ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” მსაჯმა გადააჭარბა “

ბეპე მაროტა “უდინეზეს” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. “ბებერი ქალბატონის” სპორტული დირექტორი შედეგით კმაყოფილია, თუმცა ასეთ გამარჯვებას უფრო მეტად 11 -კაციან “უდინეზესთან” ისურვებდა: ” ფრიულიში გამარჯვებისთვის ჩამოვედით. 10 -კაციან გუნდთან მოგება დიდი ვერაფერი სიამოვნებაა, გვერჩივნა თანაბარ პირობებში გვეთამაშა. წითელი ბარათი გადამწყვეტი აღმოჩნდა და გულწრფელად ვფიქრობ, მეკარის გაძევება გადამეტებული იყო. ასეა თუ ისე, თავადაც დარწმუნებული ვიყავი, რომ წესების დარღვევა იყო. მეხუთე მსაჯის ყოფნის პირობებში პენალტებისა და პირდაპირი წითელი ბარათების რიცხვი გაიზრდება. მე მომხრე ვარ ამ სიახლისა, თუმცა არა წითელი ბარათების. გაძევება სასწორს ერთ მხარეს ხრის ხოლმე და თამაშს აფუჭებს. მომავალში, ამ საკითხზე საკუთარ სიტყვას ვიტყვით, მსაჯებთან მათი თამაშისადმი მიდგომის ფორმაზე გვექნება საუბარი, რადგან იკარგება ფეხბურთი, როგორც სანახაობა. ჯიოვინკო? გასულ სეზონში ის ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. აქ მოსვლის შემდეგ მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა, ცხადია, გუნდთან შეწყობა დროს მოითხოვს. შედეგი დროის სვლასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება. ” -აცხადებს მაროტა.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ფან-კლუბი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giga joxadzee
12 years ago

:twisted::twisted: ეგააა 10 გოლს მაინც გაიტანს ეს სეზონსჰი ნახეთ ერ ატს კიდე ბენდტნერი ერტი 10-ც ვუჩო და ავშენდით

ბენიამინ

ბეპე მარცხნივ როცა იხედები ყველაფერი კარგადაა

Gio Darja
12 years ago

ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა ჯიოვინკომ და არ დაიწყოთ ეხლა ერთით ნუ აღმერთებთ და ისინი, როცა შესაქებია ვაქებთ )) პენალტიც აიკიდა ასპროცენტიანი პენალტი იყო ძმაო, ვისაც არ გჯერათ თქვენ იცით..

12 years ago

ბიჭო ერთი თამაშIთ ნუ აგყავთ ცაში სტაბილურად ესე იტამაშოს და ტაშს დავუკრავ!

Giorgi kasrashvili
12 years ago
Reply to 

მე არ ვამბობ, რომ ვსიო აი სება მაგარია და დელპოს შემცვლელითქო და ასე შემდეგ… ვამბობ რომ ამართლებს და იმსახურებს კიდეც ძირითადში ადგილს და იცით ეს რისი დამსახურებაა??? 1.ჯოვინკოს იუვე უყვარს 2.კონტემ მას ნდობა გამოუცხადა და სებასაც მხოლოდ ეგ უნდოდა 3.მას აქვს ტალანტი და მისი რეალიზება შარშან სეზონში მოახდინა და წელს მეტს გააკეთებს იუვესთვის! 4.ჩემზე მეტად არავინ აკვირდება მის თამაშებს და გეტყვი, რომ სება პასებს არიგებს, არ ღორობს, უკან ჩამოდის, თუ კარგავს მოსდევს მოწინააღმდეგეს, არტმევაზეც კარგად თამასობს და მის წინაარმდეგ უამრავჯერ ჯარიმდებიან… მე-2 ტურია და 2 გოლია მის ანგარიშზე და მოპოვებული პენალტი… დააცადეთ კიდევ და ნახავთ!!! 17 გოლს ჩამოვდივარ წელსმის ანგარიშზე,მხოლოდ… Read more »

Giorgi kasrashvili
12 years ago

ჯიოვინკო? გასულ სეზონში ის ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

კარგად წაიკიტხეტ ეს ჯოვინკოს კრიტიკოსებო :lool: :lool: :lool:

Claudio Marchisio
12 years ago

შე ForzaJuve.Ge-ს ზოგიერთი მომხმარებლისთვის ცუდო მენეჯრო:) მართალს იძახი ყველაფერს, იმედია სებაზეც მართალი გამოგივა და კარგ შედეგს მიაღწევს იუვეს მაისურით..

12 years ago

აუ ეს სტატია მილანის და ინტერის ფანებს წააკითხეთ ვინმემ რაა

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x