მაროტა: ” მსაჯმა გადააჭარბა “
ბეპე მაროტა “უდინეზეს” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. “ბებერი ქალბატონის” სპორტული დირექტორი შედეგით კმაყოფილია, თუმცა ასეთ გამარჯვებას უფრო მეტად 11 -კაციან “უდინეზესთან” ისურვებდა: ” ფრიულიში გამარჯვებისთვის ჩამოვედით. 10 -კაციან გუნდთან მოგება დიდი ვერაფერი სიამოვნებაა, გვერჩივნა თანაბარ პირობებში გვეთამაშა. წითელი ბარათი გადამწყვეტი აღმოჩნდა და გულწრფელად ვფიქრობ, მეკარის გაძევება გადამეტებული იყო. ასეა თუ ისე, თავადაც დარწმუნებული ვიყავი, რომ წესების დარღვევა იყო. მეხუთე მსაჯის ყოფნის პირობებში პენალტებისა და პირდაპირი წითელი ბარათების რიცხვი გაიზრდება. მე მომხრე ვარ ამ სიახლისა, თუმცა არა წითელი ბარათების. გაძევება სასწორს ერთ მხარეს ხრის ხოლმე და თამაშს აფუჭებს. მომავალში, ამ საკითხზე საკუთარ სიტყვას ვიტყვით, მსაჯებთან მათი თამაშისადმი მიდგომის ფორმაზე გვექნება საუბარი, რადგან იკარგება ფეხბურთი, როგორც სანახაობა. ჯიოვინკო? გასულ სეზონში ის ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. აქ მოსვლის შემდეგ მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა, ცხადია, გუნდთან შეწყობა დროს მოითხოვს. შედეგი დროის სვლასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება. ” -აცხადებს მაროტა.
წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ფან-კლუბი
:twisted::twisted: ეგააა 10 გოლს მაინც გაიტანს ეს სეზონსჰი ნახეთ ერ ატს კიდე ბენდტნერი ერტი 10-ც ვუჩო და ავშენდით
ბეპე მარცხნივ როცა იხედები ყველაფერი კარგადაა
ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა ჯიოვინკომ და არ დაიწყოთ ეხლა ერთით ნუ აღმერთებთ და ისინი, როცა შესაქებია ვაქებთ )) პენალტიც აიკიდა ასპროცენტიანი პენალტი იყო ძმაო, ვისაც არ გჯერათ თქვენ იცით..
ბიჭო ერთი თამაშIთ ნუ აგყავთ ცაში სტაბილურად ესე იტამაშოს და ტაშს დავუკრავ!
მე არ ვამბობ, რომ ვსიო აი სება მაგარია და დელპოს შემცვლელითქო და ასე შემდეგ… ვამბობ რომ ამართლებს და იმსახურებს კიდეც ძირითადში ადგილს და იცით ეს რისი დამსახურებაა??? 1.ჯოვინკოს იუვე უყვარს 2.კონტემ მას ნდობა გამოუცხადა და სებასაც მხოლოდ ეგ უნდოდა 3.მას აქვს ტალანტი და მისი რეალიზება შარშან სეზონში მოახდინა და წელს მეტს გააკეთებს იუვესთვის! 4.ჩემზე მეტად არავინ აკვირდება მის თამაშებს და გეტყვი, რომ სება პასებს არიგებს, არ ღორობს, უკან ჩამოდის, თუ კარგავს მოსდევს მოწინააღმდეგეს, არტმევაზეც კარგად თამასობს და მის წინაარმდეგ უამრავჯერ ჯარიმდებიან… მე-2 ტურია და 2 გოლია მის ანგარიშზე და მოპოვებული პენალტი… დააცადეთ კიდევ და ნახავთ!!! 17 გოლს ჩამოვდივარ წელსმის ანგარიშზე,მხოლოდ… Read more »
ჯიოვინკო? გასულ სეზონში ის ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
კარგად წაიკიტხეტ ეს ჯოვინკოს კრიტიკოსებო

შე ForzaJuve.Ge-ს ზოგიერთი მომხმარებლისთვის ცუდო მენეჯრო:) მართალს იძახი ყველაფერს, იმედია სებაზეც მართალი გამოგივა და კარგ შედეგს მიაღწევს იუვეს მაისურით..
აუ ეს სტატია მილანის და ინტერის ფანებს წააკითხეთ ვინმემ რაა