ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურინიო: ” “იუვე” დიდი გუნდია, მისი წარმატება არავის გააკვირვებს “

მადრიდის “რეალის” დამრიგებელი ჟოზე მაურინიო ანტონიო კონტეს მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებს. პორტუგალიელის თქმით, იტალიელი სპეციალისტი რაღაცით საკუთარ თავს აგონებს: ” ფანები “იტალიელ ნომერ პირველს” ეძახიან? ეს მომწონს, ჩემთვის დიდი პატივია (შეგახსენებთ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მაურინიომ საკუთარ თავს ნომერ პირველი უწოდა), ცოტათი მგავს კიდეც ანტონიო. როგორც მწვრთნელი, ძალიან მომწონს. იცის, რა უნდა და ნამდვილი გამარჯვებულია. უდიდესი ქარიზმა აქვს. შეიძლება თუ არა “იუვენტუსმა” “ჩემპიონთა ლიგაში” სიურპრიზი შემოგვთავაზოს? გვეყოფა ეს ბავშვური ლაპარაკი, “იუვენტუსი” დიდი გუნდია და თუ წარმატებას მიაღწევს, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ იქნება. ყველას გაგვიკვირდება, თუ დაბრუნებიდან პირველივე წელს ჩემპიონები გახდებიან, მაგრამ ეს მეოთხედ ან ნახევარფინალში გასვლას არ ეხება.
-აცხადებს მაურინიო.

წყარო: tuttosport

13 thoughts on “მაურინიო: ” “იუვე” დიდი გუნდია, მისი წარმატება არავის გააკვირვებს “

  1. zura
    ბიჯო შენ რო შეაფასო მიტო კი არ დამიწერია, არაა შენი საქმე ჩემი დაწერილი მარაზმია თუ რაღაცა კიდე
    რეალს კუთვნილ ადგილს მიუჩენსო რო ამბობ, რეალის კუთვნილი ადგილი რა გგონია შენ? :lool:
    რეალი რო ყველა დროის საუკეთესო კლუბადაა აღიარებული არ გსსმენია?
    თუ ვინმეს არ მოგწონთ ჩემი დაწერილი, თქვენი წერეთ და იკითხეთ

  2. 1. რეალს რა გუნდი ყავს?! ეს მარაზმია და ისეთი ადამინის სიტყვებს გავს ვისაც ფეხბურთზე მხოლოდ სმენია :D მარტო რონალდო ყავთ რომელიც 200 ლიმონი ღირს დანარჩენებს აღარ გავაგრძელებ
    2. მაურინიო რო ფენომენია არაერთხელ დაამტკიცა და მართლაც სასიამოვნო მოსასმენია ასეთი კაცის შექება.
    3. იმედია ლიგაზე შევხვდებით და მივუჩენთ კუთვნილ ადგილს რეალს და იმედია ჯოზე არ გვიწყენს ;)

  3. ერთადერთი არა გავარტყი ამ კაცს საუკეთღესოც არაა მსოფლიოში სადაც სერ ალექსია იქ ეხს ვერ მოიკიდებს მაურინიო ვაააააააა გაიგეთ ხაკხნო,შეუშვით ყურში თითონ “ერთადერთ”საც აქვს ეგ ნატქვამი

  4. რა გუნდი რეალს ყავს? მაქსიმუმს აკეთებს იმ გუნდით მაურინიო
    სხვას რო ჯობია რეალის შემადგენლობა ყველამ ვიცით მარა ძველ რეალს თუ შევადარებთ იქედან გამომდინარე რეალში არუნდა თამაშობდნენ
    კარვალიო პეპე არბელოა იოზილი ხედირა დიმარია დიარა და კიდე ბევრი სხვა
    რეალის დონის ფეხბურთელი დღეს გუნდში არის, კასილიასი რამოსი მარსელო ალონსო რონალდო იგუაინი

  5. მე პირადად მაგრად მევასება ეს მწვრთნელი, ჭკვიანი ტაქტიკოსია )) რეალში კი ჰყავს უძლიერესი შემადგენლობა, მაგრამ ინტერში პანდევი ჰყავდა ძირითადის უცვლელ წევრად, ეტო’ო ფაქტიურად ნახევარდაცვაში ათამაშა, მილიტო დაიქოქა და საოცარი გუნდი ჩამოაყალიბა..

  6. ბაზარი არაა ყველაზე მაგარი ტიპია მაგრამ რატომ გგონოათ რომ საუკეთესო მწვრთნელია.რა გუნდი ჰყავს ტიპს.რასაც რეალმა მიაღწია ამ დახარჯული ფინანსებით და შემადგენლობით,არაა წარმატება.

  7. იმედია ჯგუფური ეტაპის მერე ამგენს გადავეყრებით და ვასიამოვნებთ და მერე რო თქვას კონტე მე კი არ მგავს მე ვგევარ მასსო :lool: :lool: :lool: ყველა რავა ამას გავს :givi:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.