებსა და ფანებს გავეცნობი. ჩემთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, იტალიის უძლიერეს გუნდში მოვხვდი, სადაც მოთხოვნებთან ერთად, კონკურენციაც ძალიან დიდია. ეს პროფესიულ წინსვლაში დამეხმარება.

ვიცი, რომ იტალიური გუნდები ტაქტიკურად ძალიან განსწავლული არიან. რას მოვუტან “იუვეს”? დიდ ენთუზიაზმს. ვაპირებ გულით ვითამაშო და კარგი შედეგი ვაჩვენო. საუბრის ნაცვლად, ყველაფერს მოედანზე გაჩვენებთ. მინდორზე მაქსიმუმს გავაკეთებ. ”

რაც შეეხება მიზნებს, მინდა ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში. შესანიშნავი იქნება, თუ “სკუდეტოს” მოგებას ისევ შევძლებთ, აქ სწორედ იმისთვის ვარ, რომ რაღაც საოცარის თანამონაწილე გავხდე, როგორიც არის კიდეც “იუვე”. ”

“ჩემპიონთა ლიგაში” რთული მატჩები გველის. კოპენჰაგენში თამაში ჩემთვის სასიამოვნო იქნება, იქ ბევრი მეგობარი მყავს. ყველა შეხვედრის მიმართ დიდი მოლოდინი მაქვს. იმედია, შემდეგი ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

რას ვეტყვი ფანებს? აქ მოსვლით ბედნიერი ვარ, ვამაყობ, რომ “იუვენტუსის” მაისური მეცმევა. ვეცდები შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო და ბევრი გოლი გავიტანო.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

60 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ალეკო კოკაია

ვნახოთ,აქამდე არაფერი მსმენია ამ კაცზე!იმედია გაამართლებს!

giga joxadzee
12 years ago

195 სმ ყოფილა სიმაღლით აუ რა მაგარიააააააააააა

gocha khalvashi
12 years ago

წელსაც ნახ. მცველები იქნებიან ბომბარდირების დავაში მოწინავე ადგილებზე…

forza juve333
12 years ago

ბენტნერი ჩემი აზრით ის ფეხბურთელია რომელიც იუვეს სუარესზე უფრო გამოადგება. ლორენტე მაგარია და ფალკაო მარა ამ ეტაპზე ეს კაი კაცი ვიკმაროთ დანარჩენებიც მოვა

nika maminashvili
12 years ago
Reply to  forza juve333

ჩვენც ეს გვინდა რომ გამოგვადგედეს

juvento
12 years ago
Reply to  forza juve333

ბარემ კი არ გამოგვადგება, მაგრამ როცა უკვე ნაყიდია და გაფორმებულია სხვა რა გზაა იმედი საუკეთესოსი უნდა გვქონდეს და გვჯეროდეს, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდება ტოპ თავდამსხმელად. ღმერთმა ქნას. ყველას ეგ გვინდა.

zao
zao
12 years ago

იუვე

BESO BARAMIA
12 years ago

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=8SLnVCHEECM

ბენდტნერ აბა, შენ იცი-თავი არ შეირცხვინო!!

მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee:

bacho kochlashvili
12 years ago

პრინციპინო რო არ მჯეროდეს კი არა ძაან კარგად ვიცი რასაც ვამბობ და ძმურად უაზრო კომენტარები არ გვინდა , მე არ მითქვამს ტოპ ფორვარდია მეთქი ან რამე ეგეთი საოცრება თქო მაგრამ საკმარისად მაღალი კლასი აქ იმდენი მაინც რო ამ წუთას თავისუფლად გამოგვადგეს იმათგან განსხვვავებით ვინც ეხა იუვენტუსშია სულ წინ , თქვენ სუარესი ტორესი ან რამე ეგეთი თუ არ მოიყვანეს ვსიო არაფერია , მატრის ანალოგია არა? ჰმ ერთს გეტყვი ამან არსენალში ბაიერნში ითამაშა ნაკრებში ითამაშა ევროპაზე პორტუგალიას 2 გოლიც გაუტანა და ცოტა წინ გასულიყვნენ კიდე შეილება ევროპის ბომბარდირიც გამხდარიყო გამორიცხული არაა ნამდვილად და მატრი დალპა კალიარში და იმდროინდელი იუვენტუსის მდგომარეობა და მაროტას… Read more »

valeri elisabedashvili
12 years ago

ფალკაო დაგვხატავდა რააააააააააა

giga joxadzee
12 years ago

ჩვენი მომავალი მეტოქე რა ცუდად გამოიყურებაააააა

giga joxadzee
12 years ago

ბიჭებო გაიგეთ დიმამ რა თქვა????მომავალ წელს პრაღაში იქნება სუპერთასის თამაშიოდ ა პაველ ნედვედი იქნებაო ოფიციალური წარმომადგენელიოო

lasha naxucrishvili
12 years ago

ხო ვამბობდი წააგებს თქო ჩელსი :lool: იმასაც ვწერდი დაცვა ყავს ჭ კლასი თქო მარა ვინ მიჯერებს. :lool: ჰაჰაჰააააააააა

giga joxadzee
12 years ago

ეე ფალაკო ნახეთ რაა მომკალით და კიდევ ერთ გოლს გაიტანს მეორე ტაიმში,მინდა ეს იუვეშიიიიიიიიიიიი

Samtrediel90
12 years ago

ფალკაომ ამასობაში გაანადგურა ჩელსი… ჰეთთრიკი… ეტყობა მაროტას აწონებს თავს :lool: :lool:

Samtrediel90
12 years ago

ბიჭები მაროტა მონაკოშია,კონტრაქტით ხელში და თამაშის დამთავრების შემდეგ ფალკაოს იფორმებსო ეგრევეოოო :givi: :givi: :givi:

kv@shi
12 years ago

აუ მართლა დღეს იუვეს კავანი ან ფალკაო რომ ყავდეს იმენნა სახლს გავყიდი და ლიგის მოგებას დავწერდი ტოო, :) :)მაგარი ფუტბალისტია. ჩელსიმ იბლატაოს ეხა თავის გულშემატკივრებთან ერთად, 2 დღის გუნდი რომ დაგიწყებს ლაპარაკს ტოო

LasHa janelidze
12 years ago

კავანიზე იოცნებეთ და ფალკაომ მოუგო ამასობაში მარტო ჩელს :lool: :lool: ჩემი ონება იუვეს ფორმაში ვიხილო ფალკაო რა მაგარია ვგიჯდები :love: :love: :love:

LEVANKA
12 years ago

კარიერაში რაც ითამაშა ნაკრები+კლუბი 245 თამაშში გაიტანა 73 გოლი. არც ისე ბევრია.

| Newsphere by AF themes.
60
0
Would love your thoughts, please comment.x