ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხტშტაინერი: ” ადვილად ყველა არ იყიდება “

შტეფან ლიხტშტაინერმა სანაკრებო შესვენების დროს ფრანგულ “ლე მატინთან” ისაუბრა. ჟურნალისტები გასული სატრანსფერო ფანჯრით დაინტერესდნენ, არსებობდა ცნობა, რომ მცველი, შესაძლოა, “პე სე ჟეში’ გადაბარგებულიყო: “ საქმე იმაშია, რომ ყველა ისე იოლად როდი იცვლის კლუბებს, როგორც სხვებს შეიძლება ეგონოთ. “იუვენტუსი” მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, თანაც აქ დიდ სიყვარულს ვგრძნობ. წელს “ჩემპიონთა ლიგაში” ვითამაშებთ, ყველა ტიტულისთვის ვაპირებთ ბრძოლას. ამან ჩემი დარჩენის სურვილი გააძლიერა, რადგან ყველას არ შეუძლია ასეთი რამის შემოთავაზება. ისე კი, სიმართლე რომ გითხრათ, არცერთი წინადადება არ ყოფილა განსაკუთრებულად მომნუსხველი. დასვენება? მცირე ხნით, ოჯახთან ერთად სექტემბრამდე. შემდეგ ისევ ჩემოდნების ჩალაგების დრო დგება. თავიდანვე ვიცოდი, რომ ფეხბურთელს ასეთი ცხოვრება ექნებოდა. სხვების მარტივი დამოკიდებულება არ მადარდებს, შურიანი ხალხი ყველგან არიან. თანაც, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მეც სხვანაირ ცხოვრებას დავიწყებ. ” -აცხადებს ლიხტშტაინერი.

წყარო: Le Martin

22 thoughts on “ლიხტშტაინერი: ” ადვილად ყველა არ იყიდება “

  1. Q a s r a
    ცუდად ითამაშა, ფაქტიურად არც ჩანდა არც ტვირთავდნენ ზედმეტად ჩვენები
    პასს იშვიათად აძლევდნენ
    მთელმა გუდნმა ცუდად ითამაშა

  2. სალამი იუვენტინოებო, არ ვიყავი აქეტ და მოვაკლდი სასტავს :chuvak:

    1.ლიხშტაინერის შენარჩუნებაც დიდ ტრასფერად ჩავთვალოთ :up: კარგია, რომ ფულს არ მოღორდა არცშტეფანი და არც მაროტა

    2.იმედია მარკიზიო ჯენოასთან ძირიტადსი იქნება და ლიგაზეც შესაბამისად ლონდონში იქნება

    3.თამაშს ვერ ვუყურე, მაგრამკომენტარებში ჯოვინკოზე კაი ვერ წავიკითხე და როგორ იტამაშა? :cry: მგონ :cry: ვერ გაქაჩა ხო? ნუ თუ იაქტიურა მაინც…

    4.პრანდელი მალტასთან ძირითადში დამიყენე ჯოვინკო თორე მაგ გაპიარებულ დესტრო-ბორინს გიგინებ… მაგრამ მგონი ეხლა პაცინი-ოსვალდოტი დაიწყებს :blin:

    5.მალტა ხომ გუნდი არაა??? ხოდა 3-4-3ტაქტიკა იქნება მაგარი, გოლები მინიმუმ 5-6უნდა ვიხილოთ ჯოვინკო-პაცინი-ოსვალდო წინ… :italy:

  3. მაროტამ კარგად იმუშავა ამ ზაფხულს/ ბენდტნერმა მართლა წონა უნდა დაიკლოს Dრეს დანიას არ ჰყავდა და 2 ქულა დაკარგეს სახლში ჩეხებთან

    1. რო ჰყოლოდათ შეიძლება მაინც ვერაფერი ეშველა ჩეხები მაგრები არიან ნედვედის მერე გადმომყვა მაგათზე სიმპათიები, ყოველთვის შეკრულ და ტაქტიკურ ფეხბურთს უბერავენ.

  4. :love: ზოგიერთები ამის ტრანსფერის გამოც ვერ აფასებენ მაროტას )) კალჩოში საუკეთესო მარჯვენა ბექი გვყავს, მარტო ბექი ? ბექები..ისლა, კასერესი ))

  5. ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს :forza:
    აი თავდასხმა რას იზავს წელს არ ვიცი.
    ვინმე ძლიერი თავდამსხმელი რო დაეთრიათ კარგი იქნებოდა :juvee:
    მხოლოდ ამაზე მეშლებოდა ნერვები მთელი ზაფხული :-|
    სერია ა-ში ყველაზე მაგარი გუნდი იუვეს ყავს :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.