ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა უკვე მომხდარ და მომავალ ტრანსფერებზე

ტურინის “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი გუნდის მიერ გასულ სატრანსფერო ფანჯარაში განხორციელებულ სვლებს აფასებს. ბეპე მაროტას ექსკლიუზიური ინტერვიუ “ტუტოსპორტთან”…

მაროტა, როგორი ქულით შეაფასებდით გუნდის სატრანსფერო კამპანიას?

ქულის დაწერისგან თავს შევიკავებ, მაგრამ განწყობა დადებითია. მთავარი მიზნის მიღწევა შევძელით, გუნდის საერთო ხარისხი ავამაღლეთ. ფეხბურთელებს გარკვეული კრიტერიუმის მიხედვით ვარჩევდით: სიავკარგე, ასაკი და ხელფასი. ამის კარგი მაგალითები ისლა, ჯიოვინკო და ასამოა არიან. ”

მაგრამ ფანები მაინც ტოპ-ფეხბურთელს ელოდნენ…

ფანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენი სურვილები ხშირად მოდის დაპირისპირებაში სხვა გუნდების განწყობასთან, ზოგჯერ, სულაც არ უნდათ ფეხბურთელთან განშორება. ისლა-ასამოას შემთხვევაში, სურვილთა თანხვედრა მოხდა, ტოპ-ფეხბურთელის შემთხვევაში კი არა. “იუვენტუსის” მხრიდან გიჟური საქციელი იქნებოდა ვან-პერსის სანაცვლოდ 30 მილიონის გადახდა მაშინ, როცა ფაქტიურად აღარანაირი ვალდებულება აღარ აკავშირებდა “არსენალთან”. თანაც უკვე დავიმატეთ კარგი თავდამსხმელი, გავზარდეთ გუნდის კონკურენტუნარიანობა. ამასთან მარკიზიოსა და ვიდალის შესანარჩუნებლად უარით გავისტუმრეთ 60 მილიონიანი შემოთავაზება, ისინი, უდაოდ უნდა შევიყვანოთ ტოპ-ფეხბურთელთა რიცხვში. ბევრმა ვერ შეძლო იმავეს გაკეთება, თუნდაც “მილანი” აიღეთ.

და ბუფონი? კონტრაქტის განახლება გარდაუვალია?

ეს მხოლოდ ფორმალობაა, მისი მომავალი “იუვენტუსია”.”

მოდით, უკან დავბრუნდეთ… შეტევის ხაზი. არანაირი ტოპ-ფეხბურთელი, გუნდში ბენდტნერი და ჯიოვინკო მოვიდნენ. მხოლოდ ამ უკანასკნელის უფლებათა ნახევრისთვის 11 მილიონი ევრო გადაიხადეთ, “პარმა” ნამდვილად კმაყოფილი იქნება შეთანხმებით…

მშვიდად მშვიდად, “პარმამ” არენდის ორი წლის განმავლობაში 4-5 მილიონი ევრო გადაგვიხადა. გამოდის, მხოლოდ 6 მილიონი გავიღეთ. ესეც რომ არა, სულ რომ 11 მილიონი გვეზარალა, ვერც ამ თანხად იყიდდა ვინმე სებასტიანის დონის ფეხბურთელს. აქედან გამომდინარე, მომხდარით კმაყოფილი ვარ, ამით ორივე მხარემ იხეირა. ”

დესტროს გამო ნანობთ?

არა, თავიდანვე ჯიოვინკოზე ვამახვილებდით ყურადღებას. თუ რაიმეს გამო ვარ დამწუხრებული, ეს ვან პერსის ეხება. ”

მოურინიომ თქვა, ლორენტე ზამთარში “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდებაო…

ალბათ ზუსტად ეცოდინებოდა, მოურინიო ყოველთვის კარგადაა ინფორმირებული – ხუმრობს მაროტა – რა თქმა უნდა, თუ ტრანსფერზე დარჩება, მის მიმართ ყოველთვის იარსებებს ინტერესი. ამასთან იანვარში ყურადღებით შევაფასებთ ბაზარს, შესაძლოა, რამდენიმე შესაძლებლობა გამოჩნდეს.

კავანი – იოვეტიჩი. რომელს აირჩევდით?

ორივე ფეხბურთელი მოერგებოდა ჩვენს გუნდს. სამწუხაროა, რომ ურუგვაელის სანაცვლოდ 60 მილიონს ითოხვენ, რაც მიუწვდომელი თანხაა.

რაც შეეხება ოგბონას…

თუ “ტორინო” მის გაყიდვას გადაწყვეტს, “იუვენტუსისნაირი” გუნდი უბრალოდ ვალდებულია მისით დაინტერესდეს. ”

წყარო: tuttosport

39 thoughts on “მაროტა უკვე მომხდარ და მომავალ ტრანსფერებზე

  1. gio_juventino
    მაგი იმას კი იძახოდა აუცილებლად ვიყიდითო. ელოდები შეენ?
    რას იძახის ერთია და საქმე მეორე, სება და მირკო არის გუნდის მთავარი ფორვარდები და ვერცერთზე ვერ იტყვი რო ცუდია და არცერთისგან არ იქნება გასაკვირი რო ლიგაზე გაიბრწყინონ
    მირკოს არაერთხელ აქ ნათამაშები და რომადან რაც შეეძლო მაქსიმუმს აკეთედა, სება კიდე ნელნელა თავის მაქსიმუმისკენ მიდის და რას იზამ კაცმა არ იცის

  2. gio_juventino
    შენი აზრით რატო არ იყიდეს?
    სება რო მოვიდა მიტო არ იყიდეს თუარა ოკაკაჩუკა რო მოსულიყო შენი აზრით მაგაზე გააკეთებდნენ აქცენტს?

    1. მაროტა იძახის გვინდოდა და ვერ ვიყიდეთო და შენ და კონტეს ჩათი გაქვთ გახსნილი და ეგ გეუბნება თუ საიდან იცი რომ არ უნდოდატ? :D უნდოდა მარა ვერ ქნეს და მოკალი

  3. სებაზე იმ პონტში ვიძახოდი გახეხავს სკამს ტქო რომ მეგონა ვინმეს იყიდდნენ და არავინ უყიდიათ შესაბამისად სებაზე გააკეტეს აქცენტი და მე რა დამრჩენია? გულშემატკივრობა , თორე ეხა ვარიანტი რომ იყოს ჯიოვინკოს ადგილას სიამოვნებიტ ვიხილავდი იოვეტიჩს ან კავანის ვუჩინიჩთან წყვილში :) არ შემცვლია ჯიოზე აზრი და დრემდე მგონია რომ ქლიბია და ვერ გაამართლებს მარა მაინც ვუგულშემატკივრებ :)

  4. სებას ნდობა ჭირდებოდა იუვესგან მიიღო ახლა ნაკრები და შეუჩერებელი გახდება
    რო შეუძლია და რა პოტენციალი აქ მაგის ახსნა არ გჭირდებათ მემგონი
    :italy: :achuu: :italy:

  5. ბიჭო ყველა ტოპის დედაც, ჩვენთვის ტოპი ატომური ჭიანჭველაა )))

    gio_juventino

    ჰაჰაჰა შენ იძახი წინასწარ ლაპარაკს მოვერიდოთო ? მოიცა პარმასთან თამაშის მერე შენ არ იყავი საფეხბურთო თვალსაზრისით ჯიოს ტრავმა რომ გიხაროდა ? შენ არ იყავი სკამზე იქნება მომავალი ტურიდან და გოლს ვერ შეაგდებსო ? ჰა უყურეთ უდინეზესთან თამაშს ? ნახეთ სპალეტის, პრანდელის, დელიო როსის, ბარძალის კომენტარები სებასთან დაკავშირებით ?

    რა ადვილად იცვლის ხალხი აზრს..

  6. მირკო კია ტოპი და სება თუ გახდა იქნება! ჯერ მაგის ნატოპარი მე არ მინახია! ეთი თამაშით ნუ განსჯით შეიძლება დაჯე იმ ბენტნერმა დასვას სკამზე ასე რომ წინასწარ ლაპარაკს მოვერიდოთ და ვიყოთ კორეკტულები :) და ის რომ თUრმე კონტე იტალიელებს ანიჭებს უფრო მეტ უპირატესობას სიმარტლეს არ შეესაბამება ამაზე მეტყველებს ასამოას და დეჩელიეს ფაქტიც 1 იუვე სწორედ შენ იყავი რომ იძახდი დეჩელიე შემდეგ სეზონში უკონკურენტოააო მარა ზანგმა ასამოამ დასვა სკამზე :)
    ამიტომ წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ :forza:

  7. ტოპ ფორვარდი ავტომატურად პოპულარულ ფორვარდს ნიშნავს?
    რასაც ელოდით თქვენი ტოპ ფორვარდებისგან იმაზე ნაკლებს აკეთებს სება და მირკო?

  8. იუვეს 7ივე ფეხბურთელი ძირითადშია დღეს :lool: ბულგარეთი იუვენტუსია )))) ჯორჯოც რო ყოფილიყო 8 ვიქნებოდით :kiss: ლინკები დადეთ რა თამაში რო დაიწყება, გადავერთოთ ცოტა ხანი აძურიზე :mrgreen:

  9. სწორს ლაპარაკობს ჯუზეპე უბრალოდ თქვენ ამის გაგება არ გინდათ ))

    ძალიან ძმა ხალხი გვყავს ხელმძღვანელობაში : კონტე, ანჯელო ალესიო, პარატიჩი, მაროტა, ანიელი..

  10. მაინც დებილი და მკვდარი ხარ მაროტა. ის მაინც არ გეთქვა ტოპ-ფორვარდი მომყავს კლუბშიო. ნაკლები გინება ხო შეგხვდებოდა სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს? ხან იგუაინიო, ხან სუარესიო, ხან კავანიო, მერე ვან პერსიო, ბოლოს ჯეკოო და საბოლოოდ მსუქანი ბენდტნერი შეგვრჩა ხელში. არ ხარ ყოველივე ამის მერე შენ კვერცხი ძვირფასო ჯუზეპე?

  11. კონტე და მაროტა მსჰვენიერი წყვილია, ვითომ ვარსკვლავებზე არ აიან დახამებულები
    კონტე საქმის კაცია ზოგზოგიერთებივით სხვისი გავარსკვლავებული ფეხბურთელები არ მოყავს გუნდში, თვითონ ვერ შექმნის ვარსკვლავს?

  12. მანჩესტერი შეცდა ვანპერსი რო იყიდა? თუ ნაკლები გადაიხადა?
    პირდაპირ თქვას რო ძვირიანი ფეხბურთელის ყიდვა თავიდანვე არ იყო დაგეგმილი
    არც იყო საჭირო თუ იიდეს ჯოვინკო უნდა შეექმნას ყველანაირი პირობა რო გახდეს ლიდერი, ვანპერსი რო ეყიდათ ვერც სება ვერ ითამაშებდა და ვერც ვანპერსი, ერთმანეთს შეუშლიდნენ ხელს
    გვყავს 2 ძირითადი შემტევი რომლებსაც უკნიდან მოზდევს 3 კაცი მარა წინ გადასწრებას არავინ არ ცდილობს ამიტო წელს უძლიერესი შეტევა გვეყოლება
    მირკო და სება რატო არაა ვითომ ტოპ ფორვარდები?
    :italy: :achuu: :italy:

    1. პროფესორების არაა ეგრეა ეგრე , ვან პერისზე შევეხე მე მემგონი მხოლოდ , რო რა არ იყო ეგრე? თუ ეს მანცესტერზე ან ფერგიუსონზე ჭკვიანია ღირდა და ჩანს კიდეც დალსე არ მაინტერესბეს ვან პერსიზე ვლაპარაკობ …………

  13. შე დებილო მერე ზუსტად კონტრაქტი რო უმტავრდებოდა გადაიხადა მანჩეესტერმა მაინც იმიტო რო ღირდა თუ ეხლა ფერგიუსონზე ჭკვიანი ხარ შენ გადაიხადა და აპობს იქაურობას შეგხდვება ერტხელაც და რო დაგიკატავებს მერე იზახე სისულელე იყოოო :loool: :blin:

  14. კავანიზე და სუარესზე ტყუილად ოცნებობთ ამხანაგებო ერთიც და მეორეც თავებს ბედნიერად გრძნობენ თავიანთ გუნდებში ორივემ გაახანგრძლივეს

  15. კვერცხი ხარ შენი და თავს ნუ იმართლებ, პრობელმა არ უნდა იყოს ვაფშე რო ფეხბურტელი მოიყვანო და მაგას მეც ვიზავ გამზადებული თუ წამოვიყვანე :loool:

  16. მოკლედ ამას მაგარ ცუდ პერიოდში მოუწია სპორტ-დირობა შეიხების გადამკიდე. რა დღეშია ფასები. მოჯი ვითომ უფრო გაქექილი იყო, მარა კაცმა არ იცის დღეს რას იზამდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.