ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” კონტე დაგვაკლდება “

ჯიანლუიჯი ბუფონისთვის დისკვალიფიცირებული ანტონიო კონტე გალიაში გამომწყვდეული ლომია. წარმოუდგენელი დაუმარცხებელი სერია ახალ სეზონშიც გაგრძელდა, თუმცა საკუთარი გამარჯვებებისთვის თვალყურის დევნება მთავარ მწვრთნელს ტრიბუნებიდან უწევდა: ” კონტეს არყოფნა კარგ სამსახურს ნამდვილად არ გვიწევს, ანტონიო სათადარიგოთა სკამიდანაც ისევე გვეხმარებოდა, როგორც გასახდელში. გასულ წელს საოცრება ჩაიდინა, გუნდს ახალი სული შთაბერა და გამარჯვებებამდე მიიყვანა, დღეს კი ტრიბუნებზე მჯდომი გალიაში გამომწყვდეულ ლომს მაგონებს. რაც შეეხება “ჩემპიონთა ლიგას”, ვერ ვიტყვი, რომ სხვებზე სუსტები ვართ, ამით იმ ხალხს დავემსგავსებოდი, ვინც წინასწარ იქმნის ხოლმე ალიბის. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. შარშანდელ სეზონში სწორედ ამისთვის ვიბრძოდით და ახლა, როცა აქ ვართ, უნდა ვეცადოთ კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ვფიქრობ ევროპაში არ არსებობს გუნდი, რომელთანაც თამაში “იუვენტუსს” არ შეუძლია. ” -აცხადებს ბუფონი.

წყარო: football italia

7 thoughts on “ბუფონი: ” კონტე დაგვაკლდება “

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.