ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუი : “ბრეშია” ჩემი შანსია”

საფეხბურთო კლუბმა “ბრეშიამ” რამდენიმე ახალწვეულთან ერთად ბიანკონერების ახალგაზრდა ნახევარმცველი, ოასიმ ბუიც წარადგინა, რომელიც 2012/13 სეზონს არენდის წესით სწორედ “მერცხლებში” გაატარებს : “ბედნიერი ვარ, რომ ერთი წელი ბრეშიას მაისურით ვიასპარეზებ.როგორც ფეხბურთელი “აიაქსში” გავიზარდე, იანვარში “იუვენტუსმა” მიმიწვია და უარის თქმა უბრალოდ შეუძლებელი იყო.სერია B – ში თავის გამოჩენის საშუალება ჩემთვის დამატებითი პლიუსია, კარგად ვიცნობ ფაუსტო როსის, მასთან ამ კლუბზე არაერთხელ მისაუბრია.დარწმუნებული ვარ, ეს იდეალური ადგილია იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც პროგრესი ესაჭიროებათ.ჩემი პოზიცია ? – ნახევარდაცვის ნებისმიერ წერტილში შემიძლია თამაში, როგორც ტრეკვარტისტად, ისე შუაში და საყრდენად.ყველაზე კომფორტულად კი თავს უშუალოდ მოედნის ცენტრში ან ფლანგზე ვგრძნობ, მთავარია გუნდს მოვუტანო სარგებელი.”

წყარო : Bresciacalcio.it

1 thought on “ბუი : “ბრეშია” ჩემი შანსია”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.