ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნეაპოლიტანელებს ძალუძთ კონკურენციის გაწევა

ჯანფრანკო ძოლას მოსაზრებით , ნეაპოლიტანურ კლუბს გააჩნია ის რესურსი რითაც შესძლებს სერია ა-ში კონკურენციის გაწევას მოქმედი ჩემპიონისთვის . ამასთანავე მან ახალგაზრდა მოთამაშე , ლორენცე ინსინიეც შეაქო . ” უოტფორდის ” მთავარმა მწვრთნელმა კარიერა სწორედ ” ნაპოლიში ” დაიწყო და დღემდეგ ადევნებს თვალყურს ყოფილ კლუბს : ” ვფიქრობ სწორედ ნეაპოლიტანელებს აქვთ ძალა იბრძოლონ სკუდეტოსთვის ბიანკონერისთან ერთად , რადგან მილანი საკმაოდ დასასუტებულია , ხოლო ინტერი შარშანდელთან შედარებით ნამდვილად არ გაძლიერებულა . ინსინიე ? ვიხილე მისი ასპარეზობა ” პესკარას ” რიგებში . ძალზედ მესიმპატიურება ეს მოთამაშე და რაც ყველაზე კარგია, შეუძლია პროგრესირება ამჟამინდელ კლუბში . კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა ლავეცი რომ დარჩენილიყო, ლორენცო მისგან ბევრ რამეს ისწავლიდა , ისევე როგორც თავის დროზე თავად ვსწავლობდი დიეგო მარადონასგან . ერთადერთი რაც მინდა ვურჩიო , ღრუბლებში არ დაიკარგოს . ატმოსფერომ , რომელიც ნაპოლიში სუფევს , შესაძლოა ცაში აიყვანოს იგი , ხოლო 21 წლის ფეხბურთელისთვის ეს რეალობის დაკარგვის საშიშროებაა ” .

წყარო : Football Italia

6 thoughts on “ნეაპოლიტანელებს ძალუძთ კონკურენციის გაწევა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.