ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრანდელი : “ჯიოვინკო აუცილებლად ითამაშებს”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ ბულგარეთთან მატჩამდე წინასამატჩო პრესს-კონფერენციაზე დაადასტურა, რომ სკუადრა აძურა 3-5-2 ტაქტიკით იასპარეზებს : “ერთადერთი საეჭვო საკითხი დანიელე დე როსის თამაშია, მაგრამ იგი ნაკრებთან ერთად იმყოფება და მატჩში მონაწილეობის შანსები ძალიან დიდია.ჯიოვინკო და ოსვალდო ? – ეს ფეხბურთელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მათი ძირითად შემადგენლობაში დაყენება.აძურის ათიანი ? – ატომური ჭიანჭველა მეორე ფორვარდის პოზიციაზე იასპარეზებს და იგი თავად გადაწყვეტს ნომრის საკითხს.9 ან 11 ნომრები რომც აიღოს, მთავარი ისაა, რომ იგი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა.იტალიუვე ? – ბიანკონერებიდან ფეხბურთელების სიმრავლე ნაკრებში ანტონიო კონტეს დანიშვნამდეც შეინიშნებოდა.”

წყარო : Tuttojuve

93 thoughts on “პრანდელი : “ჯიოვინკო აუცილებლად ითამაშებს”

  1. როგორ არ მიყვარს ჯოვინკოს რო ცენტრფორვარდად აყენებენ ხოლმე რაა.. ჯობია ფლანგზე დააყენონ ან დაწეულ ფორვარდად(წესით ასეც უნდა ეთამაშა)
    ესე კი დგას და ბურთს ნახევარ საათში ერთხელ ეხება.. კაროჩე ვერ იყენებე რა ამ ფეხბურთელს.. აი პარმაში იხევდა ხშირად უკან და იმენა მიყავდა ხოლმე თამაში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.