ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

15 ბიანკონერო ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იმყოფება

დღეს დილით ტურინის “იუვენტუსი” ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშებს დაუბრუნდა, თუმცა იმ 15 ფეხბურთელის გარეშე, რომლებიც სხვადასხვა ტურნირზე საკუთარ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი.ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა ბარძალი, ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო, ემანუელე ჯიაკერინი და სებასტიან ჯიოვინკო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სკუადრა აძურას შემადგენლობაში ბულგარეთისა ( 07/09* ) და მალტის ( 11/09 ) ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ, ჯორჯო კიელინიმ კი ტრავმა სულ ახლახანს მოიშუშა და ჩეზარე პრანდელიმ მისი დასვენება გადაწყვიტა.იტალიის U21 ნაკრებშია ლუკა მარონე, მას ლიხტენშტეინისა ( 07/09 ) და ირლანდიის ( 11/09 )გუნდებთან მოუწევს მატჩების ჩატარება.მირკო ვუჩინიჩს ჩერნოგორიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უხმო ბანაკში, პოლონეთთან ( 07/09 ) და სან მარინოსთან ( 07/09 ) სასპარინგოდ.შტეფან ლიხტშტაინერი და რეტო ციგლერი შვეიცარიის ნაკრების მაისურით სლოვენიასა ( 07/09 ) და ალბანეთთან ( 07/09 ) გაარკვევენ ურთიერთობას, მაურისიო ისლასა და არტურო ვიდალის ჩილე კი კოლუმბიას ( 11/09 ) დაუპირისპირდება.კვადვო ასამოა განის ნაკრების წევრია, იგი ჯერ მალავისთან ( 08/09 ), ხოლო შემდეგ ლიბერიასთან ( 11/09 ) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, შორეულ ჩინეთს კი პოლ პოგბა ესტუმრება, საფრანგეთის U19 ნაკრებთან ერთად, რომელიც ოთხთა თასში მიიღებს მონაწილეობას ( 07, 09, 11 / 09 )

* – ფრჩხილებში მითითებულია მატჩების გამართვის თარიღები.

წყარო : Juventus.com

6 thoughts on “15 ბიანკონერო ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იმყოფება

  1. bibobibo
    გუშინ გამოვიწერე ამაზონიდან შავი ფორმა თავის შორტებით, ყველაფერი აწერია უბრალოდ სახელის გარეშეა და 50$ ღირს. 59 ევრო ბევრია :mrgreen: ზოლიანიც 49$ ღირს და შავიც. მე შავი მინდა, ზოლიანი მაქ თან 2 ))) გირჩევ იქ შეხვიდე და ის გამოიწერო, 60$ დაგიჯდება სულ და სადღაც ერთ თვეში იქნება.

    1. ამიხსენი რა ზუსტად როგორ ვქნა? ფული სად უნდა გადავრიცხო და ეგეთები, ჯოვინკოს 12 ნომრიანი და მარკიზიოს 8 ნომრიანი მაისური მინდაააა… შავ-თეთრი იასნა და მე-2 შავი…

      1. ამაზონზე შედი და ძებნაში ჩაწერე Juventus, სხვა საიტებზეც არის მარა ამაზე შედარებით იაფია და ხარისხი ერთია რა, ბარათი გინდა, mastercardi ან visa electroni, დააჭერ იქ კარტაზე გადასვლას და გეწერება პირობები, რამდენი დაგიჯდება სულ, რამდენ ხანში ჩამოვა და ასე შემდეგ, ზომები შენით უნდა მიუთითო, მარკიზიოსი არის შავი მარტო და ჯოვინკოსი არ შემხვედრია. მე უსახელო გამოვიწერე და ოქტომბერში ჩამოვა, ერთი მინუსი ეგ აქვს რო გვიან ჩამოდის, მარა ღირს რა ყიდვა, აქ ვერსად იშოვი და თუ იშოვი რაღაც ძველი იქნება და ცუდი ხარისხი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.