კარერა : “ბუფონი, კიელინი და ჯიოვინკო მზადყოფნაში არიან”
უდინეში გამგზავრების წინ ანტონიო კონტეს თამაშემწემ, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მასიმო კარერამ ვინოვოს ბაზის მედია ცენტრში პრესს-კონფერენცია გამართა.
ბიანკონერების მორიგი მოწინააღმდეგე სულ რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპიდან პენალტების სერიით გამოვარდა, რამაც ბუნებრივია, შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს ფეხბურთელებზე : “დავიწყებ იმით, რომ არა მგონია, “უდინეზე” ფსიქოლოგიურ პრობლემებს განიცდიდეს.ეს ის გუნდია, რომელთანაც ფრთხილი თამაშია საჭირო.როდესაც “იუვენტუსს” მასპინძლობ, მხოლოდ ამ კონკრეტულ მატჩზე უნდა იყო კონცენტრირებული და სხვა არაფერზე იფიქრო.გვიდოლინის შეგირდება რეალური ძალა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც დაგვანახეს, უბრალოდ არ გაუმართლათ.შემტევი გუნდია, დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია.”
ლაზარეთი : “ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი და სებასტიან ჯიოვინკო გუნდთან ერთად ვარჯიშობენ, ისინი მწყობრში არიან.”
სატრანსფერო ფანჯარა : “შესანიშნავი ტრანსფერები განვახორციელეთ, შემადგენლობა დაკომპლექტებულია.ჩემპიონთა ლიგაში ვბრუნდებით და ჩვენი მთავარი მიზანი, რაც შეიძლება შორს გასვლააა.”
“ჩელსიმ”, ბიანკონერების ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ, გუშინ სუპერთასისთვის ბრძოლა სამარცხვინოდ დათმო მადრიდის “ატლეტიკოსთან”, რას შეიძლება ველოდოთ ლონდონური კლუბისგან : “დიახ, მატჩს თვალი ვადევნე და შევამჩნიე, რომ პრობლემები ამ გუნდსაც აქვს.არ დაგავიწყდეთ, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონები არიან, შესანიშნავი შემადგენლობითა და მაღალი დონის ფეხბურთელებით.ჩვენ ვეცდებით, მათი სუსტი მხარეები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.”
ჯორჯო კიელინის შესაძლო დაბრუნება და კვადვო ასამოა – “უდინეზეს” ყოფილი ფეხბურთელი მარცხენა ფლანგზე : “ჯორჯო მთელი კვირაა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, დღეს, ბოლო ვარჯიშზე მისი მდგომარეობა შეფასდება.რაც შეეხება ასამოას, მან დაგვიმტკიცა, რომ მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში და დაკისრებულ მოვალეობებს იდეალურად ართმევს თავს.”
ნიკლას ბენდტნერი გუნდის მიერ განხორციელებული ბოლო ტრანსფერია : “ის გუნდს მხოლოდ გუშინ შეუერთდა, ამიტომ რაღაც ტესტების ჩაბარება უწევს.დანიის ნაკრებში დისკვალიფიცირებულია და აქვს დრო, ბიანკონერებს შეეჩვიოს.მისი სათამაშო მახასიათებლების შესახებ შესანიშნავად ვიცით და უშუალოდ თამაშის მიმდინარეობისას გადაწყდება, მოუწევს თუ არა მოედანზე გასვლა.რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, არა მგონია, იგი უდინეში გუნდთან ერთად წამოვიდეს.”
დანიელი ფორვარდის პოტენციალი : “ვიცით, რა ტიპის ფეხბურთელია.სატრანსფერო ბაზარზე მსგავსი ვარიანტი გამოჩნდა და ხელიდან არ გავუშვით.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნიკლასს დიდი პოტენციალი და პერსპექტივა აქვს.”
სატრანსფერო ბაზარზე “იუვენტუსის” სვლები დადებითად შეფასდა : “ქება ერთ მხარეს რჩება, მას დამტკიცება და დადასტურდება სჭირდება.”იუვე” – მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვის, გულშემატკივრების მოლოდინი უნდა გავამართლოთ.ვიცით, რომ ჩვენი მთავარი საქმე – შრომა, პროგრესი და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა.”
მე ეს კაცი აგრა მევასება რაა უკვე ღირსეულად შეცვალა კონტე ამ კაცმა ისე კარგი იქნებოდა ეს და კონტე ერთად რო იყვენნ მწვრთნელები როგორც ერთხელ იყო უვკე თუ არ ვცდები იუვეში ტაპატონის დროს
იმედია სებას ძირითადში ვიხილავ, ნუ რა თქმაუნდა თუ მწყობრში იქნა ხვალისთვის…
პირობას ვდებ რომ გოლს გაიტანს
გამოკითხვები რო ჩავატაროთ ხოლმე მემგონი ცუდი არ იქნება :)
კარერას არ აქვს უფლება კონტეს ეკონტაქტოს! და ხომ არ იტყვის ვეკონტაქტებიო? მერე ისეტ დისკვალიფიკაციას მიარჭობენ რომ რავი
მატჩის დროს არ აქ უფლება
და კიდევ 25 ნომერის გარდა
17 თავისუფალია და ჩაიცვას ტრეზეგეს ეცვა ბოლო-ბოლო
14 ნომერიც თავისუფალია
16 იც
რა მარტო 25-იო
კარერასი რაც არ მომწონს ისაა, რომ პარმასთან მატჩის შემდეგ თქვა, კონტესთან არ ვკონტაქტობდი, მობილური ავტობუსში დავტოვე და ცვლილებებსა და სხვა დანარჩენს მე ვხელმძღვანელობდიო…
ეხლა ამასაც მოუნდა კონტეობა
ე ბიჯო წეიყვანე ბენტნერი და გვჩვენე რა კაციცაააა
ამ კაცს დიდი მომავალი აქვს კონტეს ხელში ისე მოარჯულებს როოოოო აი დაიმახსოვ რეთ რასაც ვამბობ
{aka}nedvednedvednedved
აქვს აკა კონტეს ეგ უფლება, უბრალოდ თავად უარს აცხადებს პრესასთან ფართო კომუნიკაციაზე ))
ეგ ვარიანტი ჯობია
ანუ ფეხებზე მკიდიხართო
ვენაცვალე
წაიყვანოს ტო ბენტნერი უკვე ვეღარ ვითმენ მაინტერსებს რა კაცია, ისე პაცინი რო ეყიდა მაროტას გაცილებით კარგი იქნებოდა
ნერვები მეშლება რა. კონტეს პრესკონფერენციის უფლება მაინც მისცენ ტო
ეე წაიყვანე რა ბენდტნერი :) შეცვლა
ზე მაინც შეუშვი მაინტერესებს რას იზავს
მე იმედი მაქ ბენდტნერის .. თან ყველაზე მეტად ის მიხარია რომ 24 წლის არის
