ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გატუზო: ” კონტე დამნაშავე არაა “

 “მილანის” ყოფილი ნახევარმცველი ჯენარო გატუზო “რაი სპორტთან” საუბრობს. იტალიელი ფეხბურთელი “სერია ა” -ში შექმნილ სიტუაციას აფასებს და ორიოდე სიტყვით, ანტონიო კონტეს, ალესანდრო დელ პიეროსა და ტურინის “იუვენტუსსაც” ეხმიანება: “ “სიონის” პრეზიდენტმა მარკო დი ჯენარომ ყველაფერი გააკეთა, რომ დელ პიერო შვეიცარიაში წამოსულიყო, თუმცა ალესანდრომ სხვა არჩევანი გააკეთა. “სერია ა” -ში კი ფავორიტად “იუვენტუსი” რჩება, მით უმეტეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთების შემდეგ. ამასთან მომწონს “რომაც” და, იმედია, არც “მილანი” დარჩება დამაშგარე მდგომარეობაში. რაც შეეხება ანტონიო კონტეს, ვფიქრობ, გამოძიების საქმეში ყვლაფერი დალაგებულად არ ყოფილა. პრესკონფერენციის დროს, კონტე ძალიან განრისხებული, მაგრამ ამავე დროს შემართული ჩანდა. ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებია, “სიენას” ფეხბურთელებმა კი კარობიოს სიტყვები უარყვეს და ჩემი აზრით, კონტეს დადანაშაულება არასწორია. თანაც არც ანტონიოს და არც სხვა ბრალდებულებს თავის დაცვის საშუალება არ მისცემიათ. ” -აცხადებს გატურზო.

წყარო: tuttosport

8 thoughts on “გატუზო: ” კონტე დამნაშავე არაა “

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.