სატრანსფერო ფანჯარა “იუვენტუსში”
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა თითქმის მთელ ევროპაში ოფიციალურად დაიხურა. გუნდებმა საბოლოო ნიუანსების შესწორება და შემადგენლობის საბოლოოდ ჩამოყალიბება ტრადიციულად აგვისტოს ბოლო დღეებისთვის შემოიტოვეს. ზოგს გამოუვიდა, ზოგს – არა, თუმცა, პრინციპში, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. ყველაფერი რამდენიმე თვეში გამოჩნდება. მაგრამ ერთი რამ უკვე ფაქტია: ტურინის “იუვენტუსმა” მიმდინარე ზაფხულს, საბოლოო ჯამში, კარგი შევსება მიიღო და იმედია, გუნდი ამას სათანადოდ გამოიყენებს როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე – ევროსარბიელზე. “ბიანკონერის” პირველ გუნდში დღეისათვის 7 ახალწვეულია. დღეს ჩვენ სწორედ მათზე საუბარს და მათი ტრანსფერების შეფასებას შევეცდებით…

კვადვო ასამოა
სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე კლუბის ხელმძღვანელობამ პირველი ნაბიჯები გუნდის შუა ხაზის გაძლიერების მიზნით გადადგა. “იუვენტუსმა” ფრანჩესკო გუიდოლინის “უდინეზედან” ორი ფეხბურთელი დაიმატა, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე ტიფოზებისთვის ძალიან საიმედო მოთამაშე, კვადვო ასამოაა. ჯუზეპე მაროტამ ფრიულის ბინადრებისგან განელი ნახევარმცველის უფლებათა პაკეტის 50% გამოისყიდა, რაც 9 მილიონი ევრო დაჯდა. თავდაპირველად 23 წლის ფეხბურთელი ნახევარდაცვის ცენტრში ძირითადი ტრიოს ( მარკიზიო – პირლო – ვიდალი ) კონკურენტად განიხილებოდა, თუმცა პირველი ტესტ-მატჩების შემდეგ ანტონიო კონტემ მისი მარცხენა ფლანგზე გადაწევა გადაწყვიტა, რასაც ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მოჰყვა. ასამოამ ყველა გააოცა: იგი ძალიან მალე მარცხენა ფლანგის ბატონპატრონი გახდა და კლუბს კიდევ ერთი ფრიულის ბინადრის, პაბლო არმეროს გაფორმებაც კი გადააფიქრებინა. მან გაიბრწყინა იტალიის სუპერთასის შეხვედრაშიც, “ნაპოლის” წინააღმდეგ. შესაძლოა ესეც აღმოჩნდა გადრდამტეხი მომენტი. იმ მატჩში კვადვომ ყველას დააჯერა, რომ მარცხენა ფლანგის პრობლემა უკვე მოხსნილია. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა განელი მოთამაშე “იუვენტუსში” 22 ნომრით იასპარეზებს.

მაურისიო ისლა
მეორე ფეხბურთელი “უდინეზედან”, რომელიც ჯუზეპე მაროტამ გაიფორმა, იყო ჩილელი მაურისიო ისლა. ასამოას მსგავსად, “იუვენტუსის” სპორტულმა დირექტორმა ჩილელი ნახევარმცველის უფლებათა პაკეტის 50% შეიძინა, რაც 9.4 მილიონი ევრო დაჯდა. ჯერჯერობით მისი ტრანსფერის მართებულობაზე ვერაფერს ვიტყვით, რადგან ფეხბურთელი ტურინში ჩასვლის დღიდან ტრავმას ებრძვის და პირველ გუნდში დებიუტს სექტემბრის შუა რიცხვებში გეგმავს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ გულშემატკივრებს მისი საკმაოდ ეიმედებათ. ისლას საყვარელი პოზიცია მარჯვენა ფლანგია, სადაც დღესდღეობით სტეფან ლიხტშტაინერი ასპარეზობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 24 წლის ჩილელი მოთამაშე უნივერსალია, მას უპრობლემოდ შეუძლია ითამაშოს ნახევარდაცვის ცენტრშიც, რასაც “უდინეზეში” ძალიან ხშირად აკეთებდა. ასე რომ, “იუვენტუსში” ჩარიცხვით ისლამ შუა ხაზში კონკურენცია გაზარდა, რამაც შედეგის კუთხით გუნდზე აუცილებლად დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს. შეგახსენებთ, რომ იგი იტალიის ჩემპიონის რიგებში 33-ე ნომრით იასპარეზებს.

სებასტიან ჯოვინკო
ეს ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას განხორციელდა. “იუვენტუსმა” 2 წლის შემდეგ სებასტიან ჯოვინკო კლუბში დააბრუნა და ამით მას უმაღლეს დონეზე ასპარეზობის შანსი მისცა. მოგეხსენებათ, “ბებერი ქალბატონი” სებასთვის მშობლიური გუნდია. 25 წლის ფეხბურთელი ტურინშია გაზრდილი, მარკიზიოსთან ერთად გამოვლილი აქვს “იუვენტუსის” ასაკობრივი ჯგუფები და დღეს უკვე ძირითად გუნდში დიდი ენთუზიაზმით ასპარეზობს. 2 წლის წინ “პარმამ” მისი უფლებათა პაკეტის 50% შეიძინა, მიმდინარე ზაფხულს კი იგი ჯუზეპე მაროტამ 11 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ჯერჯერობით ჯოვინკოს კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის მან გარკვეული შედეგი უკვე მოიტანა. გასულ ტურში ფრიულიზე “უდინეზეს” წინააღმდეგ “ატომურმა ჭიანჭველამ” თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და მეორე ტაიმში დუბლიც შეასრულა. იმედი გვაქვს, სება დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოუმატებს და წინა ხაზში ( რომელიც ერთადერთია, სადაც გაძლიერება ჯერ კიდევ გვჭირდება ) გუნდს სტაბილურად დაეხმარება. თანაც, ჯოვინკოს გულშემატკივრებისგან საგრძნობი მხარდაჭერა აქვს – ტიფოზების დიდ ნაწილს ის ძალიან უყვარს. იტალიელი მოთამაშე “ბიანკონერიში” 12 ნომრით იასპარეზებს.

ლუსიო
ფერეირა და სილვა ლუსიმარი, იგივე ლუსიო, “იუვენტუსს” თავისუფალი აგენტის სტატუსით მილანის “ინტერის” დატოვების შემდეგ შეუერთდა. 34 წლის ბრაზილიელ მცველთან კონტრაქტი კლუბმა დაცვის ხაზში კონკურენციის გაზრდის და გრძელი სკამის არსებობის მიზნით გააფორმა. წელს გუნდს ერთდროულად სამ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა და რასაკვირველია, ეს ძალიან გვჭირდებოდა. დაცვის ძირითად ტრიოსტან ერთად ( კიელინი – ბონუჩი – ბარძალი ), ანტონიო კონტეს ჰყავს მარტინ კასერესი, ლუსიო და უკვე ლუკა მარონეც, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში შესანიშნავად შეუძლიათ ძირითადში ასპარეზობა. მიუხედავად იმისა, რომ ლუსიოს 3-მცველიან ტაქტიკაში ჩაჯდომა ცოტა გაუჭირდა და თან ტრავმაც მიიღო, “იუვენტუსის” ტიფოზერიას უდიდესი საფუძველი აქვს იმისათვის, რომ დაცვის ხაზთან დაკავშირებით მშვიდად იყოს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მცველი “ბიანკონერიში” 2 ნომრით იასპარეზებს.

პოლ პოგბა
19 წლის ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, “იუვენტუსმა” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინა. პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედის” აღზრდილია. ალექს ფერგიუსონი ყველანაირად ცდილობდა ახალგაზრდა ტალანტის გუნდში დარჩენაზე დაყოლიებას, თუმცა არაფერი გამოუვიდა, მაროტამ იგი ტურინში მაინც ჩამოიყვანა. დღეისათვის უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი სახით “ბიანკონერიმ” ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი შეიძინა, რომელშიც ანტონიო კონტეც დიდ მომავალს ხედავს და სწორედ ამიტომ, მიუხედავად ასაკისა, ფრანგი მოთამაშე პირველი გუნდის სრულუფლებიანი წევრია და რიგ მატჩებში ანდრეა პირლოსა და არტურო ვიდალის შემცვლელადაც განიხილება, რითაც ორივე ფეხბურთელს დროგამოშვებით დასვენების საშუალებას მისცემს, ამით კი კონტე გუნდის გადაღლას აიცილებს თავიდან. თავად პოგბა საკმაოდ ამბიციურია და მომავალში ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებასაც გეგმავს. შეგახსენებთ, რომ იგი “იუვენტუსში” 6 ნომრით იასპარეზებს.

ნიკლას ბენდტნერი
იგი ნამდვილად არ არის ის, ვისაც რამდენიმე თვის განმავლობაში მოუთმენლად ველოდით. შესაბამისად, ბევრი ნიკლას ბენდტნერის ტრანსფერს არც ისე კარგი განწყობით შეხვდა. ტიფოზების და ექსპერტების დიდ ნაწილს მის სათამაშო კლასში ეჭვი შეაქვს და მას თავდასხმის გაძლიერების არც ისე კარგ ვარიანტად მიიჩნევს, ყველაფერთან ერთად კი ამას ჯუზეპე მაროტაც აღიარებს. მისი განცხადებით, სატრანსფერო ბაზარზე შექმნილი გამოუვალი სიტუაციის გამო კლუბს სხვა გზა არ ჰქონდა. ფერნანდო ლორენტეში “ბილბაოს” ხელმძღვანელობა იმაზე გაცილებით მეტს ითხოვდა, ვიდრე თავად ბასკი ფეხბურთელის კონტრაქტში იყო მოხსენებული. ედინ ჯეკოს ტრანსფერი ბოლო მომენტში რობერტო მანჩინიმ დაბლოკა, რაც დიდწილად სერხიო აგუეროს რამდენიმეთვიანმა ტრავმამ გამოიწვია. რაც შეეხება რობინ ვან პერსის, მაროტას განცხადებით, მისი გადმობირება შეუძლებელი იყო, რადგან “არსენალი” 30 მილიონს ითხოვდა იმ ფეხბურთელში, რომელსაც კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურებოდა და ამასთან ერთად ჰოლანდიელი საკმაოდ მაღალ ხელფასს ითხოვდა. დიმიტარ ბერბატოვმა ბოლო მომენტში იტალიის 30-გზის ჩემპიონის რიგებში ჩარიცხვას “ფულჰემში” გადასვლა ამჯობინა. თავდამსხმელი კი აუცილებლად დასამატებელი იყო და საბოლოოდ “იუვენტუსმა” არჩევანი ტანმაღალ დანიელზე შეაჩერა, რომელიც ლონდონის “არსენალისგან” არენდით გაიფორმა. თუ ბენდტნერი თავის გამოჩენას შეძლებს და ანტონიო კონტეს საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნებს, “ბიანკონერი” მის უფლებათა პაკეტს 5 მილიონ ევროდ გამოისყიდის. შეგახსენებთ, რომ იგი “იუვეში” 17 ნომრით იასპარეზებს.
ზემოთნახსენებ ფეხბურთელებთან ერთად “იუვენტუსმა” უფასოდ გაიფორმა გოლკიპერი, რუბინიო, რომელიც გუნდში მესამე მეკარის როლს შეასრულებს. ასევე კლუბმა სათამაშო გამოცდილების მიღების მიზნით არენდით გაასხვისა ახალგაზრდა ტალანტი ნიკოლა ლეალი ( მეკარე ), ალბერტო მაზი ( მცველი ) და რიჩმონდ ბოაკიე ( თავდამსხმელი ), რომლებზეც “ბიანკონერი” სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებს. გუნდი დატოვა ხორხე მარტინესმაც, რომელიც გუშინ რუმინულ “კლუჟს” შეუერთდა. “გალათასარაიში” არენდა გაახანგრძლივა ფელიპე მელომაც, რომელიც სავარაუდოდ “იუვენტუსში” აღარასდროს იასპარეზებს. ახალგაზრდულ სექტორში კიდევ იყო წვრილ-წვრილი გაცვლები, თუმცა ამ ეტაპზე შედარებით ძირითად ტრანსფერებზე მოგახსენეთ.
რა შეიძლება ითქვას: მიუხედავად თავდასხმაში ჯერ კიდევ გადასაჭრელი პრობლემებისა, გუნდი ძალიან იმედისმომცემია. მთავარი დანაკლისი თამაშის დროს კი ანტონიო კონტეა, რომლის დისკვალიფიკაციის გაუქმების ან შემცირების იმედი ჯერ კიდევ არსებობს. ტიფოზები მას გვერდში უდგანან. რაც შეეხება 2012/13 წლების სეზონს, იმედი გვაქვს, ჩვენი საყვარელი კლუბი კიდევ უამრავჯერ გაგვახარებს, ბევრ დასამახსოვრებელ მომენტს გვაჩუქებს, 2 კვირის წინ იტალიის სერია ა-ში დაწყებულ საქმეს ევროსარბიელზეც ღირსეულად გააგრძელებს და სეზონის დასასრულსაც შესაბამისად შეგვახვედრებს. თუმცა იქამდე ჯერ შორია. ასე რომ, ფორცა იუვე!!!
პერსი ჯადნაბას იმედია ბენდტნერი გაამარტლებსსსსსს მიდი ბენტოოოოოოოოო
ნაკრებში დეროსი ნაკლებ საქმეს აკეთებდა? დეროსი რო ობიექტურად ვიდალზე მაღალი დონის ფეხბურთელია ჯერ ვერ მიხვდი მაგდენს
დეროსი გყავს და ვიდალს ნატრობ?
კიდე ამ კიტხვას მისმევ?
წეღანდელი კომენტარიდან ეს აზრი გამოგაქ? 
gio_juventino
ჯერ ერთი ფასის გამო იყო კავანის ყიდვა რთული და მერე მეორე ნაპოლი ცროენა ზვეზდა კიარაა ერთი ლიდერი გაუშვეს და მეორე რო გაეშვათ დელაურენტისია თუ ვიღაცაა პანღურებით გააგდებდნენ ნაპოლიდან
გუნდს პრეტენზია აქ ჩემპიონობაზე და არავიზნე ნაკლები გრანდი არაა
იოვეტიჩი უფრო ადვილი საყიდელი იყო მარა როცა სება გყავს არანაირი აუცილებლობა არაა იოვეტიჩის
ფორც
ა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
აუ ბიჭოოოო მე ვამბობ რომ იტალიისგან განსხვავებიტ ჩვენ რომ ვიდალი გვაყვს ძაან დიდი საქმეა იმიტომ რომ ნაკრებში მარკიზიო ნაწლავ გადმოყრილი დარბოდა ,იუვეში კი ვიდალი ნახევარდაცვის 70% ენერგიას წარმოადგენ და მარკიზიოს და პირლოს კარგად პარპაშის საშუალებას აძლევს დალშე პირლოს და კლაუდიოს კლასის საკითხია რამე გაუგებარი არის ამაში?
მშვენიერი სატრანსფერო კამპანია გარდა იმისა რომ იო იო და კავანი ვერ დაიდო
აუ კაი მოვხსნათ ეს თემა რაა მე რაზე ვლაპარაკობ ეს ვაბშე რაზე
რა თემა უნდა მოხსნა, ვიდალი აკლდა იტალიასო იძახი და რა სუაშია ვიდალი როცა მის ადგილზე დეროსი თამაშობდა, კაცი ერთერთი საუკეთესო ჩამშლელია საფეხბურთო ისტორიაში, ჩემი აზრით საუკეთესო
მონტოლივო დეროსი მარკიზიო პირლო საუკეთესო ოთხეულია მსოფლიოში, ერთი შეიძლება ესპანეთის ოთხეული ჯობდეს სხვა კონკურენტი არც ყავს
ერთმანეთზე უკეთესია ოთხივე
gio_juventino
იუვეში ხო გადაგვაყოლეთ ვიდალს და ახლა ნაკრებს მიადექით?
ვიდალზე ბევრად ძლიერი ნახევარმცველებია იტალიის ნაკრებში
გუნდმა უნდა აჯობოს მთლიანად ბარსას თუარა ცალცალკე ისე გადაუვლის შენ დაცვა მესი შეიძლება შეხედვაც ვერ მოასწრო
იუვე თავისი გუნდურობითაა ძლიერი და არც მთავარია ეს გუნდი მთლიანად კონტეს შექმნლია
იმის გამო რო ჩვენ დაცვაში ბარძალი გვყავს ვერანაირად ვერ მოვუგებთ ბარსას იმათაც უკეთესი თუარა ნაკლები დაცვა არ ყავს
უბრალოდ კონტეს იუვეს ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ვერც ბარსა და ვერც რეალი
gio_juventino
არა ვიდალი რო ყოფილიყო იქეთ მოვუგებდით 4-0 ს

ვის ამოაგდებდი დეროსის ხო?
ნწ მოტას 4-4-2 ვიტამაშებდი
ბიჭო ეხა ნუ გამომეკიდებიტ რაა ვინც ჩაწვდა ჩემ ნათქვამს მიხვდა რაც ვიგულისხმე ვა
საღოლ ვისიამოვნე ამ სტატიით. სპ აკას
ბენტოოო შენი ჰეტრიკები გვინდაააა
ყოჩაღ აკა კარგი სტატიაა!
გინდათ გითხრატ იტალიას ესპანეთთან ფინალში რა აკლდა? ვიდალი ! ამიტომ არ მეშინია ბარსასი!
ხო პოგბა და ასამოას ტრანსფერმა ყველაზე მაგრა გაასწორა :) ნახევარდაცვა თუ ფორმაში იქნა ბარსაც კი ვერ მოგვერევა
ესპანეთსაც აკლდა ვიღაც ვინც ბარსაში თამაშობს
მაგას იტალიურ დაცვასთან ადვილად გაუვიდეს ყველაფერი არ მგონია :)
კაი სტატიაა.. და კაი შენაძენები

… ეეეხ პერსი, როგორ გავუშვით ხელიდან
ძალიან მომეწონა,ყოჩარ

გაიხარეთ ძმებო მადლობა

კარგი სტატიაა..ყოჩაღ ავტორ !
იმედია გაამართლებენ მომსვლელები და შრომას ამით დაგიფასებენ :)))
მე მჯერა, ფორცა იუვე !!!
ჯოვინკოც არ მინდოდა პრინციპში :D
ასე თუ ისე კმაყოფილები უნდა ვიყოთ ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები ყველა გამოგვადგება ჩემს აზრით ასევე მგონია რო ტოპ ფორვადობას შეითავსებენ სებ მირკო და ბენტნერის მაგარი იმედი მაქ გამოგვადგება საკმაოდ გამოცდილებაც აქ.. რაც შეხება სტატიას მართლაც კაი იყო ბრაო ავტორ
ლუსიოს გარდა ყველა გამიხარდა
კარგი სტატიააა საღოლლ იმედია გაამართლებს ყველა ესენი
ისე სურატი გდავაყენე და აქ ისევ იგივეა და ხომ არ იცით რატომ?
აი ძმაო კოხტა და ლამაზი სტატია ხუთიანზე, ყოჩაღ და მადლობა ავტორს!
პოგბა ესპანეთთან ძალიან მაგარი იყო, დაფრინავდა ტიპი. იმედია მიეცემა შანსი. არავისზე ნაკლები არაა ეგ ბიჭი, უნდა გამოვიყენოთ!
ბენდტნერის ნახვა მაინტერესებს ძალიან
რაღაცა იმედი მაქვს ახალგაზრდაა მაინც 
კაი გაკეთებულია, ყოჩაღ ავტორ…

საღოლ კაია